ორი კაციც და გავიდა ... - თბილისს 90-იან წლების ავტოსადგური აქვს

ორი კაციც და გავიდა ... - თბილისს 90-იან წლების ავტოსადგური აქვს

access_time2021-06-09 10:00:18

ამბობენ, ქაოსში იბადება წესრიგი. მაგრამ, იმ ქაოსში, რომელიც წლებია დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზეა - მძღოლების ყვირილში, გარემოვაჭრეების ხვეწნაში, მგზავრების შეკითხვებში, ერთნაირად იკარგება ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი, რომელიც სასურველი მიმართულების ტრანსპორტის ძებნაში უამრავ წინააღმდეგონას აწყდება.


ჭიათურა, ჭიათურა ორი კაციც და გავიდა...


ქუთაისი აქეთ, ქუთაისი...


ასე, ერთ ხმაში, დაახლოებით, 20-მდე ადამიანი ყვირის. უყვირიან ერთმანეთსაც, ჩხუბის მიზეზის გარკვევა რთულია, რადგან ერთმანეთში ირევიან.


დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ ერთხელ მაინც გაგივლიათ ეს სიტუაცია თქვენთვის უცხო არ იქნება. მეტიც, დასავლეთის მიმართულებით თუ გიმგზავრიათ ნაცნობი იქნება ისიც, როგორ გხსნიან ზურგჩანთას და საბარგულისკენ მიაქანებენ, არადა ამ დროს, შეიძლება, საერთოდაც სულ სხვა მიმართულებით მიემგზავრებოდეთ.



დიდუბის ტერიტორიაზე არსებულ ქაოსს მორგებულები არიან ქალები და ბავშვები, ბეჭზე გადაკიდებული მუყაოს დახლებით, რომლებიც მორიდებულად სამარშუტო ტაქსიში მსხდომ მგზავრებს სთავაზობენ  — „პეჩენიებს“, „მიატნი ჟუაჩკებს“, ერთჯერად „სალფეთქებს“ და  ბურბუშელას. ზოგჯერ უმართლებთ, ხშირად არა. მაგრამ მაინც დადიან სთხოვენ მგზავრებს იყიდონ იაფფასიანი პროდუქტი, რომელიც მათი ოჯახების ერთადერთი საარსებო წყაროა.


ამ ადამიანებისგან  განსხვავებით სრულიად გაუგებარ სიტუაციაში ხვდებიან უცხოელი ტურისტები, რომლებიც „დიდუბის ავტოსადგურში“ ან „ავტოსადგურ ოკრიბაში“ მიდიან, რათა რუკაზე ან ინტერნეტში ნანახ, საქართველოს მნიშვნალოვან ადგილებამდე ჩააღწიონ და შთაბეჭდილება საკუთარ ქვეყნებამდე ჩაიტანონ.

 

ამის პარალელურად, გუშინ, გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიშის წარდგენისას კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისი ნამდვილად იქნება გამორჩეული, თანამედროვე ევროპული სტანდარტების მქონე ქალაქი. თუმცა ფაქტია, რომ დიდუბის ტერიტორია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რომ არაფერი ვთქვათ ევროპულ სტანდარტებზე. რეალურად ადგილი, რომელიც ქვეყნის სახეა, ადგილი საიდანაც ტურისტის შთაბეჭდილებები უნდა დაიწყოს ისევ 90-იან წლებშია ჩარჩენილი. „კომერსანტი“ შეეცადა კითხვაზე - რატომ არ აქვს თბილისს საერთაშორისო სტანდარტების ავტოსადგური, პასუხი დედაქლაქის მთავრობისგან მიეღო, თუმცა უშედეგოდ. 

