დეპუტატებს ხელფასი არ ეზრდებათ, - ამის შესახებ BMG-ს საპრალამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისი თქით, პარლამენტის რეგლამენტში ჩაწერილი ანაზღაურება, რომელიც 4624 ლარს შეადგენს, შეცვლილი ან გაზრდილი მაჩვენებელი არ არის.
პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ რეგლამენტში კი ვკითხულობთ:
„რეგულირდება პარლამენტის წევრის გასამრჯელოს საკითხიც, რომელიც შეადგენს 4624 ლარს. პარლამენტის წევრს აგრეთვე მიეცემა პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა. ხოლო პარლამენტის თანამდებობის პირებს დამატებით მიეცემა პარლამენტის თანამდებობის პირის პოზიციისათვის განსაზღვრული ფულადი გასაცემელი“.
ორმაგდება თუ არა დეპუტატების ანაზღაურება? - ამ კითხვით, bmg-მ ევროპული საქართველოს წევრ დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილსაც მიმართა.
საპრლამენტო უმცირესობაშიც ამბობენ, რომ დეპუტატების ხელფასები არ იზრდება. ხათუნა გოგორიშვილი bm.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე არსებობს 3 სხვადასხვა დოკუმენტი, რომელიც მათ ხელფასს განსაზღვრავს. კერძოდ:
„თანამდებობრივი სარგოს შესახებ დოუმენტში წერია რომ სარგო შეადგენს 2000 ლარს. მეორე დკუმენტში წერია, რომ ქუთაისში ცხოვრება მგზავრობაზე ცალკე გვაქვს დანამატი, მათ შორის ყველა რანგის დეპუტატისთვის ბინის ქირა ერთნაირია. მესამე არის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა, რომელიც რანგების მიხედვით იცვლება.
ამ ბოლო ორ დოკუმენტს ამტკიცებს ბიურო. რეგლამენტის პროექტში ეს სამი თანხა არის შეკრებილი და გაერთანებული“, - ამბობს ხათუნა გოგორიშვილი და განმარტავს, რომ სამივე დოკუმენტის გაერთიანებით მიღებული თანხა 4624 ლარს შეადგენს, რომელსაც 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი აკლდება, მიღებულ თანხას კი დეპუტატები ხელფასის სახით იღებენ.
bm.ge