ორნიშნა ინფლაცია - მიზეზები და პროგნოზი

ორნიშნა ინფლაცია - მიზეზები და პროგნოზი

access_time2021-11-21 11:00:07

ოქტომბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 12.8% შეადგინა –  ეს ნიშნავს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყანაში ფასები საშუალოდ, თითქმის, 13%-ით გაიზარდა. ფასების ყოველწლიური მატება ბუნებრივი პროცესია, თუმცა არა ამ მოცულობით – ინფლაციის ეს მაჩვენებელი 4-ჯერ აჭარბებს მიზნობრივს (3%).

თუმცა, 12.8%-იანი ინფლაცია არ ნიშნავს, რომ ყველა პროდუქტი ზუსტად ამდენად გაძვირდა – ზოგიერთ საქონელსა თუ მომსახურებაზე ბევრად მაღალი ფასნამატი ფიქსირდება, ზოგგან ფასების კლებასაც ვხვდებით.

ინფლაციის დასათვლელად, სპეციალური მეთოდოლოგია არსებობს – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ყოველთვიურად, 305 პროდუქტის ფასს იკვლევს და მას წინა წლის საშუალო ღირებულებას ადარებს. სამომხმარებლო კალათში შედის ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქცია: დაწყებული პირველადი მოხმარების სასურსათო საქონლიდან, დასრულებული ტანსაცმლითა და კომუნალური გადასახადებით.

თუ ბოლო სტატისტიკას ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ერთ წელიწადში ფასები მკაფიოდ არის გაზრდილი სწორედ პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტზე:

  • წიწიბურა +22%
  • პური +22%
  • ქათმის ხორცი +23%
  • კვერცხი +39%
  • მზესუმზირის ზეთი +52%
  • პომიდორი +117%
  • კარტოფილი  +45%
  • შაქარი +32%

სურსათთან ერთად, 43%-ით არის მომატებული ბენზინის, 35%-ით კი დიზელის საწვავის ფასი. აღნიშნული, ძირითადად, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირებით არის გამოწვეული. საწვავზე ფასების მატებას გადადინების ეფექტი, რა თქმა უნდა, სასურსათო და სხვა ტიპის პროდუქტებზე აქვს.

მთავარი ის არის, რომ ინფლაცია ყველაზე მძიმედ მოწყვლად ჯგუფებზე აისახება და მათ კიდევ უფრო გაღარიბებას იწვევს. 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს – 633 ათას ადამიანს მიაღწია. ეს მოსახლეობის 17%-ია. სწორედ ეს ადამიანები არიან ყველაზე მეტად დაზარალებულები ამ მდგომარეობაში.

მიზეზები

მაღალი ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას, საქსტატიც და მთავრობაც ერთსა და იმავე ფაქტორს ასახელებს და საგარეო ფაქტორებზე მიუთითებს:

„მოცემული მაღალი ინფლაცია ძირითადად განპირობებულია სასურსათო პროდუქტისა და ტრანსპორტირების ფასების ზრდით, რომლებიც გამოწვეულია მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის ფასების ზრდით”, – ვკითხულობთ 2022 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტში.

ინფლაციის მართვა ეროვნული ბანკის მანდატია, თუმცა აქაც ისრები საგარეო ფაქტორებზე გადააქვთ. სებ–ში განმარტავენ, რომ 12.3%-იან ინფლაციაში, რომელიც სექტემბერში დაფიქსირდა, საგარეო ფაქტორებზე 8 პროცენტული პუნქტი მოდის. ეს გარკვეულწილად გასაგებია, რამდენადაც საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და პროდუქციის დიდ ნაწილს საზღვარგარეთ, უცხოურ ვალუტაში ყიდულობს; ამას ემატება გაუფასურებული ლარი; შედეგად, გაძვირებული ფასები ადგილობრივ მოსახლეობას ორმაგ დარტყმას აყენებს.


მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია დღეს მსოფლიო გამოწვევაა, საქართველოში ეს პრობლემა მაინც უფრო მძიმედ დგას, ვიდრე ევროპასა და რეგიონის სხვა ქვეყნებში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ბოლო მიმოხილვაში მიუთითა, რომ საქართველო ევროპაში ინფლაციის მაჩვენებლით ერთ-ერთი ლიდერია. ასევე, ჩვენთან უფრო მაღალი ინფლაცია ფიქსირდება, ვიდრე, მაგალითად, ბელარუსში, ყაზახეთში, სომხეთსა და რუსეთში.

მაღალ ინფლაციას მხოლოდ საგარეო ფაქტორებს ვერ დავაბრალებთ – ქვეყანაში გაზრდილია მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის ნაწილში, ბოლო 2 წლის განმავლობაში, დაწესებული ლოქდაუნების დროს დაგროვილი ფული ახლა იხარჯება. ვისაც ფული არ აქვს – ის ბანკებისგან სესხულობს და ამ მიმართულებითაც მატება გვაქვს.

„ფასები ასტრონომიულადაა გაზრდილი – საჭიროა ხისტი მონეტარული გადაწყვეტილებები, ინფლაცია უნდა დაითრგუნოს”, – ამბობს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმდჯომარე ირაკლი კოვზანაძე და ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა. ეს ინფლაციის რეგულირებისთვის სებ-ის ერთ-ერთი ბერკეტია, რომელიც ეროვნულმა ბანკმა უკვე არაერთხელ გამოიყენა – რეფინანსირების განაკვეთი 10%-მდე ასწია, რასაც წესით სესხის გაცემა უნდა შეეკავებინა. თუმცა, ფაქტია, ესეც არ კმარა – რეფინანსირების განაკვეთიც (10%) და ინფლაციაც (12.8%) ქვეყანაში ისტორიულად ერთ–ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

ამ სიტუაციაში, კიდევ ერთ გამოსავლად საბიუჯეტო ხარჯების შემცირება სახელდება: რაც ნაკლებს დახარჯავს მთავრობა, მაგალითად სუბსიდიებში, ან საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდაში – ბაზარზე ნაკლები ფული გაჩნდება, მოთხოვნაც შემცირდება და დაიკლებს ფასებიც.

პროგნოზები

სპეციალისტების ვარაუდით, მიმდინარე წელს, საქართველო ორნიშნა ინფლაციას გვერდს ვერ აუვლის. თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარია პროგნოზირებს, რომ 2021 წელს საქართველო 14.5%–იანი ინფლაციით დაასრულებს.

რაც შეეხება მომდევნო წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ინფლაცია საქართველოში მიზნობრივ – 3%-იან მაჩვენებელს 2022 წლის ბოლოს დაუბრუნდება. ამის იმედი აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკსაც. სებ–ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ მომავალი წლიდან ქვეყანაში ინფლაცია შემცირებას დაიწყებს თუმცა, არა ისე სწრაფად, როგორც ეს ნავარაუდევი იყო.

„ჩვენი პროგნოზი იყო, რომ მარტში წლიური ინფლაცია 6%-მდე შემცირდებოდა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასებმა გააგრძელეს ზრდა და ამავე დროს ხორბლის ფასებიც იზრდება, შემცირება არ იქნება ისეთი, როგორსაც ვვარაუდობდით“, – განმარტავს სებ-ის პრეზიდენტი. რა ნიშნულზე ელოდება ცენტრალური ბანკი ინფლაციას, უწყების ხელმძღვანელს არ დაუზუსტებია.

საინვესტიციო ბანკში Galt&Taggart–ში კი მომავალი წლისთვის ინფლაციის მაჩვენებელს 4.1%–ზე ელოდებიან. თუმცა, როგორც ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი განმარტავს, ინფლაციის შემცირება არ ნიშნავს, რომ მომხმარებლისთვის პროდუქცია გაიაფდება.

„ვფიქრობ, ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდება, გლობალური ტრენდიც ნელ-ნელა ჩაწყნარდება. თუმცა ინფლაციის შემცირება გულისხმობს არა იმას, რომ რამე გაიაფდება, უბრალოდ გაძვირების ტემპი აღარ იქნება ასეთი სწრაფი”, – აცხადებს ეკონომისტი.


წყარო: "პუბლიკა"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up