ბიუჯეტში მნიშვნელოვნად შეიცვალა მაკროეკონომიკური პარამეტრები, ისეთები, როგორებიცაა ბიუჯეტის დეფიციტი,საგარეო ვალის მაჩვენებელი და სხვა ისეთი მდგრადობის ინსტრუმენტები, რომელიც ზოგადად, ფინანსური სტაბილურობისთვის არის მნიშვნელოვანი- ამის შესახებ ეკონომისტმა, ანდრია გვიდიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსახლეობისთვის ნეგატიური თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეცვლილა.
„როდესავ ჩვენ ვსაუბრობთ კორონავირუსის ეფექტიან მენეჯმენტსა და მართვაზე, აქ საუბარია იმაზე, რომ ერთის მხრივ, ვმართოთ კორონავირუსი სამედიცინო თვალსაზრისით, თუმცა, მეორე მხრივ, მოსახლეობას უნდა შეექნას ნაკლები პრობლემები და ოქროს შუალედია მოსაძებნი, რომ დავუშვათ, იმ ბიუჯეტით თუ სხვა ტიპის საფინანსო გადაწყვეტილებებით არ შეექმნას მოსახლეობას პრობლემა“, - აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზები ნეგატიურია, 2021 წელს თითქმის ყველა სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება.
imedinews.ge