„ოქროს სიის“ კომპანიები ისარგებლებენ გამარტივებული პროცედურებით, უქმდება გადახდის გადავადება  - ლაშა ხუციშვილის განმარტებები  „ოქროს სიის“ შეღავათების გაუქმებაზე

„ოქროს სიის“ კომპანიები ისარგებლებენ გამარტივებული პროცედურებით, უქმდება გადახდის გადავადება - ლაშა ხუციშვილის განმარტებები „ოქროს სიის“ შეღავათების გაუქმებაზე

access_time2019-06-11 11:00:47


 ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ე.წ. „ოქროს სიაში“ გაწევრიანებული კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადის 30-დან  5 დღემდე შემცრებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს.


კომერსანტი პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


„ბევრი მოსაზრება გამოითქვა “ოქროს სიასთან” დაკავშირებით და მეც მოგახსენებთ ჩემს პოზიციას ამ თემაზე (სამწუხაროდ, უფრო მოკლედ არ გამოვიდა):


  1. „ოქროს სიაში“ ხვდებიან კომპანიები, რომლებსაც აქვთ დიდი ბრუნვა და საბაჟო სამართალდარღვევების კარგი ისტორია. კომპანიების რაოდენობა ცვალებადია და 200-ის ფარგლებშია, ძირითადად. 50,000-ზე მეტი კომპანია ვერ აკმაყოფილებს „ოქროს სიის“ კრიტერიუმებს. (200 vs 50,000);



2. „ოქროს სიას“ აქვს ძირითადად ორი უპირატესობა: გადახდის გადავადება (+25 დღით) და შედარებით გამარტივებული პროცედურები საქონლის იმპორტისას. გადახდის ნაწილში შინაარსობლივად ეს არის უპროცენტო სესხი მიცემული სახელმწიფოს მიერ მხოლოდ 200 კომპანიაზე. პროცედურული ნაწილი განპირობებულია სამართალდარღვევების არ ქონის კარგი ისტორიით.


3. „ოქროს სია“ არსად არ მიდის და არ უქმდება! „ოქროს სია“ რჩება! უქმდება გადახდის გადავადება და „ოქროს სიის“ კომპანიები ისარგებლებენ მხოლოდ გამარტივებული პროცედურებით (როგორც ეს არის მიღებული ყველა ქვეყანაში).



შეიძლება თუ არა იმპორტის დროს ყველა კომპანიას (50,000 + 200) მიეცეს გადახდის 30 დღიანი ვადა? - სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია არსებული საბაჟო რისკებიდან გამომდინარე. რეალობაა ის, რომ 30 დღეში ვეღარ იპოვი ვერც კომპანიების გარკვეულ ნაწილს და ვეღარც საქონელს იმისათვის, რომ კუთვნილი გადასახადის გადახდა მოხდეს ბიუჯეტში. ეს რეალობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ საქარველოსთვის არ არის, ასეა გადასახადის გადახდის ბევრად უფრო მაღალი კულტურის მქონე ქვეყნებშიც.


რა იქნება ფისკალური ეფექტი 30-დღიანი შეღავათის ყველაზე გავრცელებით? - 5 დღიანი შეღავათის პირობებში უკვე არსებული ქეისების გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ, ფისკალური ეფექტი შეიძლება იყოს რამდენიმე ასეული მილიონი ლარი (ახლოს 300 მილიონთან). თუ აქამდე მხოლოდ მალფუჭებად საქონელთან მიმართებაში იყო დიდი რისკები, შემდეგ იქნება ყველა სახის საქონელთან მიმართებაში. აქ ფისკალური ეფექტი მნიშვნელოვანია მხოლოდ იმ კუთხით, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი და ამით კიდევ უფრო დაამძიმებს კეთილსინდისიერი გადამხდელის მდგომარეობას (გადასახადების გადახდის გარეშე განხორციელებული იმპორტის გამო). სხვა თანაბარ პირობებში გადახდის გადავადების ფისკალური ეფექტი ერთჯერადია და ნაკლებად მნიშვნელოვანი საგადასახადო პოლიტიკის მხრივ.


რატომ არ არის სხვა ქვეყნებში გადახდის ნაწილში შეღავათები? - ერთადერთი მექანიზმი, რაც შეიძლება არსებობდეს იმისათვის, რომ რისკების დაზღვევა მოხდეს, არის საბანკო/სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენა 30 დღეში გადასახდელ თანხაზე, რაც ზოგ შემთხვევაში სესხის აღების ტოლფასია. შეუძლებელია ასეთი რისკების დაზღვევა მოხდეს სხვანაირად, ეს არ ხდება არც ერთ ქვეყანაში და ვერ მოხდება ვერც საქართველოში! საბანკო გარანტიას შეზღუდულ შემთხვევებში ნამდვილად იყენებს ზოგიერთი ქვეყანა, თუმცა საქართველოში არსებული საგადასახადო ვალის მართვის სისტემაც იძლევა საგადასახადო დავალიანებაზე გრაფიკის გაკეთების უფრო სწრაფ საშუალებას.



რატომ იყო საქართველოში მხოლოდ 200 კომპანიისთვის დადგენილი შეღავათები? - სწორედ იმის გამო, რომ ვერანაირად ვერ მოხდებოდა არსებული რისკების მართვა ყველა კომპანიასთან მიმართებაში, თავიდანვე შეღავათები გავრცელდა მხოლოდ კომპანიების ძალიან შეზღუდულ რაოდენობაზე (ამ კითხვაზე პასუხისთვის სხვა ბევრი ვერსიაც არსებობს, რომელიც ამ საკითზე მსჯელობისთვის ნაკლებად საინტერესო მგონია). დღეს მოცემულობა არის შემდეგი: ან უნდა მოხდეს გადახდის ნაწილში პირობების გათანაბრება ყველა კომპანიისთვის ან უნდა შენარჩუნდეს ის მდგომარეობა რაც არის ახლა.



