ორი ლიდერი ტექ კომპანიის - თიბისისა და Glovo-ს პარტნიორობა ცხოვრების გამარტივებისთვის

ორი ლიდერი ტექ კომპანიის - თიბისისა და Glovo-ს პარტნიორობა ცხოვრების გამარტივებისთვის

access_time2022-09-23 10:45:03

Glovo-მ და თიბისიმ სამწლიანი ექსკლუზიური სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს. თანამშრომლობა ერთმანეთთან დააკავშირებს რეგიონის ორ უდიდეს მოთამაშეს - ერთი მხრივ, წამყვან ფინანსურ ინსტიტუციასა და უდიდეს ტექ.კომპანია თიბისის და მეორე მხრივ, რეგიონში მიწოდების სერვისის ბაზარზე წამყვან მოთამაშესა და ყველაზე სწრაფად მზარდ სტარტაპს,  Glovo-ს. რეგიონის ორი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის პარტნიორობა თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა იმ მხრივაც, რომ მათ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით საქართველოსა და რეგიონში ციფრული ეკოსისტემების განვითარებაში.  


თიბისისა და Glovo-ს პარტნიორობის მიზანია ადამიანების ცხოვრების გამარტივება, რაც შესაძლებელი გახდება Glovo-ს აპლიკაციაში ექსკლუზიური შეთავაზებებითა და თიბისის მომხმარებლებისთვის მიწოდების საუკეთესო სერვისების უზრუნველყოფის გზით. თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ სფეროებს:


  • საბანკო მომსახურება Glovo App-ში: თიბისის ონლაინ გადახდის სისტემების ინტეგრაცია Glovo-ს აპლიკაციაში, ელექტრონული კომერცია, ციფრული ბარათები, საბანკო სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებები
  • რა სარგებელს მიიღებს მომხმარებელი: Cashback და Prime Membership-ის აქციები ექსკლუზიურად თიბისის მომხმარებლებისთვის
  • სოციალური პროექტები: ერთობლივი სოციალური აქტივობები
  • შეიქმნება ახალი ღირებულებები ტრენინგების, ფინანსური განათლებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების მეშვეობით
  • სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესის/ვაჭრობის მხარდაჭერა


თიბისი და Glovo გაერთიანდნენ საერთო ღირებულებების ირგვლივ, რათა მიწვდნენ და საუკეთესო გამოცდილება შეუქმნან  მომხმარებელებს. ორი ტექ. კომპანია გაერთიანდა ერთი მიზნის ირგვლივ - გაამარტივონ ადამიანების ცხოვრება. ამ შეთანხმებით Glovo და თიბისი იღებენ ვალდებულებას, რომ მხარს დაუჭირენ მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას და სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტების მათ საქმიანობაში ინტეგრირებას, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის  ზრდას.  



„Glovo უკვე წლებია თიბისის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ეს წარმატებული თანამშრომლობა უფრო ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარნტიორობით გაგრძელდება. თიბისი მაქსიმალურ ინვესტირება მოახდენს ამ პარტნიორობაში, რაც გულისხმობს თიბისის მომხმარებლებისათვის ექსკლუზიურ შეთავაზებებს, მიწოდების სფეროში საუკეთესო  გამოცდილების შექმნას და მხარს დაუჭერს Glovo-ს, რათა კიდევ უფრო დახვეწოს და განავითაროს თავისი აპლიკაცია. როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, თიბისი აქტიურად აგრძელებს ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტების საკუთარ ეკოსისტემაში ინტეგრირების პროცესს, რითიც ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ერთობლივად შევუქმნათ ბრენდის საუკეთესო გამოცდილება საუკეთესო სერვისებზე, პროდუქტებზე, შეთავაზებებსა და აქციებზე წვდომის უზრუნველყოფით,“ - აცხადებს, თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.


„Glovo, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მულტი კატეგორიული მიწოდების პლატფორმა, ამაყობს თიბისისთან თანამშრომლობით. ჩვენი მიზანია, რომ ყველას მივცეთ მარტივი წვდომა ნებისმიერ პროდუქტსა თუ სერვისზე. ჩვენი პლატფორმა საუკეთესო საშუალებაა  მომხმარებლებისა და ბიზნესის დასაკავშირებლად. გვჯერა, რომ თიბისისთან პარტნიორობა უდიდეს შესაძლებლობებს შექმნის, რომ ადამიანებს გავუმარტივოთ  ცხოვრება სიხარულითა და სიურპრიზებით სავსე განსაკუთრებული შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით,” - აცხადებს Glovo-ს რეგიონული სტრატეგიული დირექტორი, კარიმ ბოგუსპაევი.  

 



თეგები:
თიბისი Glovo



ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up