ორნიშნა ეკონომიკური ზრდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მოსახლეობაზე ვერ აისახა, სწორედ ეს არის მათი უკმაყოფილების მიზეზი - ნიკა შენგელია

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მოსახლეობაზე ვერ აისახა, სწორედ ეს არის მათი უკმაყოფილების მიზეზი - ნიკა შენგელია

access_time2023-02-02 18:30:31

NDI-ის კვლევის თანახმად მოქალაქეთა უმეტესობა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს. 48% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, 44% - საშუალო, 6%-ის აზრით - კარგი.


საერთაშორისო კვლევების და პროგნოზების ცენტრის ვიცე პრეზიდენტი ნიკა შენგელია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან მთავრობას სურდა რომ 2022 წელს ის ორნიშნა ყოფილიყო, თუმცა მოსახლეობაზე ვერ აისახა, სწორედ ეს არის მათი უკმაყოფილების მიზეზი.


„ის გარემოება, რომ მოსახლეობა მიიჩნევს საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, მათი გადმოსახედიდან სიმართლეა, რადგან ფასები კატასტროფულად გაზრდილია, შემოსავლები შემცირებაზეა, დასაქმება უჭირთ, ამიტომ რეალურად ვერ ხედავენ ეკონომიკის ზრდას. ადამიანებს ეკონომიკის ზრდა წარმოუდგენიათ, რომ ხელფასი გაეზარდოთ, ოჯახის წევრი დასაქმდეს და მსგავსი კეთილდღეობა მოხდეს, რომელიც რეალურად არ ხდება.



რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ეს ციფრებში აისახება და ორნიშნაა, მაგრამ ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან მთავრობას სურდა ორნიშნა ზრდა, თუმცა ეჭვი მეპარება რომ ის ასეთი მაღალია. ვფიქრობ, ეკონომიკური ზრდა ორნიშნა არა, მაგრამ 8%-ზე მეტი ნამდვილად არის. ეს გამოწვეულია იმ მდგომარეობით, რაც შეიქმნა სამეზობლო რეგიონში. ამ მოვლენების შედეგად დაახლოებით 20 000 კომპანია გაიხსნა საქართველოში, ეს იმას ნიშნავს რომ რუსები, ბელარუსები თუ უკრაინელები საქართველოში ჩამოვიდნენ და აქ გადმოიტანეს ბიზნესები, გაორმაგებულია იმპორტიც, რეკორდული თანხა არის გადმორიცხული, რამაც ლარის კურსი გაამყარა. თუმცა იმ ხალხმა ვინც შემოვიდა, ძითადად მხოლოდ თავიანთი თანამემამულეები დაასაქმეს. ეკონომიკის ზრდაში საქართველოს მოსახლეობას დიდი წვლილი არ შეუტანია, რომ გახსნილიყო ქარხნები, ხალხი დასაქმებულიყო, მაშინ განსხვავებული სიტუაცია იქნებოდა. მოსახლეობაზე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ვერ აისახა და სწორედ ეს არის მათი უკმაყოფილების მიზეზი“,  ამბობს ნიკა შენგელია.


NDI-ის კვლევის მიხედვით, უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს. კითხვაზე, რამდენად დარწმუნებული ხართ ან არ ხართ, რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას: 37%-მა უპასუხა, რომ დარწმუნებულია, 51% არ არის დარწმუნებული, არ იცის 12%-მა. NDI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე.


თეგები:
NDI



Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up