საგადასახადო პოლიტიკის უმთავრესი პრინციპია ის, რომ ესა თუ ის შეღავათი არაკონკურენტულ პირობებში არ უნდა აყენებდეს სხვას, ან როგორც მინიმუმ ეს უნდა იყოს ძალიან არამატერიალური. ამიტომაც არის, რომ შეღავათები შეიძლება დაუწესდეს რომელიმე დარგს და ამ დარგში მყოფ ყველა კომპანიას და არა რომელიმე კომპანიას ინდივიდუალურად (ინფორმაციისთვის: სამართლებრივად ოქროს სიას არანაიარი პრობლემა არ აქვს). მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ყველა სხვა პინციპი, მათ შორის საგადასახადო ტვირთის სიმძიმე და ადმინისტრირების პროცედურული საკითხები.


ამ მიდგომით უნდა აფასებდეს ყველა (ბიზნესი და ბიზნესის ინტერესების დამცველები) საგადასახადო პოლიტიკას. დღეს ერთი კრიტერიუმით შეიძლება შეირჩეს პრეფერენციული 200 კომპანია და ხვალ მეორეთი - ასეთ დროს ბიზნესის ინტერესების დამცველი კი უნდა იყოს ბიზნესის ინტერესების დამცველი ყველასთვის და არა რომელიმე კონკრეტული ათეული კომპანიისთვის. მესმის, რომ საკმაოდ რთულია გარკვეული პრივილეგიების დაკარგვა, მითუმეტეს მაშინ, როცა ეს პრივილეგიები დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, ზოგ შემთხვევაში გარკვეულწილად ბიზნეს მოდელის ნაწილიც კი გახდა და შეიძლება კონკრეტულ კომპანიასთან მიმართებაში არსებულ პრობლემებზეც ვისაუბროთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თეთრზე შავის მტკიცება დავიწყოთ.


არგუმენტი იმის შესახებ, რომ ეს მძიმე მდგომარეობაში აყენებს 200 კომპანიას და ამიტომ არ უნდა მოხდეს პირობების გათანაბრება, არასწორი სტრატეგიაა ამ საკითხით დაინტერესებული პირების მხრიდან ორი მიზეზის გამო: ერთი ეს არ არის ისეთი წონადი საკითხი როგორც ამის წარმოჩენა ხდება და მეორე - 50,000-ზე მეტი კომპანია სწორედ ამ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას ათეული წლის განმავლობაში (მე-8 პუნქტს თუ ვიზიარებთ ეს რეალურად კონტრარგუმენტიც გამოდის). საუბარი კი იმის შესახებ, რომ გასწორდეს უთანაბრო სიტუაცია და ყველამ ისარგებლოს 30-დღიანი გადახდის შეღავათით, უბრალოდ პრობლემის გვერდის ავლის მცდელობაა, ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია საკითხში, მიხვდება, რომ ეს შეუძლებელია გაკეთდეს ძალიან დიდი დანაკარგის გარეშე. ერთი საგადასახადო ადმინისტრაცია მაინც თუ არსებობს ვინც ადმინისტრირების ამხელა რისკს მართავს, დიდი სიამოვნებით გავეცნობი მათ პრაქტიკას.



ის, რომ გადასახადების გადახდის ნაწილში არ უნდა არსებობდეს ინდივიდუალური პრეფერენციები (მხოლოდ 200, 500 და თუნდაც 1000 კომპანიისთვის), ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და ალბათ აქ ის დროა, ვთქვათ “წერტილი”, - წერს ხუციშვილი.






არჩილ მესტვირიშვილი - რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება

არჩილ მესტვირიშვილი - რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება
access_time2019-09-19 22:40:22
საბანკო რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა. გადაცემაში ქართულ ბიზნესზე ეროვნული ვალუტის კურსისა და საბანკო რეგულაციების გავლენის საკითხი...

2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს

 2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს
access_time2019-09-19 19:00:57
ტექინსპექტირება, რომელიც თავდაპირველად ჰაერის დაბინძურების მიზეზით დაიწყო, ფაქტია, ამ მხრივ უშედეგო აღმოჩნდა. თითქმის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე მსუბუქი ავტომობილების ნაწილი დღესაც ისეთ შავ კვამლს უშვებს,რომ შეიძლება 200-300 მეტრზე ვერაფერი გაარჩიოთ. რადიო „ფორტუნამ“ ამ თემაზე ვრცელი სტატია გააკეთა, სადაც სპეციალისტები ტექინსპექტირების რეფორმის ჩავარდნაზე პირდაპირ საუბრობენ. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში კონცეფციაზე მუშაობენ,...

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა
access_time2019-09-19 17:15:52
ხაზარაძეს უნდა, რომ ორი კურდღელი ერთი გასროლით მოკლას. მე ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს ძალიან ცუდად ახასიათებს თავად ახალ შექმნილ პარტიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკის თქმით, კომპანია, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა. “ხაზარაძე ასახელებს კომპანიას, რომელიც ფაქტობრივად, რუსული...

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“
access_time2019-09-19 15:20:57
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. გამოკითხულთა 84 პროცენტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და მთავრობას აკისრებს.   საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 13-29 ივლისს ჩატარდა, ნათლად აჩვენებს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებას,  რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი....

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ
access_time2019-09-19 15:00:53
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები, - განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ...


მსგავსი სიახლეები

up