ორანჟერეის პროექტი,  ბიძინა გიორგობიანი

ორანჟერეის პროექტი, ბიძინა გიორგობიანი

access_time2019-06-14 11:11:06


ეკოლოგი ბიძინა გიორგობიანი დიღმის ტყე პარკის მიმდებარედ, ავტოსალონის ნაცვლად, ორანჟერეის მოწყობის იდეას მიესალმება. ეკოლოგი ყურადღებას პროექტის დანიშნულებაზე ამახვილებს და მიიჩნევს, რომ მისი განხორციელება მოსახლეობისთვის სასიკეთო იქნება.


"აღმაშენებლის ხეივანთან, არქიტექტურულად მოძველებული ავტოსალონის ნაცვლად, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის შექმნა ძალიან კარგი იდეაა. განსაკუთრებით პოზიტიურ შთბეჭდილებას ტოვებს პროექტით განსაზღვრული ცენტრის, როგორც საზოგადოებრივი, ღია რეკრეაციული სივრცის დანიშნულება. პროექტი, სავარაუდოდ, მოიცავს დიღმის ტყე-პარკის გარკვეული მონაკვეთის კეთილმოწყობასაც, რაც ვფიქრობ, ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია." - განმარტავს ბიძინა გიორგობიანი.


მისივე რეკომენდაციით, პროექტანტმა და შემსრულებელმა რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ. პირველი - მსგავსი ტიპის საზოგადოებრივ სივრცეებში, სანახაობრივი ატრაქციების გვერდით, მიზანშეწონილია მოეწყოს მყუდრო ადგილები, სადაც საქმიანი შეხვედრები იქნება შესაძლებელი და მეორე - აღმოსავლეთ საქართველოსათვის დამახასიათებელი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სწორად შეარჩიონ მწვანე საფარი და გარე გამწვანების დეკორატიული დანიშნულებით, აღნიშნულ კლიმატთან შემგუებელი სახეობები და ჯიშები გამოიყენონ. რაც შეეხება ინტერიერს და დახურულ სივრცეებს, ეკოლოგის განმარტებით, აქ ნამდვილად შესაძლებელია სხვადასხვა ეგზოტიკური მცენარის გამოყენება, რაც საზოგადოებრივი ორანჟერეის ფლორას მრავალფეროვანს გახდის.


"მნიშვნელოვანია, ორანჟერეის მიმდებარედ შენარჩუდეს დიღმის ტყე-პარკის პირველყოფილი იერსახე და მასში არ მოხდეს უხეში დეკორატიული ინტერვენცია, არამედ, ადგილობრივი ჯიშების გამოყენებით, გაკეთდეს ერთგვარი გარდამავალი სივრცე. ასეთი პროექტის განხორციელება ძალიან კარგი სტიმული იქნება აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სხვა სავაჭრო ცენტრებისთვისაც, რომლებსაც საკუთრებაში არსებული ტერიტორიები მსგავსი დანიშნულების რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობის საშუალებას აძლევს." - აღნიშნავს ბიძინა გიორგობიანი.



შეგახსენებთ, რომ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეა მოეწყობა. აღმაშენებლის ხეივანთან მდებარე ტერიტორიაზე ამჟამად "კია მოტორსის" ავტომომსახურების ცენტრი მდებარეობს. კომპანია "ანაგმა" ორანჟერეით უნდა ჩაანაცვლოს სწორედ ეს ცენტრი, რომელიც ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ადგილას არის განთავსებული და ფუნქციიდან გამომდინარე, გარემოს გარკვეულ ზიანსაც აყენებს.


პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი ხე არ მოიჭრება. პირიქით, ამ ადგილას არაერთი ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარე უნდა დაირგოს. პროექტის ავტორი კომპანია „სტუდია 9„-ის საპროექტო სამსახურის მთავარი არქიტექტორი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ჩხაიძეა.


მრავალფუნქციური ორანჟერეა ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცეა, რომელიც საგამოფენო დარბაზს, საკონცერტო-თეატრალურ სცენას და არაერთ საინტერესო ობიექტს აერთიანებს. ორანჟერეა სტუმრებს ნებისმიერ დროსა და ამინდში მიიღებს.


პროექტის თანახმად, ლანდშაფტური პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რაც მთელი ტყე-პარკის რეკრეაციულ ღირებულებას უფრო მეტად გაზრდის. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად.


მრავალფუნქციური ორანჟერეის პროექტი, საბოლოო სახით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.


(NS)





„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up