ორი ქვეყნის მთავრობების ეკონომიკური მხარდაჭერა - რას სთავაზობს სლოვაკეთის მთავრობა ბიზნესს და როგორია საქართველოს მთავრობის შეთავაზება

ორი ქვეყნის მთავრობების ეკონომიკური მხარდაჭერა - რას სთავაზობს სლოვაკეთის მთავრობა ბიზნესს და როგორია საქართველოს მთავრობის შეთავაზება

access_time2020-05-12 10:50:47

ევროპის კონტინენტზე, სადაც არაერთ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების 100 000 შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდა, ნელ-ნელა იწყებენ პრევენციული ზომების შედეგად მიღებულ საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქებას. გამონაკლისი არც სლოვაკეთია, ქვეყანამ სადაც კორონავირუსის 1,455 დადასტურებული შემთხვევაა უკვე გახსნა მაღაზიები, მუშაობა განაახლეს მუზეუმებმა, რესტორნები კი კლიენტებს ღია ცის ქვეშ იღებენ. გარდა ამისა, ეკლესიებში დაშვებული იქნება ღვთისმსახურება და საქორწინო ღონისძიებები.

 

ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების ნებართვას ელოდება სლოვაკეთში მოღვაწე ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძეც. 2 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც თერმული კურორტი „gino paradise ბეშენოვა“ სტუმრებს ვეღარ იღებს, არადა ოთხი სეზონის კურორტი როგორც წესი წელიწადში 600 000 ტურისტს მასპინძლობს. „gino ჰოლდინგის“ მფლობელი და მმართველი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ კომპანიას უდიდესი ზარალი მიაყენა, თუმცა ბიზნესმენს მოლოდინი აქვს, რომ 1 ივნისად „gino paradise ბეშენოვა“ გაიხსნება და სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. გარდა ამისა ნოდარ გიორგაძეს იმ ეკონომიკური მხარდაჭერის იმედი აქვს, რომელსაც სლოვაკეთის მთავრობა ბიზნესს სთავაზობს. „gino ჰოლდინგის“ მფლობელი მედიაჰოლდინგთან დეტალურად საუბრობს ყველა იმ ქმედითი ნაბიჯის შესახებ, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით სლოვაკეთში გადაიდგა.

 

„სლოვაკეთში პირდაპირ დასაქმებული გვყავს 250 ადამიანი, ხოლო დაახლოებით 400 ადამიანი ირიბად მუშაობენ, მომწოდებელი ორგანიზაციების სახით. არც ერთ თანამშრომელს სამსახური არ დაუკარგავს, ყველა გადავიყვანეთ ნახევარ ხელფასზე. ეკონომიკა ნელ- ნელა იწყებს მოქმედებას, უკვე გაიხსნა სავაჭრო ობიექტები, მიმდინარე კვირას იხსნება მსხვილი სავაჭრო ცენტრები, მშენებლობა პრაქტიკულად არც გაჩერებულა, ჩემს ობიექტზე ყოველდღიურად 150-200 ადამიანი მუშაობდა და ახლაც მუშაობს. რაც შეეხება ეკონომიკურ მხარდაჭერას, აქ სერიოზული მხარდაჭერაა, გამოიყო ყოველთვიურად ნახევარი მილიარდი ევრო კრედიტების სახით ბიზნესზე გასაცემად გამარტივებული ფორმით, რომ კერძო სექტორმა აიღოს კრედიტი სახელმწიფო გარანტიებით, იმ შემთხვევაში თუ კომპანიამ შეძლო და არ შეამცირა თანამშრომელთა რაოდენობა, მაშინ კრედიტის პროცენტს ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო იხდის, საკმაოდ საინტერესო სქემაა. პლუს ხელფასებს რასაც გავცემთ, იმის 80 პროცენტის რეფინანსირებას გვიკეთებს სახელმწიფო. ეს საკმაოდ სერიოზული დახმარებაა ბიზნესისთვის. ვფიქრობ, რომ პროცესი ამ თვის ბოლომდე გაგრძელდება, რადგან მაისი ბოლოს სლოვაკეთში ყველაფერი იხსენება მათ შორის აკვაპარკებიც, დახურული სპორტული მოედნები, თეატრები, კინოთეატრები პრაქტიკულად ყველაფერი იხსნება. რა თქმა უნდა ეკონომიკა სწრაფად ვერ დაიწყებს მუშაობას, დრო სჭირდება მას. მსხვილი საავტომობილი კომპანიები როგორიც არის იაგური, პეჟო, კია და სხვები პრაქტიკულად ყველა ამუშავდა და დაიწყეს წარმოება, ჯერ შემცირებული წარმატებით, მაგრამ ნელ-ნელა უმატებენ ტემპებს“, - განაცხადა ნოდარ გიორგაძემ.  

 

„gino ჰოლდინგის“ მფლობელი და მმართველი მიიჩნევს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, როგორც სლოვაკეთი არის ევროპაში საუკეთესო, ასევე საქართველოა რეგიონში საუკეთესო მაჩვენებლებით წარმოდგენილი.თუმცა, ნოდარ გიორგაძე ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკიდან გამომდინარე,  მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეკონომიკის აღორძინების კუთხით არ არის ისეთი მასშტაბური, როგორც სლოვაკეთის მთავრობის.  

