კოვიდინფიცირებულთა გლობალური გამოვლინება 430%-ით გაიზარდა

კოვიდინფიცირებულთა გლობალური გამოვლინება 430%-ით გაიზარდა

access_time2020-11-21 21:00:40

ახალი ტიპის კორონავირუსი ჩინეთსი გასული წლის დეკემბერში გამოჩნდა, მსოფლიო მასშტაბით გავრცელება თებერვლიდან დაიწყო, მარტში კი ჯანმომ ვირუსი პანდემიად გამოაცხადა. ამ დროიდან მოყოლებული ინფიცირების გამოვლენის შემთხვევა ყოველ მომდევნო თვეს წინა თვისას აღემატება.


1-ელი მარტს მსოფლიოში სულ 93 ათასი შემთხვევა ფიქსირდებოდა, 1-ელ აპრილს 1 მლნ-ის. ანუ მარტში ინფიცირებულთა რაოდენობა 0.9 მლნ-ზე ოდნავ მეტით გაიზარდა. აპრილში მატებამ 2.3 მლნ შეადგინა, მაისში 3 მლნ. არსებობდა მოლოდინი, რომ ზაფხულსი ვირუსი უკან დაიხევდა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა, მაგრამ ინფიცირების შემთვევათა რაოდენობა პირიქით გაიზარდა. ივნისში ვირუსი ამატებით 4.4 მლნ ადამიანს დაუდასტურდა, ივლისში, 7.1 მლნ-ს ხოლო აგვისტოში 8.1 მლნ-ს. მატება შემოსგომაზეც გაგრძელდა, სექტემბერში 8.6 მლნ ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ოქტომბერში 12.2 მლნ.


სტატისტიკა განსხვავებულია სიკვდილიანობის დათვლილსას. ყველაზე მეტი - 195 ათასი ადამიანი აპრილში გარდაიცვალა, ოქტომბერში კი 175 ათასი, მასინ როცა ოქტომბერსი 5.3-ჯერ მეტი შემთხვევა გამოვლინდა. სურატი შესაძლოა ნოემბერში უარესობისკენ შეიცვალოს. ბოლო 1 კვირაში ყოველდღიურად გარდაცვლილთა რაოდენობამ 9000-ს 3-ჯერ გადააჭარბა.



11 ნოემბრის შუადღის მდგომარეობით მსოფლიოსი სულ ვირუსის 51.9 მლნ შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 2.47% - 1.28 მლნ გარდაიცვალა. 36.4 მლნ გამოჯანმრთელდა, 14.4 მლნ კი მკურნალობის კურსს ამჟამადაც გადის.


საქართველოს სიტუაცია მსოფლიოსგან რადიკალურად განსხვავდება. 1-ელ სექტემბრამდე ვირუსის 1500-მდე შემთხვევა ფიქსირდებოდა და მათი 80%-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელებული იყო. მსხვერპლი 19-ს შეადგენდა. 2.5 თვეზე ნაკლებ დროში ინფიცირებულთა რაოდენობა დამატებით 65 ათასით გაიზარდა და 547 ადამიანი გარდაიცვალა.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
კორონა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up