განვითარებისთვის აუცილებელია კოალიციური მთავრობა, სადაც იქნება შეჯიბრი სწორი გადაწყვეტილებებისთვის

განვითარებისთვის აუცილებელია კოალიციური მთავრობა, სადაც იქნება შეჯიბრი სწორი გადაწყვეტილებებისთვის

access_time2020-10-29 13:00:13

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ოთხი წლის წინ, 2016 წელს წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას სოციალური კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას დაპირდა. თუმცა, მმართველობიდან ოთხი წლის შემდეგ მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა, საქართველოში ფასების საერთო დონე კი რეკორდულად იზრდება.

 

ამჯერად „კომერსანტი“ ბიზნესმენების მოსაზრებით დაინტერესდა, თუ როგორ აისახა მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები ბიზნესგარემოსა და მოქალაქეებზე. მიიღო თუ არა ბიზნესმა „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“ და რა მოლოდინი აქვთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან?


„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია ამ კითხვაზე პასუხად, ამბობს, რომ წარსულზე საუბრები ვერ განსაზღვრავს იმ მომავალს, რის წინაშეც საქართველო 2 დღეში აღმოჩნდება. მისი თქმით, ყველა მოწინავე პარტიაში მოიძებნება ჯანსაღად მოაზროვე თითო ადამიანი მაინც, სწორედ მათგან მთავრობის დაკომპლექტებითა და კონკურენციის გაზრდით მიიღებს საქართველო ეკონომიკურ წინსვლას, დაამარცხებს სიღარიბეს. ეს ყველაფერი კი ერთპიროვნული მმართველობით დღემდე მიუღწეველია.



„წარსულზე საუბარი ახლა არ არის საინტრესო. უნდა დავიწყოთ მომავალზე ფიქრი, ორ დღეში ძალიან საინტერესო მომავალი გველოდება. მომავალი ჩემი წარმოდგენით არის შემდეგი - აუცილებელია კოალიციური მთავრობის შექმნა იმ მიზეზით, რომ ყველა მოწინავე პარტიაში არის ჭკვიანი და განათლებული ადამიანი. ამ განათლებული ადამინებით უნდა დაკომპლექტდეს მთავრობა. აქ იქნება შეჯიბრი სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის, განვითარებისთვის, იქნება კონკურენცია თუ ვინ რა შედეგს მოუტანს ქვეყანას და არ იქნება ერთპიროვნული და სუბიექტური გადაწყვეტილებები. ყველა პარტია ეცდება, რომ მოიპოვოს ამომრჩევლის მეტი ნდობა და მხარდაჭერა.  ეს იქნება უნიკალური დემოკრატიული მმართველობა, რომელიც პოსტსაბჭოთა არც ერთ ქვეყანაში არ არის და საქართველომ ეს უპირატესობა უნდა მოიპოვოს.  


ამომრჩეველმა სუბიექტური მიდგომები გვერდით უნდა გადადოს და იფიქროს საქართველოს იმიჯზე, ქვეყნის განვითარებაზე. ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში სიღარიბის დაძლევაში  საქართველოს შეუძლია იყოს არა მდიდარი, მაგრამ შეძლებული ქვეყანა უმკლეს ვადაში. ყველა პარტიის პროგრამა საერთო მსჯელობის ქვეშ თუ მოექცევა და იქნებიან კონკურენტები ქვეყნის განვითარბაში და არა ერთმანეთის დაკნინებაში, მაშინ ძალიან ნათელი მომავალი გველის წინ,“ - განმარტავს ბიზნესმენი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up