 


„სამწუხაროდ სლოვაკეთის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების მსგავსი საქართველოში არ გადადგმულა, გულსატკენია რა თქმა უნდა, რომ იდენტურ დახმარებას სახელმწიფო ვერ უწევს ბიზნეს მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და მისი შესაძლებლობები აიღოს კრედიტები. მაგალითად, სლოვაკეთმა ევროკავშირისგან ​ყოველთვიური 2 მილიარდიანი დახმარება მიიღო, რა თქმა უნდა ეს ვალია, დაბრუნება სჭირდება მაგრამ ეს არის უპროცენტო სესხი, რომელსაც ვადებიც კი არ აქვს ჯერ გაწერილი. სასურველი იყო სლოვაკეთსაც იგივე სისწრაფით ემოქმედა, როგორც გერმანიას სესხების გაცემის კუთხით, მაგრამ აქ თებერვალში საპარლამენტო არჩევნები დაემთხვა, პრაქტიკულად მთავრობა შეიცვალა, ახალი პოლიტიკური ძალა მოვიდა ხელისუფლებაში. აქედან გამომდინარე, მთავრობას უჭირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მიუხედავად ამისა, მათ დაძლიეს ეს ნიუანსები და სესხების გაცემა უკვე დაწყებულია“, -განმარტავს ნოდარ გიორგაძე.

 

სლოვაკეთში მოღვაწე წარმატებული ბიზნესმენი აცხადებს, რომ ქვეყანას არა ხელისუფლება და ბიუჯეტი, არამედ ბიზნესი ამოძრავებს. ნოდარ გიორგაძე განმარტავს, რომ ბიზნესმა უნდა შექმნას ფული და  ამ ფულმა უნდა შექმნას მოსახლეობის კეთილდღეობა და არა სახელმწიფომ შექმნას ფული და ის ფული დაარიგოს. მისი თქმით, ეს არ არის სწორი.  „gino ჰოლდინგის“ მფლობელს აქვს იმის მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა ბიზნესის მხარდასაჭერად ეფექტურ ნაბიჯებს გადადგამს.

 

„საქართველოს მთავრობის მხრიდან პირველ რიგში ველოდები, რომ ჯანმრთელად იყვნენ, დღეს ესაა მნიშვნელოვანი, მაგრამ მეორეს მხრივ, ჯანმრთელი იყო  და შიმშილისგან გახდე ავად, ეს მეორე უკიდურესობაა. ძალიან რთულია მსგავს სიტუაციებში ოქროს შუალედის პოვნა, მაგრამ ეს ოქროს შუალედი აუცილებლად უნდა მოძებნოს. მინდა დავიჯერო, რომ საქართველოს მთავრობა ამას მოახერხებს. ჩვენი ქვეყნის  ეკონომიკაში დაახლოებით 240 მლნ ლარამდე მაქვს ჩადებული, მოლოდინი ნამდვილად მაქვს იმის, რომ სახელმწიფო იმ ბიზნესმენებს, რომლებიც რეალურად უდგანან მხარში ქვეყანას, ასაქმებენ ადამიანებს, ზრდიან ეკონომიკის პოტენციალს, ამაღლებენ საქართველოს იმიჯს. ასეთ ბიზნესს ხელისუფლება უნდა დაუდგეს გვერდში, ამის გარეშე არაფერი გამოვა, ცალმხრივ დახმარება კონკრეტულ პიროვნებებზე ვერ წასწევს ქვეყანას წინ. ეჭვი არ მეპარება, რომ მოსახლეობას დღეს პრობლემები შეექმნა , ვიცი რომ 99 პროცენტი მზადაა ფული კი არ აიღოს, არამედ დასაქმდეს და ღირსეული ხელფასი მიიღოს. ეს არის სწორი და მართებული გამოსავალი, არ არის მარტივი, მაგრამ შესაძლებელია ამის გაკეთება და მე მწამს, რომ მთავრობა ამას მოახერხებს“, - აცხადებს ნოდარ გიორგაძე.

 

ბიზნესმენი აცხადებს, რომ დღეს ქვეყანას გადარჩენა სჭირდება. მისი თქმით, თუ ხვალ სწორი ნაბიჯები არ გადაიდგა, ადამიანები ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ბიზნესმენის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ის ფინანსური რესურსი, რომელიც მათ აქვთ, თუ სწორად არ გამოიყენა, უახლოეს პერიოდში საქართველოს მძიმე ეკონომიკური დღეები ელოდება.

 

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ქვეყნის სათავეში, რადგან ჭეშმარიტება არის ერთი, არ აქვს ადამიანს სამსახური? უკვე იწყება პრობლემა, რომელიც კონკრეტული პიროვნებიდან, გადადის ოჯახზე, ახლობელზე და საბოლოოდ, ქვეყნის პრობლემა ხდება. ძალიან მარტივი იყო ჩემთვის მეთქვა თანამშრომლებისთვის მეგობრებო, წადით სულ ყველა სახლებში და დაველოდოთ რა მოხდება მაისში, მაგრამ ვერ გავაკეთე ეს ვერც სლოვაკეთში და ვერც საქართველოში, რადგან ამდენი ოჯახის შემოსავლის გარეშე დატოვება წარმოუდგენელია. სანამ შესაძლებლობა გამაჩნია და მაქვს ფინანსური გარკვეული კაპიტალი არ ჩავთვალე სწორად, უფრო მეტიც 150 000 ლარი stopcov ფონდში გადავრიცხე, ხოლო 50 000 ლარი თანამშრომლებზე დახმარების სახით გადავანაწილე, მაგრამ ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება, საკმარისია კიდევ ორი-სამი თვე ნებისმიერი ადამიანი დაეცემა მდიდარიც და ღარიბიც. ყველა რომ გავღარიბდეთ, მაგით ქვეყანას ეშველება? უმთავრესია სამუშაო ადგილები, ხალხს უნდა მიეცეს საშუალება იმუშაოს და არა ხელგამოწვდილი იჯდეს და ელოდოს ვინ, როდის, რას მიაწვდის“, განაცხადა ნოდარ გიორგაძემ.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up