„ორთაჭალის ტურფის“ მოსახლეობა დეპუტატ ვალერი გელაშვილს  3 კორპუსის მშენებლობის გამო უპირისპირდება

„ორთაჭალის ტურფის“ მოსახლეობა დეპუტატ ვალერი გელაშვილს 3 კორპუსის მშენებლობის გამო უპირისპირდება

access_time2019-04-15 10:00:11


„სავალი ნაწილი ჩაგვეკეტა და კორპუსამდე მოსასვლელი გზა აღარ გვაქვს“ - „ორთაჭალის ტურფის“ მოსახლეობა კომპანია Lit Geo-ს მშენებლობას აპროტესტებს.


„ორთაჭალის ტურფის“ დასახლებაში კომპლექსის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო,  თუმცა მოსახლეობა ახალი კორპუსების მდებარეობასა და სამშენებლო პროცესით გამოწვეული შეფერხებების გამო უკმაყოფილ0ებას გამოთქვამს. რამდენჯერმე საპროტესტო აქციაც მოაწყო. დაგროვილ კითხვებზე კი პასუხსაც არავინ სცემთ. 


„არ აქვს ამათთან შეხვედრასაც აზრი, ეკითხები მშენებლობის ხელმძღვანელს და გეუბნებიან  „ჩემია და მორჩაო, მე თუ მინდა ბოსტანს გავაკეთებო“ - რა უნდა ველაპარაკო,“  - აცხადებს კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელი გოჩა გაგოშიძე. 


მისივე თქმით, ეს დავა ახალ კორპუსებთან დაკავშირებით, რომელთაც კომპანია Lit Geo აშენებს, დიდი ხანია გრძელდება. თავდაპირველი მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან, რომ ეს კორპუსები ზედმეტად ახლოს იყო სხვა კორპუსებთან, დაკმაყოფილდა მერიაში შეტანილი განაცხადის მეშვეობით, თუმცა პროექტის შეცვლილი ვარიანტიც კვლავ უკმაყოფილებისა და გაუგებრობის  საგანი გახდა. 



„ეს არის 2005 წლის პროექტი, ჩვენი  კორპუსის სადარბაზოდან 6 მეტრის მოშორებით სამი კორპუსის აშენებას აპირებდნენ. შარშან  ამაზე პროტესტი გამოვთქვით და მოლაპარაკების შედეგად დაგვიტოვეს 2000 კვადრატული მეტრი ფართის ეზო, სანაცვლოდ იმ კომპანიას სხვა მიწა მისცეს. მაგრამ ახლა სავალი ნაწილი ჩაგვიკეტეს და კორპუსამდე მისასვლელი გზა არ გვაქვს,“  - ამბობს გოჩა გაგოშიძე.


მაცხოვრებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ კონფლიქტის მთავარი მიზეზი ადგილობრივებსა და ინვესტორს შორის კომუნიკაციის სიმცირეა. 


„ეს არის ინვესტორის პრობლემა , რომელიც არ აწვდის ისედაც დაბნეულ მოსახლეობას ზუსტ ინფორმაციას. ეს ჩვეულებრივი დისკომუნიკაციაა, რომელიც ამ ხალხს ააბუნტებს, ააყვირებს და რითი დამთავრდება კაცმა არ იცის,“ - აცხადებს „ორთაჭალის ტურფის“ ერთ-ერთი მაცხოვრებელი.


„კომერსანტი“  დაუკავშირდა „ორთაჭალის ტურფის“ კომპლექსის დასრულებაზე პასუხისმგებელი კომპანიის,  Lit Geo-ს ხელმძღვანელს, დეპუტატს ვალერი გელაშვილს, რომელიც ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ კომპანია  დათმობაზე უკვე წავიდა და მაცხოვრებლების სასარგებლოდ კორპუსებს შორის დაშორება გაზარდა.  რაც შეეხება სამანქანო ნაწილს, ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ მშენებლობის დასრულებამდე პარალელური სავალი ნაწილის გამოყენება   პრობლემას არავის შეუქმნის. 

