საბაჟო კოდექსში ცვლილებების შედეგად „ოქროს სია“ საერთოდ უქმდება  - “ეს ცვლილებები შესაძლებელია ბიზნესისთვის მოულოდნელი აღმოჩნდეს“

საბაჟო კოდექსში ცვლილებების შედეგად „ოქროს სია“ საერთოდ უქმდება - “ეს ცვლილებები შესაძლებელია ბიზნესისთვის მოულოდნელი აღმოჩნდეს“

access_time2019-06-07 11:00:30

პარლამენტში ინიცირებულია ახალი საბაჟო კოდექსი, რომლის მიზანი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან დაახლოვებაა. სწორედ ახალი კანონპროექტის თანმდევია ცვლილებები საგადასახო კოდექსში, რომლის მიხედვითაც „ოქროს სია“ უქმდება. საქართველოს საბაჟო კოდექსის კანონპროექტში გაჩნდა  ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ცნება. ევროკავშირის დირექტივებიდან გამომდინარე, კანონპრექტის დამტკიცების შემდეგ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მქონე პირები გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლებენ .


აღნიშნული ცვლილებები კომერსანტს დაუდასტურა დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი აცხადებს, რომ ახალი საბაჟო რეგულაციებით ევროკავშირის სავაჭრო სივრცეში საქართველოს ინტეგრირება ხდება. მისთვის მისაღებია დაგეგმილი ცვლილებები, თუმცა ეჭვქვეშ აყენებს საკითხს, თუ რამდენად შეძლებს საქართველო  ევროპულ რეგულაციებთან ჰარმონიზებას.


 „ევროკავშირში ისეთი მცნებები როგორიც არის „ოქროს საია“ არ არსებებს და საკითხს სხვაგვარად უდგებიან. „ოქროს სია გარკვეული პრივილეგიების ნაწილი იყო, აქედან გამომდინარე, იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ გვინდა რომ ვივაჭროთ, ბიზნესის გარკვეული ჯგუფებისთვის პრივილეგიები არ არსებობს. ეს ჩვენი არჩევინა. თუმცა ვფიქრობ, რომ ოქროს სიის გაუქმება შეფერხებას გამოიწვევს, რადგან ევროკავშირში სესხის აღება ადვილი და ხელმისაწვდომია, რაც ბიზნეს საშუალებას აძლევს  საბრუნავი სახსრები შეივსოს. საქართველოში გართულებული საბანკო რეგულაციებით ბიზნეს ცვლილებები მძიმედ დააწვება. არის ბევრი ნიუანსი ვაჭრობის თავლსაზრისით, თითქოს ბევრი რამ მარტივდება, მაგრამ ჩვენი ძირითადი პარტნიორები, მოგეხსენებათ, ჩვენი მეზობელი ქვეყნებია. მაგრამ რა შეგვძლია ჩვენ შევთავაზოთ იმ მეზობლებს, რომლებიც არ არიან ინტეგრირებული ევროკავშირის სივრცეში, რათა არ მოხდეს მათი შეფერხება?“ - აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე.


დავით ჭიჭინაძის განცხადებით,  დეპუტატები კანონებს ანალიზის გარეშე იღებენ და ბიზნესთა კონსულტაციებს არავინ გადის. მეტიც, პარლამენტარი დარწუნებულია, რომ ცვლილებები შესაძლებელია ბიზნესისთვის მოულოდნელი აღმოჩნდეს და იგივე რეაქცია გამოიწვიოს, რაც იმპორტის გადასახდელების 30-დღიანი ვადის 5 დღემდე შემცირებას მოჰყვა.

 

