ორი წელია ავსტრიაში ქართული ღვინო არ წაგვიღია - ვენაში მცხოვრები ქართველი გასტრონომი

ორი წელია ავსტრიაში ქართული ღვინო არ წაგვიღია - ვენაში მცხოვრები ქართველი გასტრონომი

access_time2021-06-24 14:00:33

ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ღვინის ექსპერტი და გასტრონომი ბუთა დოლიძე უკვე 17 წელია, ევროპაში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე მუშაობს. ის  „კომერსანტთან“ ინტერვიუში გვიყვება, რომ ქართული ღვინის ავსტრიულ, ფრანგულ და იტალიურ ღვინოსთან „შეჯიბრი“ შრომატევადი პროცესია, ამას ემატება ავსტრიაში მიმდინარე აქტიური კამპანია ადგილობრივი პროდუქტის პოპულარიზაციისთვის. პანდემიის გამო ქართული ქვევრის ღვინო ავსტრიაში უკვე ორი წელია არ შესულა. ქვეყანა პანდემიის დასასრულს უახლოვდება, ობიექტები აქტიურად იხსნება და ბუთა დოლიძე იმედოვნებს, რომ ქართული ღვინის მიმართ ინტერესიც გაიზრდება.


„ავსტრიაში ყველაფერი ამუშავდა ჩვეულებისამებრ, 1–ლი ივლისიდან უკვე პირბადეებიც აღარაა საჭირო და კომენდანტის საათიც იხსნება - ამუშავდება კლუბები, ყველა რესტორანი და ვაქცინაციაც წარმატებულად მიდის. გეგმა არის, რომ ოქტომბრამდე 5 მილიონი ადამიანი უნდა იყოს ვაქცინირებული. აცრის ჯიხურები დააყენეს და ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი ვაქცინისა და ტესტის გაკეთება. მოგზაურობაც ჩვეულებრივად ხდება მახლობელ ქვეყნებში“, - ამბობს ღვინის ექსპერტი


ავსტრიის ხელისუფლება სტუმარმასპინძლობის სფეროს განსაკუთრებულად უწყობდა ხელს, ყველა ობიექტი, პანდემიამდელი ბრუნვის 80 პროცენტს სახელმწიფოსგან დახმარების სახით იღებს.


„სახელმწიფო ყველანაირ ბიზნესს გვერდით ედგა, იყო ისეთი ნიუანსები, როგორიცაა ის, რომ ახალი გახსნილი ბიზნესისთვის არ იყო განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება, თუმცა სხვა ტიპის ხელშეწყობა იყო, როგორიცაა სპეციალური დაბალპროცენტიანი ან უპროცენტო კრედიტები და ა.შ.


გასტრონომიის სფერომ მილიარდობით ევროს დახმარება მიიღო. სტუმარმასპინძლობის სფერო სუბსიდიას 6 თვის მანძილზე იღებდა. ბიზნესი წერდა განაცხადს  და მათ ერიცხებოდათ წინა წლის ბრუნვის 80 პროცენტი. ეს ძალიან დიდი შეღავათი იყო რესტორნებისთვის, იმაზე მეტი რაც შეეძლოთ ამ სფეროს ბიზნესს წარმოედგინა,

რაც შეეხება ქართულ ღვინოს, უკვე 2 წელიწადია ღვინო არ წაგვიღია ავსტრიაში გასაყიდად. მე შედარებით ძვირადღირებულ სეგმენტზე ვმუშაობ, ვისზეც ვმუშაობ მათგან შეკვეთა არ მოგვსვლია. მთელი ქვეყანა გადასულია ავტრიული პროდუქციის მოხმარებაზე და ერთგვარი კამპანიაა ავსტრიელი გლეხის დახმარება. ღვინის შემდეგი წამოღება საქართველოდან დაგეგმილი გვაქვს სექტემბერში და იმედი გვაქვს, პანდემია აღარ იქნება ხელისშემშლელი.

ამ პატარა ქვეყანაში არ არის მარტივი ქართული ღვინის პოპულარიზაცია,  ეს დიდ შრომას მოითხოვს და ხარისხიც ძალიან მაღალი უნდა იყოს. ქართული ღვინის ფასი ავსტრიაში 10 დან 50 ევრომდე მერყეობს, ეს აბსოლუტურად ნორმალური ფასია. რა თქმა უნდა, 10 ევროიან ქართულ ღვინოს ავსტრიული 10 ევროიანი ღვინო სჯობია, რადგან ყველაფერთან ერთად ტრანსპორტირების ხარჯებიც ემატება და ამიტომ იზრდება ფასი. მაგრამ ჩვენ ჩვენი სტილისტიკა გვაქვს და სპეციფიური ყურძნებიც მხოლოდ ჩვენ გვაქვს და ეს არის ჩვენი მთავარი ნიშა“, - ამბობს ბუთა დოლიძე.


ბუთა დოლიძე ამჟამად ავსტრიაში უძღვება კომპანიას Buta Qvevri Wine, რომლის მეშვეობითაც საქართველოდან წაღებული ღვინოები ისეთ მაღაზიათა ქსელებში ხვდება, როგორიცაა ავსტრიული Wine und co. როგორც თვითონ ამბობს, მისი მთავარი მიგნება ქვევრის ღვინოა. ღვინო, რომლის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

მარიამ მორგოშია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up