არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი სადაზღვევო სექტორში

არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი სადაზღვევო სექტორში

access_time2020-10-07 10:55:16

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მიმართ, წარმოებული მოკვლევა დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ქმედების ფაქტი დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.


„მოკვლევის ფარგლებში მიღებული და დამუშავებული მასალების საფუძველზე დადასტურდა - „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ ბათუმის რეგიონალური წარმომადგენლის მხრიდან, სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, კომპანია Caucasian Metals Terminal-თვის, „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ რეპუტაციის შემლახავი ცნობების გავრცელება. მოკვლევის პროცესშივე ფაქტი მოპასუხე კომპანიამ დაადასტურა, რაც მათ მიერ თანამშრომლისათვის წერილობითი საყვედურის გამოცხადებაში გამოიხატა. სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება კომპანიის მაღალ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს, თუმცა შიდა წესების არსებობა კომპანიას გარე პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.


ეკონომიკურ აგენტებს შორის თანასწორუფლებიანობის პრინციპების დაცვის, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე დროული რეაგირების, აღმოფხვრის მიზნით, სააგენტოს გადაწყვეტილებით, „სადაზღვევო კომპანია ალდაგს“ დაევალა - უზრუნველყოს გავრცელებული ცნობების უარყოფა Caucasian Metals Terminal-ისათვის ოფიციალური წერილის გაგზავნის გზით. აღნიშნული ქმედების თაობაზე ინფორმაცია წერილობითი ფორმით მიაწოდოს „სადაზღვევო კომპანია უნისონს“ და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს - გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 თვეში.



კონკურენციის სააგენტომ 2020 წელს დაასრულა- 3 მოკვლევა, სადაც ერთში დაფიქსირდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყების ფაქტი, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრა შესაბამისი სანქცია, ორში კი დადასტურდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. ამ დროისათვის, მიმდინარეობს 3 მოკვლევის პროცესი. ამავე პერიოდში, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა - 5 ბაზრის მონიტორინგი, მიმდინარეა - 3. ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ გაიცა - 1 თანხმობა“,  ნათქვამია განცხადებაში.


ბრძანება 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up