აშშ-ის შტატ არკანზასში ენდერსონის უნივერსიტეტის ორი პროფესორი ტერი დევიდ ბეიტმანი და ალენ როულენდი მეტამფეტამინის წარმოებაში დაადანაშაულეს. The New York Times ცნობით, უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრში უცნაური სუნი იგრძნეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ჰაერში ბენზილქლორიდის შემცველობა იყო. სუნის წყარო ლაბორატორია აღმოჩნდა.
აშშ-ში ბენზილქლორიდის ბრუნვას ხელისუფლება აკონტროლებს, რადგან მას მეტამფეტამინის წარმოებისთვის იყენებენ. უნივერსიტეტსა და პოლიციის დეპარტამენტში ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ორი პროფესორი ტერი დევიდ ბეიტმანი და ალენ როულენდი მეტამფეტამინს პირდაპირ უნივერსიტეტის ლაბორატორიაში აწარმოებდა.
პროფესორები უნივერსიტეტიდან 11 ოქტომბერს გაათავისუფლეს, სამართალდამცველებმა ბრალი 15 ნოემბერს წაუყენეს და იმავე დღეს დააკავეს.
გაეროს ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (UNODC) ბოლო ანგარიშში, რომელიც 2016 წლის მონაცემებს შეიცავს, სინთეტიკური ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული საშუალებების პოპულარობა გაზრდილია. მთელ მსოფლიოში ამოღებული მეტამფეტამინის რაოდენობამ რეკორდული 158 ტონა შეადგინა.
წყარო: imedinews.ge