 

პრობლემაზე ღიად დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე საუბრობს. იგი აღიარებს, რომ ავტოსადგურში საერთაშორისო სტანდარტების ნამდვილად არ არის, თუმცა, იქვე იმ მიზეზს გვიყვება, თუ რატომ ვერ ახერხებს ბიზნესი ტერიტორიის განვითარებას. როგორც თვითონ ამბობს, ავტოსაგურის ფუნქიონირებისათვის და მისი მომავალი განვითარებისთავის საჭიროა ფინანსური რესურსი. ავტოსადგურს ფინანსური რესურსი კი მიქატაძის განცხადებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუჩნდება, როდესაც აღურიცხავი, არარეგისტრირებული მგზვართ გადაყვანა მოწესრიგდება და ყველა მგზავრი სადგურის ტერიტორიაზე შევა. ნესტორ მიქატაძე ამბობს, რომ კომპანია ვითარების გამოსწორებას ცდილობს, დიდუბის ავტოსადგური ამზადებს ვებ-გვერდს, სადაც მგზავრები ბილეთების ონლაინ შეძენას შეძლებენ. მისი განაცხადებით, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი მგზავრების უკეთ მომსახურების და საერვისის გაუმჯობესებისთვის.

 

„დიდუბის ავტოსადგური დღეს საერთაშორისო სტანდარტების ნამდვილად არ არის. დროთა განმავლობაში გავდივართ სერთიფიცირებას, რა დროსაც სპეციალური სამსახური ამოწმებს ავტოსადგურის მდგომარეობას, სურათებს იღებს და ა.შ. მეორე კლასის ავტოსადგურის კატეგორია გვაქვს მონიჭებული. დიდუბის ტერიტორიაზე შექმნილი მდგომარეობა არის დღევანდელი საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. სადგურის ტერიტორიაზე სადაც არის კანონიერი ავტოსადგური, ხოლო მის გვერდზე უკანონო ავტოსადგური, იმის გვერდით კი მოუწესირგებელი ე.წ. „ხიშნიკები“ იქ მძღოლს უწევს იმის დაძახება, რომ მანქანა სადგურში დგას. ჩემი ავტოსადგურიდან რამდენიმე მეტრში მანქანები რომ არის მოფენილი და მგზავრები ყველა მიმართულებით, უკონტოლოდ გადაჰყავთ ამიტომ უწევთ ხმამაღლა ყვირილი. ყვირილს ისინი იწყებენ, რომ გადიან გორი, ხაშურის თუ ჭიათურის მიმართულებით, რის შემდეგაც ექო ავტოსადგურს გადმოეცემა, რა დროსაც შეიძლება ჩვენმა მძღოლმაც დაიძახოს, რომ ტრანსპორტი 5 წუთში გავა. ეს არ არის უცხო საქართველოსთვის, ეს არ არის უცხო თბილისისთვის და ყოველდღიური ყოფითი ნაწილის ერთ-ერთი ეპიზოდია. იმისთვის, რომ უცხელ ტურისტებს მოვემსახუროთ, დარბაზში მაქვს ცნობათა ბიურო, სადაც შეძლებისდაგვარად ფლობენ ინგლისურ ენას და ელემენტარულ კითხვებზე შეუძლიათ პასუხის გაცემა. რაც შეეხება შორიდან შესამჩნევ ტრაფარეტებს, თუ სად დგანან კონკრეტული მიმართულების მანქანები, ქართულ ენაზე არის გამოკრული, ხოლო ფერადი ტაბლოების დამონტაჟების ფუფუნებას ჯერჯერობით მოკლებულები ვართ“, - ამბობს ნესტორ მიქატაძე.


დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი გვიყვება, რომ კანონში შესატან ცვლილებებზე ბევრი აქვს ნამუშევარი. ნესტორ მიქატაძე აცხადებს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არ არის აუცილებელი პარლამენტის მიერ კანონის მიღება, მისი თქმით, შეიძლება ნორმატიული აქტის გამოცემა, რომლითაც ქვეყანაში საქალაქთოშრისო გადაყვანა დარეგულირდება და კონტროლს დაექვემდებარება. ამბობს, რომ 7 წელია სახელმწიფო უწყებებისგან ერთი და იმავე პასუხს იღებს - პასუხს, რომელიც პრობლემას ვერ აგვარებს და ქვეყანას უკან, ბნელ წარსულში აბრუნებს.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up