ბანკების მოგება გაიზარდა. 2022 წლის ოქტომბერში 14-მა კომერციულმა ბანკმა 243 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით წმინდა მოგება გაორმაგებულია.
მიმდიარე წელს ბანკების მოგებამ 2 მლრდ ლარს გადააჭარბა, აქედან წმინდა მოგება 1.775 მილიონი ლარს აღემატება.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მთლიანობაში ქართული ბანკების ჯამური აქტივების მოცულობა 67.2 მილიარდ ლარს შეადგენს. წინა თვეთან შედარებით ბანკების აქტივები 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, თუმცა ამ კლების მთავარი ფაქტორი გაცვლითი კურსის ეფექტი იყო. კურსის ეფექტის გამორიცხვით კი კლება მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტი იყო.
საქართველოს საბანკო სისტემა დღეს უკვე 15 კომერციული ბანკისგან შედგება. მათგან ყველაზე ახალს - „პეისერა საქართველოს“ სებ-მა ლიცენზია სულ რამდენიმე დღის წინ მიანიჭა.