ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

access_time2019-09-04 15:21:49

თბილისის მერი კახა კალაძე, ორბელიანის მოედანზე, სადაც უახლოეს მომავალში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, მუნიციპალური პავილიონის მუშაობის პროცესს გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



კახა კალაძის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ამ ტერიტორიაზე უფასო პარკირება შეეხება შშმ პირებს და ა კატეგორიის ტაქსის მძღოლებსაც, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე.



„ზონალურ-საათობრივი პარკირება არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და სიახლე ჩვენი ქალაქისთვის. პირველი საპილოტე პროექტი ჩვენ კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე წარმატებით განვახორციელეთ. რადგან სიახლეა, თავიდან ვფიქრობდით, რომ გარკვეული პრობლემები შეიქმნებოდა, თუმცა სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ იქ განვათავსეთ საინფორმაციო ჯიხური და გვქონდა ყოველდღიური კომუნიკაცია როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან, ასევე, სტუმრებთან, საზოგადოებამ ეს პროექტი ძალიან პოზიტიურად მიიღო. დღეიდან უკვე ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე გვექნება ანალოგიური მიდგომა - პარკირებისას გათვალისწინებული იქნება საათობრივი გადახდა. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის პარკირება, რა თქმა უნდა, უფასო იქნება. უფასო იქნება ასევე, შშმ პირებისთვის და ა კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის, რომლებისთვისაც გამოყოფილია სპეციალური ადგილები. მოქალაქეებს აქ ასევე მოემსახურება ჩვენ მიერ მოწყობილი მიწისქვეშა პარკინგი. გვინდა, რომესმიდგომადადამოკიდებულებაქალაქისსხვაცენტრალურუბნებზედაქუჩებზეცგავრცელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.




მისი თქმით, 15-წუთიანი პარკირება, ისევე, როგორც კოტე აფხაზის ქუჩაზე, აქაც უფასო იქნება, საათის ღირებულება კი - 1 ლარი.
ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი პირები.






ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში

ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში
access_time2022-01-25 16:55:00
რას გულისხმობს მთავარი  ბუღალტრის როლის ტრანსფორმაცია...

25 იანვარი - ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

25 იანვარი - ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-25 18:00:47
25 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.43 თეთრით 3.0720- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0675 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.47 თეთრით 3.4661-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.57 თეთრით 4.1358-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.68 თეთრით 3.9081-მდე, თურქულ ლირასთან 0.18 თეთრით 0.2269-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.82 თეთრით 6.3834-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.68...

ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა

ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა
access_time2022-01-25 17:00:20
ამანათების გადამზიდი კომპანიები 2022 წელს მომსახურებაზე ტარიფის ზრდას ამ ეტაპზე არ ელიან. კერძო სექტორის შეფასებით, ფასების კორექტირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები 2020 წლიდან დაიწყო და ის ძირითადად ჩინეთის მიმართულებას შეეხო. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ Inex Group-ის დირექტორი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვის ფასები დაახლოებით 60%-ით არის გაზრდილი.   „ტარიფების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ჩინეთის...

„საქართველოს ბანკს“ ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა

„საქართველოს ბანკს“ ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა
access_time2022-01-25 15:55:06
„საქართველოს ბანკის“ გვერდი ფეისბუქზე აღარ იძებნება. მისი ვირტუალური სივრციდან გაქრობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  „საქართველოს ბანკის“ გვერდის გაქრობას მისი მთავარი კონკურენტი თიბისი ეხმაურება, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: „ადამიანების შესაძლებლობები...

მიხეილ ჯაფარიძე: „ომიკრონის“ გავრცელების გამო ოჯახის ექიმებზე უპრეცედენტო დატვირთვა ფიქსირდება

მიხეილ ჯაფარიძე: „ომიკრონის“ გავრცელების გამო ოჯახის ექიმებზე უპრეცედენტო დატვირთვა ფიქსირდება
access_time2022-01-25 12:30:26
სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის რგოლში პაციენტების მართვის პროტოკოლის შეცვლას სთხოვს, რათა ოჯახის ექიმებზე დატვირთვა შემსუბუქდეს და მათ უკეთ...


მსგავსი სიახლეები

up