„ორბი ჯგუფი ბახმარო“ სამშენებლო პროცესს პანდემიის მიუხედავად ზაფხულში მაინც გააგრძელებს

„ორბი ჯგუფი ბახმარო“ სამშენებლო პროცესს პანდემიის მიუხედავად ზაფხულში მაინც გააგრძელებს

access_time2020-05-19 14:30:16

„ორბი ჯგუფი ბახმაროს“  სამშენებლო პროცესი პანდემიის გამო შეჩერდა,“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „ორბის“ დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ განუცხადა.

 

ბახმაროში 9 მიწის ნაკვეთი კომპანიამ  სიმბოლურ ფასად შეისყიდა და 50 მილიონის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, თუმცა ამ ეტაპზე მშენებლობა შეჩერებულია, რადგან  სამშენებლო პროცესში ძირითადად უცხოელები არიან ჩართულები. კვერღელაძის თქმით, მშენებლობის  განახლება ზაფხულიდან იგეგმება.

 

„ბუნებრივია პანდემიამ პროცესებზე გავლენა იქონია, რადგან ამ პროექტში უცხოელი სპეციალისტები არიან ჩართულები, რომლებსაც ქვეყნის დატოვება მოუწიათ. როდესაც საზღვრები გაიხსნება, სპეციალისტები ჩამოსვლას შეძლებენ და აქტიურ ფაზაში გავაგრძელებთ ბახმაროს განვითარებას. ვფიქრობ, ზაფხულში გავაქტიურდებით. ყველა დეტალი, რომელიც მშენებლობას უკავშირდება უცვლელია. ჯერ ვერ ვისაუბრებთ დასრულების ვადაზე, რადგან დაწყების ზუსტი დროც არ ვიცით, მოგეხენებათ რომ ახლა პროექტირების სტადიაა“,— განაცხადა ირაკლი კვერღელიძემ.

 

რაც შეეხება „ორბი ჯგუფის“  სხვა პროექტებს, ამ ეტაპზე დასრულებულია ბაკურიანში არსებული ყველა სამშენებლო სამუშაო და კომპანია მთლიანად ბახმაროს განვითარების გეგმაზეა  გადართული.


 

„ორბის“ დირექტორმა, პანდემიის შემდეგ რეგულაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით მდებარე მათი ყველა  სასტუმრო, რეგულაციის იმ წესს დაიცავს, რომელიც სახელმწიფომ დააწესა და რომელიც ვირუსის გავრცელებას ხელს შეუშლის.


რაც შეეხება, სასტუმროს ნომრის ღირებულებას, ირაკლი კვერღელიძე განმარტავს, რომ ფასის აწევას ან შენარჩუნებას ბაზარი განაპირობებს, ამიტომ წინასწარ ამაზე საუბარი უჭირს.

 

შეგახსნებეთ, რომ  კურორტ ბახმაროში 9 მიწის ნაკვეთი და მათზე განლაგებული შენობა-ნაგებობები საქართველოს მთავრობამ „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ 1 ლარად მიჰყიდა. ნაკვეთების საერთო ფართობი 43 269 კვ.მ-ია. კომპანიამ სიმბოლურ ფასად გადაცემულ ქონებაზე 5 წლის ვადაში 120 ნომრიანი სასტუმრო უნდა აამოქმედოს.

 

განკარგულების მიხედვით, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  ხელი 2019 წლის 15 მაისს მოაწერა, „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ აღნიშნული ქონების გადაცემიდან 10 წლის ვადაში ეკრძალება აქ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. მთლიანობაში კი კომპანიამ პირადად, ან მესამე პირის მეშვეობით, ჯამში 50 მილიონი ლარის [დღგ-ს გარეშე] ინვესტიცია უნდა განახორციელოს.



ნათია ლომიძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up