 
„ ჩვენ პროექტის კორექტირებას ვახდენთ, რათა ახალ ნორმებში ჩავჯდეთ, ანუ დაშორება გავზარდოთ უკვე აშენებულ მესამე კორპუსსა და ახალ კორპუსს შორის. ჩვენ მოვაწესრიგებთ გზას და საკმარის სამოძრაო ადგილს ვუტოვებთ მოსახლეობას, არსებობს პარალელური გზა და იქიდან ჩავლენ, რა პრობლემაა.  მე მაცხოვრებლებს ადრე ვუთხარი, რომ კორპუსებს შორის იმდენ მანძილს დავტოვებდი, რამდენიც ნორმითაა გათვალისწინებული. ჩემთვის ზარალია ეს ყველაფერი, მაგრამ ხალხის აზრს ვითვალისწინებთ,“ - აღნიშნავს  ვალერი გელაშვილი.


პროექტ „ორთაჭალის ტურფის“ ფარგლებში ზემოთხსენებულ ტერიტორიაზე, რომელიც არტურ ლაისტის 3 ნომრის მოპირდაპირეს მდებარეობს,  სამი კორპუსი აშენდება - ერთი 10- სართულიანი, ხოლო ორი - 8- სართულიანი. მშენებლობის დაწყება მაისშია გადაწყვეტილი ამჟამად კი გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. კომპლექსის დასრულება ერთ წელიწადში იგეგმება. 



ორთაჭალის ტურფა სამშენებლო კომპანია „არსის“ პროექტია, 2013 წელს „არსმა“ საქართველოს ბანკს უჩივლა.  მაშინ კომპანიაში აცხადებდნენ, რომ ,,არსმა'' ,,საქართველოს ბანკს'' ,,ორთაჭალის ტურფას'' ობიექტის სესხის თანხა გადაურიცხა, თუმცა ბანკმა აღნიშნული თანხა კომპანიის სხვა ობიექტის დავალიანების დასაფარად მიმართა. სასამართლოს დახმარებით მოგვიანებით ამ ტერიტორიაზე შემოიყვანეს ინვესტორი, რომელსაც გადაეცა კომპლექსისთვის განკუთვნილი მიწა მშენებლობის დასასრულებლად. ეს კომპანიაა  Lit Geo.


მარიამ მორგოშია






აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“
access_time2019-07-22 19:00:11
ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.   როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით...

თემურ ჭყონია: „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში, მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„

თემურ ჭყონია:  „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში,  მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„
access_time2019-07-22 16:30:05
ბიზნესმენი, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია ლარის  არასტაბილურობის გამო,  ეროვნული ბანკის ფუნქციების გადახედვის საჭიროებას ხედავს. მისი განმარტებით, ლარის არასტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის განმსაზღვრელია და არამარტო ბიზნესის. გარდა ამისა, არასტაბილური  ლარი მოქმედებს ყველაფერზე, მათ შორის ბიზნესზე, რადგან ქვეყანაში ყველაფერი სწორედ ბიზნესისგან...

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ
access_time2019-07-22 15:00:41
2019 წლის ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 33,993 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 29,991 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,940 მლნ ლარით ნაკლებია. კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ივნისში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 47,933 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის მაისში - 63,984 მლნ იყო. ამასთან, მიმდინარე წლის ივნისში, ბანკების შემოსავლებმა 345,001 მილიონი ლარი,...

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას
access_time2019-07-22 14:37:52
ქართული ბიზნესები მუდმივ რეჟიმში ცდილობენ, რომ საკუთარი სავალუტო რისკები მინიმუმამდე შეამცირონ. იმის გამო, რომ საქართველოში გაყიდული საქონლის ნახევარზე მეტი არის იმპორტირებული, საქონლის რეალიზაცია კი, ეროვნულ ვალუტაში ხდება, ბიზნესი ბუნებრივად სავალუტო რისკის წინაშე დგება. ლარის მერყეობის ზრდასთან ერთად ამ ბიზნესებისთვის ოპერირება გართულდა. მოიმატა გაურკვევლობამ იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს იმპორტირებული პროდუქციის სარეალიზაციო ფასი და სადამდე შეიძლება ის...


მსგავსი სიახლეები

up