ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა. მთლიანად, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა 12.7%-ით გაიზარდა, საიდანაც თუ პირველ კვარტალში ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, მეორე კვარტალში რეკორდული - 29.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საქსტატის ცნობით 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მშენებლობა. სამთომოპოვებითი მრეწველობა შემცირდა.
ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 9.9%-ით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ინდექსი კი 15.7%-ით გაიზარდა. პირველი 6 თვის განმავლობაში ექსპორტის ზრდის ტემპმა 25%-ს გადააჭარბა, იმპორტმა 18%-ს, მთლიანმა საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ კი 20%-ს.