ორანჟერეის პროექტის ავტორი:-  ის მრავალფუნქციური და, არის აბსოლუტურად თანამედროვე იქნება

ორანჟერეის პროექტის ავტორი:- ის მრავალფუნქციური და, არის აბსოლუტურად თანამედროვე იქნება

access_time2019-06-18 09:15:01

150-მდე ახალი ხის ნარგავი, 500 კვადრატული მწვანე მოლი, ეგზოტიკური მცენარები, ზამთრის ბაღი, პატარა კაფეები, საგამოფენო სივრცე, სცენა, ბავშვთა გასართობი ცენტრი – ამ ყველაფერს თანამედროვე, მრავალფუნქციური ორანჟერეის პროექტი აერთიანებს, რომელიც დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ გაშენდება, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პროექტის ავტორმა მამუკა ჩხაიძემ ისაუბრა.



„ეს ტერიტორია წარმოადგენს საზოგადოებრივ-საქმიან ზონას, დღეს აქ მდებარეობს KIA-ს ცენტრი, ავტოსალონი, სადაც არის პროფილაქტიკა. იყო საუბარი იმაზე, რა შეიძლებოდა აქ განთავსებულიყო, თავად შენობის რეკონსტრუქციის საკითხი დადგა. ვიცით, რომ ეს ტერიტორია ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიას წარმოადგენს და აქედან გამომდინარე, დაიბადა აზრი, შეგვექმნა ისეთი პროექტი, რომელიც ტყე-პარკთან ახლოს იქნებოდა თავისი კონცეფციით. რას წარმოადგენს პროექტი- ის მრავალფუნქციურია, არის აბსოლუტურად თანამედროვე ორანჟერეა, რომელიც მოიცავს მრავალ ფუნქციას , პირველ რიგში საგამოფენო სივრცეს ,სადაც შესაძლოა, სადღესასწაულო ღონისძიებები ჩატარდეს , პროექტში ჩავდეთ სცენა, სადაც, შესაძლოა, მოწვეული იქნას მნიშვნელოვანი საესტრადო ანსამბლები, რომლებიც გაამდიდრებს ამ სიტუაციას.



ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენთვის ამოცანა იყო, შეგვექმნა ისეთი პროექტი, რომლის ექსტერიერი და ინტერიერი გააერთიანებდა ამ სივრცეს. იცით, რომ მოასფალტებული ტერიტორიაა და დგას ეს ნაგებობა, რასაც ავტოპროფილაქტიკას ვეძახით. ამის ნაცვლად კეთდება სრულიად თანამედროვე ნაგებობა. თავად ეს ტერიტორია წარმოადგენს მოსუფთავებულ-მოასფალტებულ ტერიტორიას. დაახლოებით, 150-მდე ახალი ხის ნარგავი დაირგვება, დაახლოებით, 500 კვადრატული მწვანე მოლი კეთდება. რაც მთავარია- შიგნით ნაგებობაში ტექნიკური სართული ეწყობა. სადაც სარწყავი სისტემა შექმნილი იქნება ანუ ზამთრის ბაღი წარმოვიდგინოთ. ზამთრის ბაღში შევდივართ, იქნება უამრავი ეგზოტიკური მცენარე“- განაცხადა მამუკა ჩხაიძემ.



მისივე თქმით, ორანჟერეა ტურიზმის მხრივაც მნიშვნელოვანი იქნება.



„დღეს იცით, საქართველოში ტურიზმი როგორ ვითარდება. ტურიზმთან დაკავშირებით ასეთი სივრცეები საქართველოში ძალიან ცოტაა და ფაქტობრივად, არ არსებობს.




ყველაზე მთავარი რაც არის- ტურისტი, რომელიც ქალაქში ჩამოდის მიდის ისტორიულ ნაწილში, ძველ ქალაქში, ათვალიერებს. აუცილებელია, ქალაქში , სხვადასხვა ადგილზე გაჩნდეს ობიექტები, რომელიც ასევე მოიზიდავს ტურისტებს , ჩვენ ჩავდეთ კონცეფციაში – ისტორიული ნაწილიდან პატარა ფრაგმენტები გადმოვიღეთ , რომელიც საგამოფენო სახეს მიიღებს და ტურისტი გაეცნობა. იქნება პატარა კაფეები, მაღაზიები , ბავშვთა გასართობი ცენტრი“, – განაცხადა მამუკა ჩხაიძემ.



