ორი ქართველი ბანკირის  წლიური ანაზღაურება $9 მლნ-ს აჭარბებს

ორი ქართველი ბანკირის წლიური ანაზღაურება $9 მლნ-ს აჭარბებს

access_time2018-04-19 19:00:00

 

ბიჯიო ჯგუფისა და თიბისი ბანკის ტოპ მენეჯერების სახელფასო ანაზღაურება ყოვეწლიურად იზრდება. თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის და ბიჯიო ჯგუფის გენერალური დიტერქტორის ირაკლი გილაურის სახელფასო მონაცემების შესახებ ქართველი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი დეტალები კომერსანტმა  მოიპოვა, რომელიც ემყარება ბიჯიო ჯგუფისა და თიბისი ბანკის 2017 წლის წლიურ ანგარიშებში წარმოდგენილ ინფორმაციას: BGEO_Annual Report_2017; TBC_Annual Report_2017. ორივე კომპანიის აქციები განთავსებულია და ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. შესაბამისად, კომპანიებს აქვთ ვალდებულება წლიურ ანგარიშში დეტალურად წარმოადგინონ ტოპ მენეჯერების შეფასებისა და ანაზღაურების პოლიტიკა, ანაზღაურების სტრუქტურა და მოცულობები.

 

(ციფრები მოცემულია აშშ დოლარში გადასახადების ჩათვლით.)

 

ტოპ მენეჯერების მთლიანი ანაზღაურება 2016 და 2017 წლებში

 

 

 2017 წელს ბიჯიო ჯგუფის (საქართველოს ბანკი) გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურს მთლიანმა წლიურმა შემოსავალმა გადასახადების ჩათვლით შეადგინა 5,097,000 აშშ დოლარი და 2016 წლის მთლიან შემოსავალთან შედარებით გაზრდილია 18%-ით.

 

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის მთლიანმა ანაზღაურებამ 2017 წელს შეადგინა 4,084,000 აშშ დოლარი; 2016 წელთან შედარებით მისი შემოსავალი გაზრდილია 35%-ით.

 

 

მთლიანი ანაზღაურების სტრუქტურა ნაღდი ფულისა და კომპანიის აქციების მიხედვით

კომერსანტის ანალიზით, 2017 წელს ბიჯიო ჯგუფის გენერალურდი რექტორის ანაზღაურებამ ნაღდი ფულის სახით შეადგინა 763,000 აშშ დოლარი, რაც მისი მთლიანი ანაზღაურების 15%-ია. ანაზღაურების 85% (4,333,000 აშშ დოლარი) მან მიიღო ბიჯიო ჯგუფის აქციების სახით 2018 წლის პირველი კვარტლის ბოლოსათვის ბირჟაზე კვოტირებული აქციების ფასის შესაბამისად.

 

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის შემოსავალმა ნაღდი ფულის სახით 2017 წელს შეადგინა 473,000 აშშ დოლარი - მთლიანი ანაზღაურების 12%. მთლიანი ანაზღაურების 88% ანაზღაურდა თიბისი ბანკის აქციების გადაცემის გზით, რომელთა ჯამურმა საბირჟო ღირებულებამ 2018 წლის პირველი კვარტლის ბოლოს - როდესაც მოხდა აქციების გადაცემა - შეადგინა 3,611,000 აშშ დოლარი.


 

 

 

მთლიანი ანაზღაურების სტრუქტურა ფიქსირებული ხელფასის და ბონუსესბის მიხედვით

 

როგორც კომერსანტმა გაარკვია, ბიჯიო ჯგუფისა და თიბისი ბანკის ტოპ მენეჯერების მთლიანი ანაზღაურება შედგება ფიქსირებული ხელფასისა და ბონუსისაგან.

 

ბონუსის ოდენობა არის ცვლადი და დამოკიდებულია კომპანიის ბორდის მიერ ტოპ მენეჯერის საქამიანობის შეფასებაზე. მენეჯერების საქმიანობის შეფასება ხდება კომპენსაციის კომიტეტის მიერ შემუშავებული და ბორდის მიერ დამტკიცებული კომპენსაციის პოლიტიკის შესაბამისად. კომპენსაციის პოლიტიკაში გაწერილია შეფასების კონკრეტული მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფინანსური და არაფინანსური კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ხდება კომპანიისა და ტოპ მენეჯერის მუშაობის წლიური შეფასება და ბონუსების განსაზღვრა.

 

2017 წელს ბიჯიო ჯგუფის ტოპ მენეჯერის მთლიანი ანაზღაურების 53%-ი იყო ფიქსირებული ხელფასი, რამაც შეადგინა 2,726,000 აშშ დოლარი. დანარჩენი 2,044,000 დოლარი ბიჯიოს გენერალურმა დირექტორმა გამოიმუშავა ბონუსის სახით.

 

იმავე წელს თიბისი ბანკის ტოპ მენეჯერის ფიქსირებული ხელფასის წილი მის მთლიან ანაზღაურებაში იყო 25% და შეადგინა 1 მილიონი აშშ დოლარი. შესაბამისად 3 მილიონი დოლარი მან გამოიმუშავა ბონუსის სახით.

 

 

ბონუსი ორივე კომპანიის შემთხვევაში მთლიანად ანაზღაურდება მხოლოდ აქციების გადაცემის გზით.

 

ფიქსირებული ანაზღაურების ნაწილი კი დაყოფილია ნაღდი ფულით ანაზღაურებად და კომპანიის აქციებით ანაზღაურებად: ბიჯიოს ტოპ მენეჯერმა ფიქსირებული შემოსავლის 28% (763,000 აშშ დოლარი) მიიღო ნაღდი ფულის სახით; თიბისის ტოპ მენეჯერმა კი 473,000 აშშ დოლარი მიიღო ნაღდი ფულის სახით, რამაც შეადგინა ფიქსირებული ანაზღაურების 44%.

 

აქციების გაყიდვის შეზღუდვა

 

 

კომერსანტის ინფორმაციით, როგორც ბონუსის, ასევე ფიქსირებული ხელფასის ნაწილში ანაზღაურების სახით მიღებული აქციების გაყიდვა ტოპ მენეჯერებს  შეუძლიათ მხოლოდ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ. ბიჯიოს შემთხვევაში ეს პერიოდი შეადგენს 4 წელს, ხოლო თიბისი ბანკის შემთხვევაში 1-3 წელს: ანაზღაურების სახით მიღებული აქციების 10%-ის გაყიდვა შესაძლებელია ერთი წლის გასვლის შემდეგ, 10%-ს გაყიდვა ორი წლის შემდეგ და 80%-ის გაყიდვა სამი წლის შემდეგ.

 

აქვე მოქმედებს ე.წ. claw back-ის პრინციპები, რომლის მიხედვითაც თუ ეს მენეჯერები კონკრეტულ ვადაზე ადრე დატოვებენ თავიანთ კომპანიებს, მათ ამის გაკეთება გარკვეულ საფასურად მოუწევთ: ვერ მიიღებენ დათქმულ ბონუსს ან მათ შესაძლებელია მოუწიოთ მიღებული ბონუსის ნაწილის დაბრუნება.

 

საორიენტაციოდ იმისა, თუ როგორ შეიცვალა შარშან ანაზღაურების სახით გაცემული აქციების ფასები: ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბიჯიოს აქციის საშუალო ზრდამ შეადგინა 22%, ხოლო თიბისი ბანკისა 30%.


წყარო: კომერსანტი




20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up