„ოქროს სია“ 2023 წლამდე არ გაუქმდება

„ოქროს სია“ 2023 წლამდე არ გაუქმდება

access_time2021-12-14 12:00:53

„ოქროს სია“ 2023 წლამდე არ გაუქმდება, ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „ოქროს სიაში“ შეყვანილ პირებს კიდევ ერთი წელი ექნებათ უფლება კუთვნილი საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გამარტივებული პროცედურებით შემოიტანონ ან გატანონ.

 


ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველომ ეტაპობრივად უნდა განახორციელოს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემის სრულყოფილი ამოქმედება. მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, სწორედ არსებული „ოქროს სიის“ მონაწილეები მოიაზრებიან პირებად, რომლებიც დააკმაყოფილებენ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მისაღებად აუცილებელ მოთხოვნებს. მისი თქმით, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემის ამოქმედებისათვის, გარდა საკანონმდებლო ბაზის არსებობისა, აუცილებელია მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, რათა სისტემა სრულფასოვნად ამოქმედდეს.

 



„დღეს ჩვენთან „ოქროს სია“ მოქმედებს, რომლის მონაწილეები გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობენ. „ოქროს სიის“ ჩანაცვლება იგეგმება ეკონომიკური ოპერატორის ცნებით, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნა გახლავთ და უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა ეკონომიკური ოპერატორებისათვის. თუმცა. ეს სისტემური საკითხია, რომლისთვისაც მოსამზადებელია ერთის მხრივ საბაჟო ორგანო, მეორეს მხრივ კი ოქროს სიის მონაწილეები, რომლებიც სავარაუდოდ იქნებიან ეკონომიკური ოპერატორები. ამ პრობლემების მოსაგვარებლად ვფიქრობთ, რომ ერთი წელი საჭიროა ამ მუხლის გადავადება.


რადგან ჩვენ ვითხოვთ ეკონომიკური ოპერატორის საკითხი გადავადდეს, ვითხოვთ იმასაც, რომ „ოქროს სიის“ მოქმედების ვადა გაგრძელდეს. ის გამარტივებული პროცედურები, რომელიც არსებობს, „ოქროს სიის“ მონაწილეებს ეხებათ, თუმცა აქ არ იგულისხმება გადასახადების გადავადება, რომელიც საერთოდ არ არის მიღებული პრაქტიკა. აქ იგულისხმება არსებული ფორმალობების გამარტივება. ის ნაწილი, რომელიც ეკონომიკურ ოპერატორებს ეხებათ, არ არის მხოლოდ ქართულ მხარეზე დამოკიდებული. ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭება ჩვენს ოპერატორს, რომელთანაც ხელშეკრულება გვექნება გაფორმებული, აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს იგივე სტატუსით, რომლითაც საქართველოში სარგებლობს და მიიღოს გამარტივებული პროცედურები ევროპულ ქვეყნებშიც. ამდენად სტატუსის ფორმალური მინიჭება შესაძლებელია არ იყოს რელევანტური იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ხელშეკრულებები ჯერჯერობით არ არსებობს. ამდენად, „ოქროს სია“ დღეს უზრუნველყოფს ამ სერვისების მიღებას და თუ ჩვენ მომავალი წლისთვის მზად ვიქნებით სრულფასოვნად ავამოქმედოთ ეკონომიკური ოპერატორის სისტემა ისეთი სახით, როგორითაც ევროპაში მოქმედებს, ამ შემთხვევაში ჩვენ გადავადებას აღარ მოვითხოვთ“, - განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.

 


შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესისთვის „ოქროს სიის“ შეღავათები გააუქმა. ამ გადაწყვეტილებით, ბიზნესს იმპორტის გადასახადის გადასახდელად ვადა 30 დღის ნაცვლად 5 დღე გაუხდა. აღსანიშნავია, რომ ყოფილი ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის გადაწყვეტილებას ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების დიდი კრიტიკა მოჰყვა. „ოქროს სია“ საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებს და მასში გაწევრიანება მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომელთა წლიური იმპორტი ან ექსპორტი 5 მლნ ლარს აღემატება. აღსანიშნავია, რომ „ოქროს სიის“ პრივილეგიებით 218 კომპანია სარგებლობდა.


ბაჩო ადამია


თეგები:
ოქროს სია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up