ოქტაი ერჩიაზი - პირველ რიგში, ინვესტორები ქვეყანაში პროფესიული განათლების დონეს აკვირდებიან

ოქტაი ერჩიაზი - პირველ რიგში, ინვესტორები ქვეყანაში პროფესიული განათლების დონეს აკვირდებიან

access_time2020-02-19 23:30:46

დასავლეთელი ინვესტორები ქვეყანაში პირველ რიგში პროფესიული განათლების დონეს აკვირდებიან. ჩვენ ხელს შევუწყობთ შესაბამის ინსტიტუტებს, რომ მაღალი ხარისხის პროფესიული განათლება დანერგონ. ამის შესახებ ევროპის ადამიანური რესურსების მართვის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანია „ტრენვალდერ გრუპის“ (Trenkwalder Group) გენერალურმა დირექტორმა, ოქტაი ერჩიაზიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ქართული შრომის ბაზარი, ქართველი სპეციალისტების ევროპაში დასაქმებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე ადამიანური რესურსების მართვის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Trenkwalder Group-ი საქართველოთი დაინტერესდა და ადგილობრივ მოსახლეობას ევროპაში გადამზადება-დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

Trenkwalder Group-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ საქართველო კომპანიისთვის საინტერესო ქვეყანაა მისი ახალგაზრდა, დინამიკური მოსახლეობისა და კარგი საგანმანათლებლო სისტემის გამო.

„საქართველო ჩვენთვის საინტერესოა ზუსტად ახალგაზრდა დინამიკური მოსახლეობისა და მისი მისწრაფებების გამო, ქვეყანაში მოქმედი ძალიან კარგი საგანმანათლებლო სისტემის გამო. დღეს ორი უნივერსიტეტის წარმომადგენელებს შევხვდით, ხვალ კიდევ ორ სხვას შევხვდებით. ინსტიტუციური შეხვედრებიც გვაქვს დაგეგმილი და ამ შეხვედრებიდან ძალიან კარგი წახალისება წამოვიდა“, – განაცხადა ოქტაი ერჩიაზიმ.

მისი განმარტებით, პირველ ეტაპზე სავარაუდოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს (მომვლელებს, ექთნებს) და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინჟინრებს მიეცემათ დასავლეთში კარიერის განვითარების შესაძლებლობა. პოტენციური კადრების მოზიდვას კომპანია, როგორც წესი სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიების საშუალებით აწარმოებს, რაც საქართველოში უახლოეს მომავალში დაიწყება. თუმცა მანამდე დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის მიღება Trenkwalder Group-ის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე შეუძლიათ. დასაშვებია კომპანიისთვის საკუთარი რეზიუმეს ელექტრონული ფოსტით გაგზავნაც.


 

დისკუსიის დროს Trenkwalder Group გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ინვესტორისთვის პირველ რიგში სწორედ ამ ტიპის განათლების ხარისხია მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ იგი საქართველოში ხარისხიანი პროფესიული სწავლების დანერგვის ხელშეწყობას აპირებს.

„როცა გერმანულ ან ავსტრიულ ბაზარს განვიხილავთ, დასაქმებულთა უმრავლესობას უნარები სწორედ პროფესიული განათლებით აქვთ მიღებული. ეს გულისხმობს როგორც კოლეჯს, ისე პრაქტიკულ განათლებას. ეს ეხება როგორც ბანკის თანამშრომლებს, ისე მექანიკურ ინჟინრებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. შესაბამისად, თუ საქართველოში დასავლეთელი ინვესტორების მოზიდვა გსურთ, ისინი პირველ რიგში უყურებენ არა იმას, რამდენი უმაღლესდამთავრებული გყავთ, არამედ ხარისხობრივად რა დონის პროფესიული განათლებაა ქვეყანაში. ყველას არ სჭირდება დიპლომი, მაგრამ ყველას სჭირდება შესაბამისი უნარი და პროფესიული სწავლება. გავიგე, რომ მთავრობის მხარდაჭერა ამ მხრივ უზრუნველყოფილია, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგი გზაა, იპოვოთ სტაბილური კარგი მუშახელი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ინვესტორებისთვის. ჩვენ გერმანიიდან მაგალითებს ჩამოვიტანთ, თუ როგორ ფუნქციონირებს პროფესიული განათლება და ხელს შევუწყობთ შესაბამის ინსტიტუტებს, რომ მაღალი ხარისხის პროფესიული განათლება დანერგონ. ჩვენ მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს, ძალიან ბევრი კომპანიის პარტნიორები ვართ და კარგი ეკოსისტემის პირობებში მოვიწვევთ ამ კომპანიებს, რომ ამ პროცესს მხარი დაუჭირონ“, – განუცხადა ოქტაი ერჩიაზიმ „ბიზნესპარტნიორს“.

 

1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up