ოქტომბერში ტურისტებისგან მიღებულმა შემოსავალმა $142 მილიონი შეადგინა

ოქტომბერში ტურისტებისგან მიღებულმა შემოსავალმა $142 მილიონი შეადგინა

access_time2021-11-29 10:30:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ოქტომბერში უცხოელი მოგზაურებისაგან მიღებული შემოსავლების სტატისტიკა გამოაქვეყნა. კოვიდ-19-ის შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ტურისტული სექტორის მდგომარეობა თანდათანობით უმჯობესდება და მოსალოდნელია, რომ მომდევნო ზაფხულის სეზონისათვის პანდემიამდელ ნიშნულსაც დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ტურიზმის სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა.



საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2021 წლის ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებულმა ფულადმა შემოსავალმა 142.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით, წლიურად 127.1 მილიონი აშშ დოლარით, ანუ 9.4-ჯერ არის გაზრდილი. თუმცა, 2019 წლის იმავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, 124.6 მილიონი აშშ დოლარით, ანუ 46.%-ით ნაკლებია.



ნათლად ჩანს, რომ ეკონომიკის აღდგენის ტემპები დადებითად მოქმედებს ტურიზმზეც. ამ ყველაფერს კი საერთაშორისო ფრენების აღდგენაც ემატება და ვითარება ნელ-ნელა დადებითობისაკენ იცვლება.




საინტერესოა, რომ 2021 წლის ოქტომბერში შემოსავლების 15.5% ანუ 22 მილიონი აშშ დოლარი ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ მოგზაურებზე მოდიოდა. ამისდა მიუხედავად, საკმაოდ დიდი ნიში უკავია რუსეთიდან შემოსული ტურისტების მიერ დახარჯულ თანხებსაც და ის 18.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. იმავე მაჩვენებელში ისრაელს – $15-მილიონიანი, თურქეთს – 14.8, უკრაინას – 14.5, ხოლო საუდის არაბეთს $9.5-მილიონიანი წილი უკავია.



წყარო: forbes.ge



თეგები:
ტურისტები



„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს

„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების  ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს
access_time2022-01-26 18:55:52
ციფრული სისტემებისა და ელექტრონული კომერციის მსოფლიო ტენდენციების ფონზე მომხმარებლისთვის თეგეტას ერთ გაჯეტში მოქცევა  ბოლო წლების პრიორიტეტია - ამის შესახებ კომერსანტთან „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ ისაუბრა. მისი თქმით, დიჯიტალიზაციის მიზანია ავტომობილის მფლობელებს კიდევ უფრო...

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა
access_time2022-01-26 18:55:58
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი ჩანიშნა. პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 28 იანვარს უნდა შესრულებულიყო.

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-26 21:00:18
დღის TOP10 საინტერესო ამბავი1. ქართული ღვინის ექსპორტზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გავლენა ჯერ არ...

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-26 18:00:52
26 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.0696- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0635 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.36 თეთრით 3.4625-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.22 თეთრით 3.8759-მდე,  1000 სომხურ დრამთან კი 1.49 თეთრით 6.3685-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.14 თეთრით 1.8052-მდე გამყარდა. ბრიტანულ ფუნტთან 1.06 თეთრით 4.1464-მდე, თურქულ ლირასთან 0.01...

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა
access_time2022-01-26 16:55:34
საერთაშორისო კრიზისის მიუხედავად, თეგეტა ჰოლდინგმა გასულ წელს მძიმე და  სპეციალური ტექნიკის მიმართულების გაფართოება შეძლო. ამის შესახებ ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ კომერსანტთან წლის შემაჯამებელ ინტერვიუში ისაუბრა. კომპანიამ 2021 წელს რამდენიმე ახალი ბრენდი დაიმატა, მათ შორის: Renault-ის სატვირთო მიმართულება, რომლის გაყიდვებსაც 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება, სამშენებლო მიმართულებით FIAT ჯგუფის ბრენდები,  Marin და...


მსგავსი სიახლეები

up