„ასეთ კანონებს ყოველთვის ერთ წლის შემდეგ სჭირდება ანალიზი, სამწუხაროდ, საქართველოში რეგულირების გავლენის შეფასება (RIA) არ კეთდება. ზოგადად ჩვენი მოთხოვნა არის, რომ გაკეთდეს ანალიზი, როგორ აისახება ცვლილებები შემდგომში ეკონომიკაზე. კანონებს ვიღებთ ისე, რომ დასკვნებს არ ვაკეთებთ. ვალდებულებები გაგვაჩნია, მაგრამ ამ ვალდებულებების შესრულებით რა სარგებელი გვექნება და რა ზიანი, ამის ანალიზი პირველ ეტაპზე კანონის მიღების პერიოდში არ გაგვაჩნია. “ოქროს სია“ ძალიან კარგად მუშაობდა. იმ პირებს ვისაც უკრაინიდან თუ ირანიდან შემოჰქონდათ პროდუქცია მათთვის მომგებიანი იყო. როდესაც ეს გაუქმდება, ამ ადამიანებს დამატებითი რესურსების მოძიება დასჭირდებათ, რადგან ყველაფერი წინასწარ იქნება გადასახდელი, ანგარიშები იქნება შესაქმნელი, ყველაფერი პრაქტიკაში გამოჩნდება. ზოგადად ვთვლი, რომ ბიზნესი ცვლილებებს უნდა ერგებოდეს. როდესაც პირველი ბიზნესმენი იწყებდა საქმიანობას, ყველაფერი მარტივი იყო, არც საბაჟო კოდექსი არსებობდა არც არაფერი, თუმცა შემდეგ პროცესი რთულდებოდა და ბიზნესიც ვითარდებოდა. ყოველი გართულება ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს იმიტომ, რომ ბიზნესი მაქსიმალურად ცდილობს ყველა ის წინააღმდეგობა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან გზაზე ჩნდება, კანონიერი გზით გადალახოს, დაიხვეწოს და განვითარდეს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.


ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი თანამედროვე ევროპული საბაჟო კონცეფციაა, რომელიც კომპანიებს გამჭვირვალედ და კანონმორჩილად წარმართული საქმიანობის სანაცვლოდ, მთელ რიგ საბაჟო შეღავათებს სთავაზობს. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი შეიძლება გახდეს როგორც მსხვილი, ისე საშუალო და წვრილი კომპანია, ვინაიდან შერჩევის კრიტერიუმებში ყურადღება არ ექცევა კომპანიის ბრუნვის მოცულობას. საქართველოს საბაჟოს მიერ აღიარებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორები ისარგებლებენ მნიშვნელოვნად გამარტივებული საბაჟო კონტროლის პროცედურებით. საქართველოში განხორციელებულ საბაჟო პროცედურებთან ერთად გამარტივდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საბაჟო პროცედურებიც იმ საქონლის მიმართ, რომელსაც ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორები საქართველოდან ევროკავშირში შეიტანენ.

 

მომზადებულ კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტმა  მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა ვკითხულობთ, რომ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორისათვის გამარტივებული საბაჟო ფორმალობები, დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეღავათები და გამარტივებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებები, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

 

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი ორი სახის ავტორიზაციას მოიცავს:


ა) ავტორიზაცია საბაჟო გამარტივებისათვის, რომელიც საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად მის მფლობელს აძლევს გარკვეული გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით სარგებლობის საშუალებას;



ბ) ავტორიზაცია დაცვისა და უსაფრთხოებისათვის, რომლითაც მის მფლობელს ენიჭება გარკვეული შეღავათები დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.


ამასთან, შესაძლებელია,  კომპანია ორივე სახის ავტორიზაციას ერთდროულად ფლობდეს.

 

აღსანიშნავია, რომ საბაჟო ორგანო ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსთან დაკავშირებულ პრივილეგიებს ანიჭებს უცხო ქვეყნაში დაფუძნებულ პირს, თუ იგი ასრულებს აღნიშნული ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ  იმ ვალდებულებებსა და პირობებს, რომლებიც საქართველოს მიერ აღიარებულია როგორც საქართველოში ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორისათვის დადგენილი ვალდებულებებისა და პირობების ეკვივალენტური. ასეთი პრივილეგიების მინიჭება უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნაცვალგების პრინციპს, თუ საქართველოს შიდა კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

როგორც საკანონმდებლო ორგანოებიდან მოპოვებული ინფორმაციით “კომერსანტმა“ გაარკვია, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის რთული მოსაპოვებელი იქნება. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები შემდეგია:


1. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებია:

ა) საბაჟო, საგადასახადო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევის არარსებობა, ასევე განმცხადებლის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლებრივი დანაშაულის არარსებობა;


