ორკვირიანი გაჩერების მიუხედავად, „საქნახშირი“ თანამშრომლებს შრომის ანაზღაურებას სრულად გადაუხდის!

ორკვირიანი გაჩერების მიუხედავად, „საქნახშირი“ თანამშრომლებს შრომის ანაზღაურებას სრულად გადაუხდის!

access_time2020-11-18 19:34:29

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრად გაუარესების გამო, 2020 წლის 17 ნოემბერს „საქნახშირს“ მუშაობის შეჩერება მოუწია. კომპანიის ყველა თანამშრომელს PCR ტესტირება ჩაუტარდა, მათგან 144 ადამიანს Covid 19 დაუდასტურდა, რის შემდეგაც კომპანიის ხელმძღვანელობამ საკარანტინო ღონისძიებების გატარების გადაწყვეტილება მიიღო.


ინფიცირებულები გადანაწილებულები არიან კოვიდ სასტუმროებში (საირმესა და წყალტუბოში), საწარმოს დანარჩენი თანამშრომლები კი გადასულები არიან თვითიზოლაციაში.
სამუშაო პროცესის გაჩერების მიუხედავად, კომპანია თავის საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულებას გარკვეული პერიოდით მის საწყობებში არსებული მარაგების საშუალებით შეძლებს. რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალის მიუხედავად, რომელსაც საწარმო პანდემიითა და სამუშაოს შეჩერებით იღებს, კომპანია ითვალისწინებს მძიმე ეკონომიკურ ვითარებასა და თანამშრომელთა ფინანსურ მდგომარეობას, შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას, რომ ამ 14 დღის განმავლობაში დასაქმებულებს შრომის ანაზღაურებას სრულად გადაუხდის.



ორკვირიანი საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ განმეორებითი ტესტირება ჩატარდება, რომელიც კომმპანიის ხელმძღვანელობას საშუალებას მისცემს მიიღონ გადაწყვეტილება მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით. სამუშაო პროცესის განახლების შემდეგ, საპატიო მიზეზის გარეშე გაცდენილი დღეები, შინაგანაწესის გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნება როგორც უსაფუძვლო გაცდენა.




როგორც უკვე აღინიშნა, საწარმოს 14 დღიანი გაჩერებისა და რთული ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, „საქნახშირი“ თანადგომას უცხადებს თანამშრომლებს, გაცდენილი დღეების მიუხედავად, ისინი სრულად მიიღებენ ანაზღაურებას. გარდა ამისა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კომპანია კატეგორიულად აფრთხილებს დასაქმებულებს, დაიცვან თვითიზოლაციის წესები და თავი შეიკავონ ნიებისმიერი ხასიათის თავშეყრისგან. იზოლაციის წესების დარღვევა შესაძლოა გახდეს დამრღვევის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი.



კომპანია „საქნახშირში“ შეიქმნა სპეციალური ჯგუფი და ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც ხდება დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება (ცხელი ხაზი: 595 33 77 54; 595 33 77 40; 595 33 73 18).


(NS)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up