ორცხობილა Oreo-ს მწარმოებელმა კომპანიამ კვარტალური შემოსავალი 6,64 მლრდ დოლარამდე გაზარდა

ორცხობილა Oreo-ს მწარმოებელმა კომპანიამ კვარტალური შემოსავალი 6,64 მლრდ დოლარამდე გაზარდა

access_time2021-07-28 18:30:15

ორცხობილა Oreo-ს მწარმოებელი სასურსათო პროდუქტების გიგანტი, Mondelez International-ი ორგანული შემოსავლების წლიურ პროგნოზს აუმჯობესებს. Reuters-ის შეფასებით, Oreo-ს ორცხობილა და ასევე, კომპანიის კიდევ ერთი ბრენდი, შოკოლადი Cadbury მეტად მოთხოვნადი იყო განვითარებად ბაზრებზე, მათ შორის, ჩინეთში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და რუსეთში.

განვითარებადი ბაზრების სეგმენტმა კომპანიას, რომელიც, ასევე, საღეჭი რეზინა Trident-ისა და შოკოლად Toblerone-ის მწარმოებელია, მეორე კვარტალში 2,29 მლრდ დოლარი მოუტანა, რაც გასული წლის კვარტლურ შემოსავალზე 20%-ით მეტია. თუმცა Mondelez-ის აქციები, ბაზარზე გასვლის შემდეგ, 2%-ით შემცირდა, რადგან კომპანიამ მოგების წლიური პროგნოზი უცვლელად დატოვა. როგორც J.P. Morgan-ის ანალიტიკოსი, კენ გოლდმანი აცხადებს, მიმდინარე წლის მოგების პროგნოზის გაზრდაზე უარის თქმამ ზოგ ინვესტორს იმედი გაუცრუა.

Mondelez ინფლაციურ წნეხსაც წააწყდა, თუმცა გეგმავს, რომ ნედლეულზე ხარჯების ზრდა პროდუქციაზე ფასების გაზრდითა და შეფუთვის ხარჯების შემცირებით დააკომპენსიროს.

„შეზღუდვების შემცირებასთან ერთად იზრდება მობილობა, თუმცა საშინაო მოხმარება ისევ მაღალ დონეზე რჩება და როგორც ჩანს, სახლიდან მუშაობა და ინტერნეტით შესყიდვები ისევ გაგრძელდება,“ - აცხადებს Mondelez International-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი დირკ ვან დე პუტი.

მისი თქმით, Mondelez საწარმოო ხაზების გაზრდით განვითარებად ბაზრებზე პოზიციებს აორმაგებს, თუმცა ხარჯების შემცირების მიზნით, ახალ საწარმოებს არ ხსნის.


კომპანია წლიური სუფთა ორგანული შემოსავლის 4%-ზე მეტ ზრდას პროგნოზირებს, რაც მანამდე პროგნოზირებად 3%-იან ზრდაზე მეტია.

რაც შეეხება განვითარებული ქვეყნების ბაზარს, ამ სეგმენტზე Mondelez-ის სუფთა შემოსავალი მეორე კვარტალში 8,9%-ით, 4,35 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

ორივე სეგმენტში კომპანიის მთლიანი სუფთა შემოსავალი 12,4%-ით, 6,64 მლრდ დოლარამდე გაიზარდა და Refinitiv-ის ანალიტიკოსების მიერ შეფასებულ საშუალო მაჩვენებელს, 6,42 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

bpn.ge





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up