ორთაჭალაში რომპეტროლის ახალი სადგური გაიხსნა - KMG International ჯგუფი შავი ზღვის რეგიონში ქსელის მასშტაბურ გაფართოებას განაგრძობს

ორთაჭალაში რომპეტროლის ახალი სადგური გაიხსნა - KMG International ჯგუფი შავი ზღვის რეგიონში ქსელის მასშტაბურ გაფართოებას განაგრძობს

access_time2020-06-23 11:18:27

„რომპეტროლის“ ახალი ბენზინგასამართი სადგური ორთაჭალაში, ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა. კომპანიამ, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც ქსელის მასშტაბურ გაფართოებას გულისხმობს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 7 ახალი ბენზინგასამართი სადგური გახსნა, უახლოეს თვეებში კი 4 ახალი სადგურის გახსნას გეგმავს.


ორთაჭალის ახალი ობიექტი აღიჭურვა მსოფლიოში წამყვანი ბრენდის, TOKHEIM-ის გამშვები სისტემით, რომელიც ცნობილია თავისი დოზირების სიზუსტით და მაღალი ხარისხის კომპლექტაციით. სადგურზე კომპანიამ ცხრა ახალი თანამშრომელი დაასაქმა.


„რომპეტროლ საქართველოს“ მფლობელი ჯგუფის KMG International–ის 5 წლიანი სტრატეგია საცალო ბაზარზე ქსელის ინტენსიურ გაფართოებას და განვითარებას ითვალისწინებს. ჯგუფმა წლის დასაწყისიდან შავი ზღვის რეგიონში 12 ახალი ბენზინგასამართი სადგური გახსნა და უახლოეს მომავალში კიდევ 19 სადგურის გახსნას გეგმავს.


ორთაჭალის სადგურის შემდგომ, კომპანია თავის პირველ ფლაგმან სადგურს ქალაქ ბორჯომში გახსნის, რომელიც რომპეტროლის პირველი სადგური იქნება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.



”რომპეტროლი ძალისხმევას არ იშურებს, რათა მუდმივად დააკმაყოფილოს მომხმარებელთა საჭიროებები და შესთავაზოს მათ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. ამ რთულ პერიოდში ჩვენ შევძელით არამხოლოდ ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებელთა დაცვა და ყველა სამუშაო ადგილის შენარჩუნება, არამედ გავაგრძელეთ ინვესტირებაც, რაც ცხადია, ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. მოგეხსენებათ რომ რომპეტროლი საქართველოს ბიუჯეტში ერთ-ერთი მსხვილი გადასახადების გადამხდელი კომპანიაა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 800 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.”- აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი, ზამანბეკ მირზაიანოვი.


კოვიდის პირობებში, ქსელი ოპერირებდა საქართველოს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად. ამავე დროს, KMG International–ი აქტიურად უჭერდა მხარს ხელისუფლებას ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „რომპეტროლ საქართველომ“ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 60, 000 ლიტრი საწვავი უსასყიდლოდ გადასცა და ორი თვის მარაგით უზრუნველჰყო.


COVID-19-ის ფონზე, „რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურებზე მომუშავე ჩამსხმელი ოპერატორების და მომხმარებლების უსაფრთხოების მიზნით, კომპანიას მიღებული აქვს განსაკუთრებული ზომები. რომპეტროლი მომხმარებლებს მოუწოდებს, დაიცვან რეკომენდებული დისტანცია ბენზინგასამართ სადგურებზე და ისარგებლონ უნაღდო გადახდის მეთოდებით.


„რომპეტროლი საქართველო“ ადგილობრივ ბაზარზე მე-15 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის - ევრო 5 საწვავს სთავაზობს. მისი მფლობელი ჯგუფი KMG International-ი კი, 6000 თანამშრომლით, ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს ისეთ სფეროებში როგორიცაა, ვაჭრობა, ნავთობპროდუქტების გადამუშავება, საცალო ვაჭრობა, მარკეტინგი და ნავთობის ინდუსტრიის სხვა სერვისები. ჯგუფი აღიარებულია შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მოთამაშედ, რომელმაც წარმატება არა მხოლოდ საერთაშორისო დონეზე განვითარებით, არამედ ნავთობის ინდუსტრიაში 4 ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მიღებული გამოცდილებით მოიპოვა.


(R)



თეგები:
რომპეტროლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up