„ორივე მეწილე საქართველოდან გასვლას ვაპირებთ“ - „უჯაფო“ იყიდება

„ორივე მეწილე საქართველოდან გასვლას ვაპირებთ“ - „უჯაფო“ იყიდება

access_time2021-03-05 13:00:00

„უჯაფო“ იყიდება. საუბარია, კომპანიაზე, რომელიც დაჭრილ ხილსა და ბოსტნეულს ინოვაციური შეფუთვით აწარმოებს.


„უჯაფოს“ პირველი პროდუქტი, დაჭრილი კარტოფილი იყო, რომელსაც ბაზარზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი, გიორგი ტორონჯაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, „უჯაფოს“ გასხვიsების მიზეზია ის, რომ ორივე მწელე საქარველოს დატოვებას გეგმავს, რასაც პანდემიით გამოწვეული სირთულეებიც ემატება.


„უჯაფომ“ ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით შესაბამისი პოსტი „ფეისბუკ“ გვერდზეც გაავრცელა: „უჯაფოს მეგობრებო, 2-წლიანი დაუღალავი მუშაობის და ბევრი წარმატების მიუხედავად, კოვიდ -19 ის მიერ მოყენებული ზარალი რა თქმა უნდა, ჩვენზეც აისახა და შესაბამისად, კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე, გვიწევს უჯაფოს გასხვისება (გაყიდვა).


ჩვენმა ჯანსაღმა პროდუქციამ თავისი სახელი ძალიან სწრაფად დაიმკვიდრა ქართულ ბაზარზე და დაუმეგობრდა ყველა მსხვილ ქსელს გაყიდვების სფეროში...


რატომ არ უნდა გაუშვა შანსი ხელიდან და რატომ უჯაფო? ქართულია და რა თქმა უნდა, კარგია. ეს საქმე მოგიტანს წარმატებას. მოგცემს განვითარების პერპექტივას და საზოგადოების სიყვარულს, მაგრამ სახელმა არ მოგატყუოს, ჯაფა ნამდვილად დაგჭირდება.



მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა უჯაფოს განვითარებაში. მადლობა ყველა მომხმარებელს დადებითი შეფასებებისთვის და კეთილი სურვილებისთვის“,- აღნიშნულია პოსტში.


როგორც გიორგი ტორონჯაძე „ბიზნესპრესნიუთან“ ამბობს, „უჯაფოთი“ რამდენიმე ადგილობრივი ინვესტორი უკვე დაინტერესდა.


„ორივე მეწილე საქართველოდან გასვლას ვაპირებთ და ამიტომ უფრო ვყიდით ბიზნესს. ძირითადი მიზეზი ეს არის. ამასთან, პანდემიის გამო გაყიდვებმა იკლო დაახლოებთ, 60-70%-ით.


უკვე შეგვეხმიანა რამდენიმე ადამიანი, ველოდებით პასუხებს. ყველა მათგანი ადგილობრივი ინვესტორია“,- ამბობს გიორგი ტორონჯაძე.


ცნობისთვის, ქართულ ბაზარზე „უჯაფო“ დაახლოებით, სამი წლის წინ გამოჩნდა და პროექტის განსახორციელებლად 30-40 ათასი ლარის ინვესტიცია დაიხარჯა. კომპანიის პირველი პროდუქტი ინოვაციურ, ვაკუუმ შეფუთვაში მოთავსებული დაჭრილი კარტოფილი იყო. მოგვიანებით, წარმოებას გარჩეული ბროწეული, დაჭრილი, შეფუთული ხახვი, ჭარხალი, სტაფილო და ორი სახეობის ბულგარული წიწაკაც დაემატა.



BPN.GE






თეგები:
„უჯაფო“



Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...

მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია დაკეტილები ვართ, საქართველოდან გასვლას მაინც არ ვაპირებთ -Dinner In The Sky

მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია დაკეტილები ვართ, საქართველოდან გასვლას მაინც არ ვაპირებთ -Dinner In The Sky
access_time2021-04-09 17:30:01
      “ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია არასტაბილურია და ველოდებით სიტუაციის გაუმჯობესებას და ჯერ არ ვაპირებთ გახსნას. მოთხოვნა იმდენად დიდია, საქართველოდან გასვლას მაინც არ ვაპირებთ,” _   ტურისტული ატრაქცია Dinner In The sky Goergia, იგივე „ვახშამი ცაში” ერთი წელია დახურულია. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რესტორანი რეგულაციებისა და შეკრებების აკრძალვის გამო ოპერირების განახლებას ვერ ახერხებს, თუმცა როგორც კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს,...


მსგავსი სიახლეები

up