“ ბიზნესი  უფრო მეტად გახდა დამოკიდებული ბანკებზე“ - ივა ჭყონია „ოქროს სიის“ გაუქმების პირველ შედეგებზე საუბრობს

“ ბიზნესი უფრო მეტად გახდა დამოკიდებული ბანკებზე“ - ივა ჭყონია „ოქროს სიის“ გაუქმების პირველ შედეგებზე საუბრობს

access_time2019-08-14 11:00:09

ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის მიერ 31 მაისს ხელმოწერილი ბრძანება №162 ამოქმედდა. ბრძანების თანახმად, ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა და მასში შემავალი 218 კომპანია იმპორტის გადასახადს 30-დღის ნაცვლად 5 დღეში იხდის. “კომერსანტი“ დაინტერესდა, ორი თვის შემდეგ როგორია მთავრობის იმ გადაწყვეტილების შედეგი, რომელსაც ბიზნესმენების აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია. დეტალებზე „კომერსანტთან“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, ივა ჭყონია საუბრობს:


„შედგები არის ის, რომ დამატებით სახსრების მოზიდვა მოუწია იმ ბიზნესს, ვისაც ოპერირების გაგრძელების სურვილი ჰქონდა . ჯერჯერობით ვერ გამოკვეთავ იმას, რომ “ოქროს სიის“ გაუქმების გამო ვიღაცამ ბიზნესასს თავი დაანება მაგრამ, დადასტურებით შეიძლება იმის თქმა, რომ ბიზნესს დამატებითი ფულადი სახსრების მოზიდვა მოუწია და ბანკებზე უფრო მეტად დამოკიდებული გახდა. ეს ფულადი სახსრები მათ შეეძლოთ ბიზნესის განვითარებაში ჩაედოთ. რომ გითხრათ, რომ ოქროს სიის გაუქმება პირდაპირ აისახებოდა ფასების ზრდაზე, ნაკლებად, მაგრამ, ზოგადი ფაქტორებიდან გამომდინარე ის, რომ ლარის კურსის გაუფასურებამ ჯამში ფასების ცვლილება გამოიწვია, ფაქტია“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

 

მიუხედავად იმისა, რომ “ოქროს სიის“ აღდგენას ბევრი ბიზნესმენი ხელისუფლებისგან სხვადასხვა ფორმით ითხოვდა, საქართველოს მთავრობა არანაირ კომპრომისზე არ წავიდა.


 

„ამ თემაზე ხელისუფლებასთან საკითხი ამოიწურა იმიტომ, რომ ყველანაირი გზა ჩაიკეტა. ცალმხრივად ხელისუფლებას ჰქონდა პოზიცია, რომ ეს ესე იქნება და, ფაქტობრივად, ესეც არის. ბიზნესთან ურთიერთობის ეს ფორმა, არის ძალიან ცუდი. რაღაც დოზით ხელისფლებამ ბიზნესთან საუბარი დაიწყო, ჩაკეტილი წრეები რომ იყო, აღარ არსებობს. მთავრობა თავს იწონებს, რომ ბიზნესთან ვართ გახსნილი და ვესაუბრებითო, მაგრამ, ფაქტი სახეზეა. ჩვენ საკითხი დავაყენეთ იმ კუთხით, რომ გარკვეული დრო მაინც მოეცათ წლის ბოლომდე, რადგან კომპანიები წინასწარ ვგეგმავთ ჩვენს ბიუჯეტს, მომავალ წელს რა უნდა გვაკეთოთ. ბიუჯეტში როდესაც ესეთი ცვლილება შემოდის და დამატებით სახსრების მოძიება გიწევს, მუშაობა ძალიან რთულდება“, - განმარტავს ივა ჭყონია.

 

შეგახსენებთ, რომ „ოქროს სიაში“ მყოფ კომპანიებს საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას გამარტივებული პროცედურებითა და იმპორტის გადასახდელების გადახდის განსხვავებული ვადებით სარგებლობა შეეძლოთ. კერძოდ, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა).


ბაჩო ადამია


თეგები:
ივა ჭყონია



„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-20 21:30:20
„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა 1.„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“ — https://commersant.ge/ge/post/sayoveltao-djandacvis-programa-srulyofas-moitxovs-da-axla-swored-es-procesi-mimdinareobs 2.კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის უკონტროლო...

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი
access_time2020-01-20 20:05:45
Amazon-ის დამაარსებელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარ არის. მან პირველობა Louis Vuitton-ის და Dior-ის მფლობელს ბერნარ არნოს დაუთმო.ამის მიზეზი გახდა ონლაინ-რითეილერის მფლობელის ქონების შემცირება 760 მლნ. დოლარით - 115,6 მლრდ-მდე, იმის შემდეგ, რაც კომპანიის აქციები 0,7%-ით გაიაფდა. ბეზოსისთვის -760 მლნ-ი ხურდა ფულია, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა მის მიერ ლიდერობის...

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”
access_time2020-01-20 15:45:22
2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული...

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...


მსგავსი სიახლეები

up