„ორ თვეში დავინახავთ, თუ რამდენად მძიმეა ეკონომიკის დაავადება“- ირაკლი იაშვილი

„ორ თვეში დავინახავთ, თუ რამდენად მძიმეა ეკონომიკის დაავადება“- ირაკლი იაშვილი

access_time2020-04-15 14:00:37

„სერიოზულ კრიზისში შევდივართ, მაგრამ ჯერ არ ვიცით ფსკერი სად არის.  დიაგნოზი ჯერ არავის დაუსვამს და არ ვიცით ეკონომიკის დაავადება რამდენად მძიმეა, ამას თვენახევარში ან ორ თვეში დავინახავთ.“ - ეკონომიკაში შექმნილი გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები ბიზნესისთვის ქვეყნის ერთერთი უმსხვილესი გადამზიდავი კომპანიის „ისთ გეით ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის ხელმძღვანელმა ირაკლი იაშვილმა ასე შეაფასა.


რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღიარა, რომ მთავრობა კომპანიების ლიკვიდობის (საბრუნავი საშუალებების) პრობლემას ხედავს და მისი გადაჭრის მიმართულებითაც მუშაობს, თუმცა კონკრეტულად რა მექანიზმებს გამოიყენებს, ეს შედარებით მოგვიანებით გახდება ცნობილი.


„კომერსანტის“ კითხვაზე, თუ რა უნდა იყოს ის მექანიზმები, რითაც მთავრობა კომპანიებს საბრუნავი საშუალებების პრობლემის მოგვრებაში დაეხმარება, ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი, ციფრებისა და კონკრეტული ბერკეტების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისგან გაცოცხლებასა და ჩარევას ყველაზე მეტად ის კომპანიები საჭიროებენ, სადაც იმპორტშემცველი კომპონენტი ძალიან დაბალია. ბიზნესმენი ასევე ხაზს უსვამს, რომ სრული დეკაპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად მთავრობას კაპიტალის ბაზარზე მნიშვნელოვანი ინტერვენციის შესრულება მოუწევს.



„ჯერ დიაგნოზის დადება ძალიან ადრეა.. როცა ვიქნებით ფსკერზე და გვეცოდინება მაკროეკონომიკური ანალიზი, გვეცოდინება რამდენია კლება ეკონომიკაში, რეცესიაში თუ ვართ , კომპანიების კაპიტალიზაცია სად ჩამოვარდება - მერე შეგვიძლია კონკრეტული ციფრებისა და სფეროების დასახელება. ახლა ნებისმიერი ანალიზი ნაადრევი და არასწორი იქნება ყველას მხრიდან. ფაქტია, რომ მთელი მსოფლიო ამას აკეთებს სხვადასვა ფორმით, კაპიტალის ბაზრებზე აკეთებენ ინტერვენციას,  ამერიკელები 2 ტრილიონს ხარჯავენ კაპიტალის ბაზარზე, ჩვენ კი კაპიტალის ბაზარი არ გვაქვს. შესაბამისად, რაღაც ფორმით სახელმწიფოს მოუწევს  ძირითად კაპიტალში შესვლა, რათა სრული დეკაპიტალიზაცია არ მოხდეს - ეს სწორი და მართებული გზაა, მაგრამ მექანიზმები რთულია.  ჩემი აზრით სახელმწიფო ფინანსურად იმ კომპანიების კაპიტალში უნდა შევიდეს, სადაც იმპორტშემცველი კომპონენტი ძალიან დაბალია, სადაც მაღალია დამატებული ღირებულება.  კომპანია თუ ქმნის ქვეყანაში  მაღალდამატებულ ღირებულებას და იმპორტშემცველი კომპონენტი დაბალია ის კომაპნიები უნდა გაცოცხლდეს პირველ რიგში და ასე შემდეგ.“- განმარტავს იაშვილი.

 

პანდემიამ და ბიზნეს საქმიანობის შეჩერებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა კომპანიების შემოსავლიანობა, შესაბამისად გადასახადებისა და სხვადასხვა ვალდებულებების ფონზე კომპანიებს ლიკვიდობის პრობლემა ექმნებათ. რამდენად შეძლებენ ისინი პოსტკრიზისულ ეტაპზე ჯანსაღი ბიზნესის წარმოებას ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ხუთმა მსხვილმა ბიზნესგაერთიანებამ მთავრობას თხოვნით უკვე მიმართა, რომ ლიკვიდობის პრობლემის გადაჭრაში დაეხმაროს. წერილის ავტორები თვლიან,  კარგი იქნება, თუ მთავრობა დროებით გარკვეულ საგადასახადო შეღავათებს დაუშვებს.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up