„ოქსფამი“: საქართველოს მოსახლეობის 50%-ს სურსათზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემები აქვს

„ოქსფამი“: საქართველოს მოსახლეობის 50%-ს სურსათზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემები აქვს

access_time2016-06-15 14:35:25

საქართველოს მოსახლეობის 50%-ს სურსათზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემები აქვს, - ამის შესახებ საუბარია „ოქსფამის“ კვლევაში, რომელიც თბილისში მიმდინარე სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს. 


2013 წლიდან, ევროკავშირის დაფინანსებით, „ოქსფამი“ ახორციელებს 4-წლიან პროექტს „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“. იმისთვის, რომ მომხდარიყო სასურსათო უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასება და პროცესში ჩართული მხარეების ცნობიერების დონისა და შესაძლებლობების გამოკვლევა, „ოქსფამმა“ 2014 წლის ზაფხულის პერიოდში საბაზისო კვლევა ჩაატარა, რომელმაც, მათი ინფორმაციით, მნიშვნელოვან საკითხებზე საგანგაშო შედეგები გამოავლინა როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში.


საქართველოსთან მიმართებაში კვლევის ძირითადი მიგნებები შემდეგნაირია: მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 1/3 და ქალებისა და ბავშვების 33-34% მოიხმარს რკინით მდიდარ ხორცის პროდუქტს; მოხუცი ქალები და ასაკოვანი მოსახლეობის მხოლოდ 24-25%-ს მიუწვდება ხელი ცხოველური წარმოების პროდუქციაზე, რომელიც მდიდარია A ვიტამინით; ქალების 50%, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 100-1000 ლარია, მოიხმარს 4 ჯგუფის საკვებს, რეკომენდებული 10 ჯგუფის ნაცვლად, მაშინ როდესაც ოჯახის დანარჩენი წევრები მოიხმარენ 5 ან მეტი ჯგუფის საკვებს, ქალები თავს იკავებენ ხორცეულისა და ხილის მოხმარებისგან; საქართველოს მოსახლეობის 50%-ს სურსათზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემები აღენიშნება; მოსახლეობის 61% - ხორცეულისა და თევზეულის, 45% - ხილის და ბოსტნეულის, 20% კი რძის ნაწარმის დეფიციტს განიცდის; ოჯახების 14% სისტემატურად სესხულობს ფულს სურსათის შესაძენად; საქართველოში 10-17 წლის ასაკის მოზარდების 50% მოკლებულია ვიტამინებით, ცილებით და რკინით მდიდარ სურსათს, რაც უარყოფითად აისახება მოზარდის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, ქმნის ცილოვანი დეფიციტით გამოწვეულ მდგომარეობას, ანემიის განვითაებისა და ზრდის შეფერხების რისკს.



კვლევების საფუძველზე და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ 4 მიმართულებაზე დაყრდნობით, „ოქსფამმა“ სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სამხრეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობა შეაფასა და დაასკვნა, რომ: სურსათის წარმოების ინდექსი დაბალია, ხოლო სურსათზე ფასები - ძალიან მაღალი. ამასთან, რეგიონში ძირითადი პრობლემა არის არა კვების უკმარისობა, არამედ ჭარბი სახამებლიანი სურსათი, ხოლო ცილები ნაკლებად ხელმისაწვდომია, რაც ბავშვებში ზრდის შეფერხებასა და განუვითარებლობას იწვევს. ამასთან, კვლევის თანახმად, საქართველოსა და სომხეთში მოხმარებული საკვების 50%-ზე მეტი იმპორტირებულია და სურსათის იმპორტზე დამოკიდებულების დონე ამ ორ ქვეყანაში გაცილების უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენ რეგიონში ან განვითარებულ ქვეყნებში. საყურადღებოა, რომ რეგიონში სურსათის ძირითადი მწარმოებლები და გადამამუშავებლები ქალები არიან - მცირე მეურნეთა 54% საქართველოში და 58.7% სომხეთში ქალია. მთლიანი მოსახლეობის სამუშაო ძალას რაც შეეხება, 53% საქართველოში და 40% სომხეთში სოფლის მეურნეობის სფეროში არიან დასაქმებულნი. სომხეთის მოსახლეობის მთლიანი შემოსავლის 64%, ხოლო საქართველოს მოსახლეობის მთლიანი შემოსავლის 54% სურსათზე იხარჯება. ამასთან, სურსათზე მუდმივი ხელმისაწვდომობა მაღალმთიან რეგიონებში უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს, რაც ისეთი ლოგიკური შემაფერხებელი ფაქტორებით არის გამოწვეული, როგორიცაა ინფრასტრუქტურა და კლიმატი.

 

bpn.ge



შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up