რადიო კომერსანტის გადაცემაში „პროფესიონალები“ ექსპერტმა ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხებში, თემურ გოჩიტაშვილმა სამხრეთის გაზის დერეფანის გეოპოლიტიკური ასპექტების შესახებ ისაუბრა.
]
„ამ საუკუნის ქვაკუთხედი განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადასვლაა. თუ,რომელი განახლებადი ენერგია შეიძლება დაინერგოს ქვეყანაში, დამოკიდებულია ქვეყნის კლიმატისა და გეოგრაფიულ მდებარეობაზე. ჩვენი მთავარი გამოწვევაა,ის რომ კრიტიკულად ვართ დამოკიდებული იმპორტულ პროდუქტებზე. უნდა ავითვისოთ ჰიდრო რესურსები მაქსიმალურად. რა თქმა უნდა, მინიმალური ზიანი უნდა მივაყენოთ გარემოს და შედეგად, საკუთარი ელექტროენერგიის წარმოშობაში დიდ წვლილს შევიტანთ.
ვინაიდან, საკუთარი(ამ სიტყვას ამბობს თავად) რესურსები მილევადია და ევროპაც იძულებული ხდება შეიტანოს გაზი, ჩვენ უნარიანი დაგეგმვითა და რეალიზაციით შეგვიძლია მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდეთ. მთავარი სატრანზიტო მარშრუტი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ არის სამხრეთის გაზის დერეფანი. ამ მილსადენმა ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი უპირატესობები მიანიაჭა. ჩვენ შევძელით და 2007 წელს მოვსპეთ გაზპრომის დომინირება საქართველოში და იმდენად იაფად მივიღეთ გაზი,რომ გაზპრომი ბაზარზე აღარ იყო საჭირო და 2008 წლის ომის შემდეგ, აღარც გვინდოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც,რომ ეს ცალმხრივი სარგებელი არ არის. აზერბაიჯანის მეზობელი ქვეყნებს სომხეთს, ირანს, თურქმენეთს, რუსეთს გაზი არ სჭირდებათ. ისინი ვერ გაიტანდნენ გაზს ვერსად, საქართველოს გარეშე. სარგებელი მიიღო აზერბაიჯანმა და მოახდინა თავისი გაზის თურქეთსა და ევროპაში,რომელიც ყველაზე სტაბილური და გადამხდელი ბაზარია. აქვე უნდა აღინიშნოს,რომ ორგანიზებული ბაზარი გაზსაცავის გარეშე ვერ იმუშავებს. გაზსაცავი , ე.წ გაზის გარკვეულ პერიოდში დასაწყობებისა და კრიტიკულ პერიოდში მისი მიღების საშუალებას იძლევა.
2020 წლის ბოლოდან 2021 წლის დასაწყისში საქართველო მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება,რადგან თურქეთი და ევროპის 7 ქვეყანა საქართველოში გამავლ გაზს მიიღებს და ეს გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, დიდი ნაბიჯია,“- თემურ გოჩიტაშვილი.