ორწლიანი პაუზის შემდეგ კლუბი ხიდი საპილოტე ღონისძიებას აანონსებს

ორწლიანი პაუზის შემდეგ კლუბი ხიდი საპილოტე ღონისძიებას აანონსებს

access_time2021-10-04 16:00:13

ღამის კლუბმა “ხიდი“ ორწლიანი პაუზის შემდეგ 8 ოქტომბერს საპილოტე ღონისძიება დააანონსა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 16–საათიან საპილოტე ღონისძიებაზე კლუბის რეზიდენტები და თბილისური სცენის ახალი ტალღის წარმომადგენლები დაუკრავენ.

 

 

“საპილოტე ღონისძიება OPEN CULTURE: KHIDI მიზნად ისახავს დახურულ სივრცეებში Covid-19 გავრცელების რისკების კვლევას, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებასა და ქვეყნის მასშტაბით საერთო სტანდარტის დანერგვას, რაც საკლუბო, საფესტივალო და საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენლებს 2 წლიანი კრიზისის დაძლევასა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში დაეხმარება. 8 ოქტომბერს, სტუმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის პრევენციული შემოწმების მიზნით გამოყენებული იქნება სპეციალური აპლიკაცია, რომელიც სტუმრების კოვიდ სტატუსის იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს“, - წერია კლუბი „ხიდის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიების აღწერაში.

 

 

ღონისძიებაზე დასწრება სრულად ვაქცინირებულ (მეორე აცრიდან 2 კვირის შემდეგ), ბოლო 6 თვის მანძილზე კოვიდგადატანილ ან ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს შეეძლებათ. აცრილ სტუმრებს რეგისტრაცია პორტალ covidpass.moh.gov.ge - ზე უნდა ჰქონდეთ გავლილი, რადგან კლუბი არ იღებს აცრის დამადასტურებელ ამობეჭდილ დოკუმენტს.

 

 

საპილოტე ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია სამი სავალდებულო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში:

 


• წინასწარ გენერირებული უნიკალური ბარკოდი.

 • ღონისძიების ონლაინ ბილეთი.

 • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

 


კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით

 

• ტესტირება ადგილზე არ კეთდება.

 

• არ დაიშვებიან ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირები.

 

 

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის ფასი 40 ლარიდან 50 ლარის ფარგლებში მერყეობს, კარზე მოქმედებს Face და Age კონტროლი.

 

 


Open Culture - ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის და არადომინანტური კულტურისა და შემოქმედებითი კოლექტივების მხარდამჭერი პლატფორმა act4culture-ის მიერ ინიცირებული იდეაა, რომელიც უსაფრთხო ღონისძიებების მომზადების, ორგანიზებისა და რეაგირების სტრატეგიას წარმოადგენს.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up