ორიგინალური არქიტექტურული პროექტები, რომელთა მშენებლობაც 2022 წელს დასრულდება

ორიგინალური არქიტექტურული პროექტები, რომელთა მშენებლობაც 2022 წელს დასრულდება

access_time2022-01-11 20:30:00

კორონავირუსის პანდემიამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეაჩერა და გადაავადა, თუმცა პანდემიურ პირობებში 2-წლიანი ცხოვრების შემდეგ ბევრი პროექტის მშენებლობა განახლდა. CNN გთავაზობთ იმ განსაკუთრებულ პროექტებს, რომელთა მშენებლობაც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.



Sydney Modern Project, ავსტრალია



Sydney Modern Project-ის ჯამური ღირებულება 250 მილიონი აშშ დოლარია. პროექტი ახალი სამხრეთ უელსის ხელოვნების გალერეის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენდა. საგამოფენო სივრცეს ახალი დარბაზები შეემატება, რომლებიც აბორიგენებს მიეძღვნებათ.



San Pellegrino-ს გემთმშენებელი ქარხანა, იტალია



San Pellegrino-ს გემთმშენებელი ქარხანა იტალიის ქალაქ ბერგამოში შენდება.შენობის ორიგინალური დიზაინი ცნობილმა დანიელმა არქიტექტორმა ბიარკე ინგელსმა დააპროექტა. ქარხნის მშენებლობა 102 მილიონი დოლარი დაჯდება.



Qorner Tower, ეკვადორი



უჩვეულო დიზაინის მქონე შენობის Qorner Tower მშენებლობა ეკვადორში მიმდინარეობს. ცათამბჯენზე ასობით ბუჩქი და მცენარე განთავსდება.




პარლამენტის ახალი შენობა, ინდოეთი



ინდოეთის დედაქალაქ დელიში პარლამენტის ახალი შენობა შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 1.8 მილიარდი დოლარია. პარლამენტის შენობა 2 ნაწილისგან შედგება. ერთს სამკუთხედის ფორმა ექნება, მეორეს კი წრიული.



Fotografiska, გერმანია



გერმანიაში ამჟამად ფოტოგრაფიის მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც პროექტიდან ირკვევა, შენობა საკმაოდ მასიური იქნება. გეგმის მიხედვით, მუზეუმი შემოდგომით უნდა გაიხსნას.



არანიას ცენტრი, ჩინეთი



არანიას ცენტრი პეკინიდან 240 კილომეტრის მოშორებით აშენდება. უჩვეულო დიზაინის მქონე შენობის არქიტექტორი ზაჰა ჰადიდის მოსწავლე მა იანსონგია.



Iconic Tower, ეგვიპტე



Iconic Tower მეგაპროექტია, რომელიც ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში 18 ცათამბჯენის აშენებას გულისხმობს. ეგვიპტის ხელისუფლებას გამიზნული აქვს ქალაქში ბიზნეს-უბანი შექმნას, რომელიც ინვესტიციებს მოიზიდავს.



სენდი ჰუკის მემორიალი, აშშ



სენდი ჰუკის მემორიალი უზარმაზარი ბაღია, რომლის მშენებლობაც 5 წელია მიმდინარეობს. მემორიალი სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის დროს დაღუპულებს მიეძღვნებათ.



Yongjia-ს მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, ჩინეთი



Yongjia-ს მსოფლიო სავაჭრო ცენტრი კიდევ ერთი გრანდიოზული პროექტია, რომელიც ჩინეთში განხორციელდება. უცნაური დიზაინის მქონე შენობა ნიდერლანდურმა არქიტექტურულმა ფირმა UNStudio-მ დააპროექტა.


წყარო: BPN.GE 



თეგები:
მშენებლობა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up