მისივე თქმით, პროექტი ხეების გაჩეხვას გამორიცხავს.



„პირიქით, მე ვამბობ, რომ ახალი ნარგავი დაირგვება . შიგნით იქნება ეგზოტიკური მცენარეები. მიმდინარეობს მუშაობა უცხოელ დენდროლოგებთან.



თავისი სტატუსით ეს ზონა დღეს წარმოადგენს საზოგადოებრივ- საქმიან ზონას. ამ ადგილზე დამკვეთს შეეძლო, იგივე ფუნქცია დაეტოვებინა , მაგრამ ეს არის ის საუკეთესო შემთხვევა , როცა დამკევთმა გაირთულა სიტუაცია, როცა ეს იდეა შევთავაზეთ. იდეაში სწორედ ეს დევს, რომ ეს საქმიანი ზონის ობიექტი კი არ უნდა იყოს, არამედ ტყე-პარკის, სარეკრეაციო ზონის ობიექტი. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ყველასთავის ღიაა, არ არის დახურული , ანუ პარკი გავაძლიერეთ რეკრეაციული შენობით. დღეს ქალაქს აკლია ასეთი ობიექტები, რომელიც მოიზიდავს დამსვენებელსაც, ტურიტსაც, ადგილობრივ საზოგადოებასაც“- განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, პროექტს ადგილობრივ მოსახლეებში დადებითი შეფასება მოჰყვა.



„აბსოლუტურად განსხვავებული ინფორმაციები ტრიალებს. მადლობას გიხდით, შესაძლებლობა მოგვეცა, ჭეშმარიტება ვუთხრათ მოსახლეობას ,იქ ვიღაც საუბრობს, რომ თითქოს, საცხოვრებელი სახლი შენდება, ვიღაც სხვა რაღაცებზე საუბრობს. ეს არ შესაბამება სინამდვილეს. აქ კეთდება რეკრეაციული ზონის არქიტექუტრა, რომელიც იქნება პარკის ნაწილი და მოსახლეობისთვის ღია“- განაცხადა მამუკა ჩხაიძემ.



city.kvira.ge








„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში
access_time2019-09-20 21:45:06
არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.   „ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე...

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან
access_time2019-09-20 18:30:30
გავლენიანი რუსული ინტერნეტ-გამოცემა gazeta.ru ანალიტიკოსების მოსაზრებას აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის მნიშვნელობა როგორც სავაჭრო პარტნიორის და ინვესტორის შუა აზიასა და კავკასიაში საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ეს რეგიონების, გარკვეულწილად მოსკოვს და პეკინს შორის ბრძოლის არენა გახადა.ყაზახეთი, ყირგიზეთი, და უზბეკეთი არიან საკვანძო ქვეყნები ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა, რომლის მიზანიცაა ჩინური ტვირთების ნაწილის...

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა
access_time2019-09-20 16:05:42
20 სექტემბერს, 13:00 საათზე, დეველოპერულმა კომანია „m2 უძრავი ქონებამ“ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონია გამართა. ცერემონიას ესწრებოდნენ m2-ის, სამშენებლო კომპანია BK Construction-ის, ადგილობრივი მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერთიფიკატები. ასევე მოხდა მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. ამიერიდან, ისინი m2-ის დიდი...

ირაკლი ლექვინაძე: „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“

ირაკლი ლექვინაძე:  „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“
access_time2019-09-20 16:30:57
„წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმით შრომის კოდექსში ცვლილებებს ექნება ბევრად ნეგატიური შედეგები, ვიდრე ის მოლოდინები და მიზნები, რომლებიც ჩადებულია მასში“ - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. ...


მსგავსი სიახლეები

up