ოქროყანაში „GreenLife“-ის $3,5 მლნ-იანი პროექტი ხორციელდება - როდის გაიხსნება აპარტოტელი (ფოტოები)

ოქროყანაში „GreenLife“-ის $3,5 მლნ-იანი პროექტი ხორციელდება - როდის გაიხსნება აპარტოტელი (ფოტოები)

access_time2020-06-11 13:00:34

სამშენებლო დეველოპერული კომპანია „გრინლაიფი-GreenLife“ ოქროყანაში 3,5 მლნ დოლარის ღირებულების აპარტოტელს აშენებს, - ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა ლიპარტელიანმა განუცხადა. მისი თქმით, პროექტი გულისხმობს 76 ნომერიან აპარტოტელის აშენებს, სადაც ძირითადად ორადგილიანი ნომრები მოეწყობა. ლიპარტელიანის განმარტებით, აპარტამენტების გაყიდვები ერთ თვეში დაიწყება, სასტუმროს მშენებლობა კი ოთხ თვეში დასრულდება.


 



მიწის ნაკვეთის ფართობი 902 კვ.მ-ია, განაშენიანების ფართობი 504. კვ.მ, საერთო ფართობი კი 4509. კვ.მ-ს შეადგენს საიდანაც კომერციული ფართობს 553 კვ.მ დაეთმობა ხოლო საზაფხულო ფართობს 865 კვ.მ. ავტოსადგომისთვის 451 კვ.მ- ია განსაზღვრული აუზისთვის კი 139 კვ.მ.

 

შალვა ლიპარტელიანი აცხადებს, რომ სასტუმროს საფასო პოლიტიკა საშუალო სეგმენტზე იქნება მორგებული. მისი თქმით, ნომრის ღირებულება 100 ლარიდან 150 ლარის ფარგლებში, ხედის მიხედვით შეიცვლება.

 




„როგორც ვიცი თბილისში აპარტოტელი საერთოდ არ არის, ამ ტიპის სასტუმროები ბათუმში, გუდაურში და ბაკურიანში შენდება, სწორედ ამიტომ ვიფიქრეთ, რომ აპარტოტელის მშენებლობა თბილისშიც გამართლებული იქნებოდა. ადამიანს შეუძლია ბინა იყიდოს, შემდეგ ჩვენ გავაქირავებთ, როდესაც მოუნდება თვითონაც შეძლებს დაისვენებს, პარალელურად კი ყოველთვიური შემოსავალი ექნება. სასტუმროს პირველ სართულზე რესტორანი იქნება, სახურავზე 30 მეტრიანი აუზი მოეწყობა, სასტუმროში ასევე იქნება საუნაც. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მოსაჭრელი არ გვქონდა ხეები , ისეთი ტერიტორია შეირჩა სადაც ადრე მაღაზია იყო და მხოლოდ შენობის დემონტაჟი დაგვჭირდა. გარშემო რეკრეაციული სივრცეა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ადრე ლავრენტი ბერიას აგარაკები იყო,  სადაც 120 სხვადასხვა სახეობის ხე დარგული. მერიისგან გვინდა ნებართვა ავიღოთ, რათა ამ ადგილზე პარკი მოვაწყოთ , ველობილიკებით, სკამებით და განათებით. ამ ყველაფრის გაკეთებას ჩვენი ფინანსებით ვგეგმავთ და მგონი წინააღმდეგები არ არიან“, - განაცხადა შალვა ლიპარტელიანმა.

 



შალვა ლიპარტელიანი აცხადებს, რომ გასულ წელს, რუსი ბიზნესმენისგან კომპანია დამტკიცებული პროექტით იყიდეს. ახალი მფლობელის თქმით, გარიგების ღირებულება 450 000 დოლარია.

 

„გრინლაიფი-GreenLife ვიყიდეთ მიწით და დამტკიცებული პროექტით. აპარტოტელი იყო კომპანიის ბოლო პროექტი, სხვა პროექტები აუდიტორულად ყველაფერი გასწორებული იყო“, განმარტავს შალვა ლიპარტელიანი.

 



ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up