ბ) განმცხადებლის მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და საქონლის ნაკადების კონტროლის მაღალი დონის არსებობა, რომელიც მიიღება კომერციული მართვის სისტემისა და შესაბამის შემთხვევაში ტრანსპორტირების აღრიცხვის მეშვეობით, და რომელიც უზრუნველყოფს სათანადო საბაჟო კონტროლს;


გ) გადახდისუნარიანობა და ფინანსური მდგრადობა. აღნიშნული მოთხოვნა შეიძლება ჩაითვალოს დადასტურებულად, როდესაც განმცხადებელს გააჩნია კარგი ფინანსური მდგომარეობა, რომელიც საშუალებას აძლევს მას შეასრულოს მის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ვალდებულებები;


დ) ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის შემთხვევაში, კომპეტენციის პრაქტიკული სტანდარტი ან განხორციელებულ საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებული პროფესიული კვალიფიკაცია;


ე) ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის შემთხვევაში, დაცვისა და უსაფრთხოების სათანადო სტანდარტი. აღნიშნული მოთხოვნა უნდა ჩაითვალოს შესრულებულად, როდესაც განმცხადებელი ადასტურებს, რომ ის ინარჩუნებს სათანადო ზომებს რათა უზრუნველყოს საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოება და დაცულობა, რაც მათ შორის მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა საქონლის მთლიანობა და შეღწევადობა, ლოგისტიკური პროცესები და სპეციფიური საქონლის დამუშავება, პერსონალი და  ბიზნეს პარტნიორების იდენტიფიკაცია.


2. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის ფლობასთან დაკავშირებული გამარტივებული პროცედურები ან/და დაცვისა და უსაფრთხოების შეღავათები არ ვრცელდება იმ საქონელზე, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით საბაჟო კონტროლის განსაკუთრებული პირობებია დადგენილი.


3. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების პირობები, შესაბამისი ავტორიზაციით სარგებლობის წესი, აგრეთვე ის შემთხვევები, რომლებზეც არ ვრცელდება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის ფლობასთან დაკავშირებული გამარტივებული პროცედურები ან/და დაცვისა და უსაფრთხოების შეღავათები, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.


რაც შეეხება პროგრამა - “ოქროს სიას“, იგი საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებს, რომელიც ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის საფუძველზეა შექმნილი, თუმცა, მისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. “ოქროს სიაში“ გაწევრიანება მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლთა წლიური იმპორტი ან ექსპორტი 5 მლნ ლარს აღემატება. ასევე, მის მიერ გადახდილი იმპორტის გადასახდელების მაღალი მაჩვენებელი-არანაკლებ 900 000 ლარის ან საქონლის იმპორტის ან ექსპორტის მიზნით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების დიდი ოდენობა უფიქსირდება-არანაკლებ 100-ისა.

დღეს “ოქროს სიის“ პრივილეგიებით 218 კომპანია სარგებლობა. 


ბაჩო ადამია

 






პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს

პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს
access_time2019-06-20 23:06:49
საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ცარიელი ბოთლები დაუშინეს. ამასთან, მათ რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს. ადგილზე დაძაბული ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს. ამასთან, ისმის შეძახილები „საქართველო, საქართველო“.

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით
access_time2019-06-20 22:49:10
როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში განუცხადა. „ის, რაც ხდება, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს სამართლიანი, თუმცა სახელწმიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ან შეტევისკენ მოწოდება, როგორც არ...

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან
access_time2019-06-20 22:20:57
არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირებისას არიან დაშავებულები. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულები არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები. IPN

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი
access_time2019-06-20 22:09:04
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. შეიძლება იმ ხალხს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დგანან შეიძლება აქვთ სამართლიანი პროტესტი, მაგრამ მათ მოვუწოდებ დაემორჩილონ პოლიციას, რადგან ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი. მანამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა — შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის...

აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ

აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ
access_time2019-06-20 21:52:01
აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ. აქციაზე სპეცრაზმი გამოჩნდა. ამასთან, პარლამენტის შენობის ეზოში შსს-ს დანაყოფები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. დანაყოფები შენობის შემოსასვლელებს იცავენ. ისინი შენობაშიც იმყოფებიან. 


მსგავსი სიახლეები

up