ოქროს მომპოვებლები: საქართველოს  8  რეგიონში ძვირფას მეტალს 15 კომპანია ეძებს

ოქროს მომპოვებლები: საქართველოს 8 რეგიონში ძვირფას მეტალს 15 კომპანია ეძებს

access_time2018-08-16 10:30:27

საქართველოში ოქროს დაცული მარაგები  (2017 წლის 1 იანვრის დგომარეობით)  60 923 კილოგრამს შეადგენს. სპილენძის დაცული მარაგების მოცულობა, კი (2018 წლის 1 იანვრის)  მდგომარეობით   143 385 ტონაა.


აღნიშნული ინფორმაციაკომერსანტს სსიპ  წიაღის ეროვნულმა სააგენტომ მიაწოდა.


ოქროს საბადოების კვლევა და ძვირფასი ლითონის მოპოვება  საქართველოს  8 რეგიონში ხდება. მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ ინვესტორების სამიზნე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტია.  კერძოდ ბოლნისში ოქროს მოპოებას და ძებნა-ძიბის სამუშაოებს სხვადასხვა ლოტზე  6 კომპანია ახორციელებს.  მეორე რეგიონია რაჭა,  სადაც  კეთილშობილ ლითონებს   ორი კომპანია ეძებს. აქედან ერთი  4  ლოტზე საქმინობს.


ბოლნისი


ბოლნისის ჯგუფის საბადოებზე  შპს „არ ემ ჯი გოლდი“   ოქროს მარაგის შესწავლასა და შემდგომ წიაღიესეულის მოპოვებაზე  ლიცენზიას  2020 წლის 1 იანვრამდე  ფლობს. სამუშაოები  9 ჰექტარზე მიმდინარეობს.


შპს „არემჯი გოლდი“   ბოლნისი დმანისის მუნიციპალიტეტებში  კეთილშობილ ლითონებზე  შესწავლა მოპოვებაზე მეორე ლიცენზიასაც ფლობს, რომლის ვადაც   2042 წლამდე.  ძვირფასი ლითონების მოპოვება და საძიებო სამუშაოები 193.76 ჰექტარზე მიმდინარეობს.   


ბოლნისში ოქროს მოპოვებაზე, მეორე  მსხვილი ლიცენზიანტია „სს „ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდი“  რომელიც   მარნეული,  დმანისი , წალკა  და  თეთრიწყაროს  ტერიტორიაზე  კეთილშობილი  ლითონების შესწავლა მოპოვების ლიცენზიას    86 107 669  ჰექტარზე  2041 წლამდე ფლობს.


„ბექთაქარის “ ოქრო პოლიმეტალური საბადოდან  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას  ბოლნისის მუნიციპალიეტში - შპს „არემჯი აურამაინ“  ახორციელებს, რომელსაც  ლიცენზიის ვადა  2041 წელს ეწურება.  ფართობი:  სამთო -345 7939  ჰექტარი. მიწა 309. 849 ჰექტარი


„ბნელხევის ოქრო“  პოლიმეტარული საბადოდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადა  (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი)  შპს „ჯორჯიან გოლდ  კომპანის“ 2041 წლამდე აქვს. ფართობი:  სამთო 239,4021  ჰა; მიწის 504,6677  ჰა ;


ბოლნისი, მარნეული, წალკა თერი წყაროს ტერიტორიაზე  ოქროს მოპოვებაზე ლიცენზიას  შპს „კავკასიის სამთო  ჯგუფი“   2041 წლამდე ფლობს.  ფართობი:  100 865. 4594 ჰა


ბოლნისში, ასევე ოქროს ეძებს  სს „RMG copper“-ი . ლიცენზიის ვადა  2041 წელს იწურება. ფართობი:  1035 ჰა



მესტია


მესტიაში  კეთილშობილი ლითონების შესწავლა მოპოვებაზე  - შპს „optical systems inc” ლიცენზია 2021 წლამდე აქვს. ფართობი: 390 კვადრატული მეტრი.


მესტიში, სოფელ  სგურიშის მიმდებარედ  ოქროს მოპოვებაზე  ლიცენზიას  2041 წლამდე შპს „ჯეო გოლდი“  ფლობს.  ფართობი:  557, 45 ჰექტარი.


ლენტეხი


ლენტეხში „ზესხოს“ მადნიანი ველის ტერიტორიაზე ძვირფასი ლითონების მოპოვებაზე  შპს „zeskho mining co. ltd“  ლიცენზიას 2053 წლამდე ფლობს .  ძებნა-ძიების სამუშაოები 1 605 85 ჰექტარზე მიმდინარეობს.


რაჭა


ონში -სასარგებლო წიაღისეულის  შესწავლა-მოპოვებაზე  ლიცენზიას  2042  წლამდე  სს „კავკასიის  მინერალები“ ფლობს.  საძიებო სამუშაოებისთვის განკუთვნილი ფართი  1778,62 ჰექტარია.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში   სოფელ ურავის მიმდებარედ  შპს „ქართული პერსპექტივა“  - ს  ლიცენზიის ვადა  2036 წელამდე აქვს. ფართობი:  321 14 ჰა


ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღების მიმდებარედ  შპს „ქართული პერსპეტივა“  ოქროს მოპოვებაზე ლიცენზიას 2036 წლამდე ფლობს. ფართობი:  46 ,44 ჰექტარი


ონში,  გლოლასა და კურორტ შოვის  მიმდებარედ შპს „ქართული პერსპექტივა“  ოქროს მოპოვებაზე ლიცენზიას  2036 წლამდე ფლობს  ფართობი : 260 ჰექტარი.


ონში, სოფელ  გადამიშის მიმდებარედ  შპს „ქართული პერსპეტივა“  ლიცენზიას 2036 წლამდე ფლობს. ფართობი: 70.32  ჰექტარი.


გურია


გურიაში, ჩოხატაურში „აზოტის“ ოქროსშემცველ გოგირდ-კოლჩედანურ გამოვლინებბეზე  „ჯორჯიან რესორს“  კომპანია  ლიცენზიას  2051 წლამდე ფლობს.  მარაგების შესწავლა 720,25 ჰექტარზე ხდება.


აჭარა


აჭარაში ქედაში, მერისის  მადნიან კვანძზე  შპს „kinland Georgia mining“ -ი  მადნის მოპოვებაზე ლიცენზიას  2047 წლამდე ფლობს.  ოქროს ჯამურმა მოპოვებამ  0,652 ტონა შეადგინა. სამუშაოები 10 040 ჰექტარზე მიმდინარეობს.


კახეთი


თელავში,  „ართანას“ მადანგამოვლინებების შესწავლა -მოპოვებაზე  ლიცენზიას  2033 წლამდე  შპს „ჯეომეტალი“ .  საძიებო სამუშაოები  3,5 ჰექტარზე მიმდინარეობს.


სამეგრელო


ტეხურას ოქროს, კობალტი, ვერცხლის, ტყვიის, თუთიის  შესწავლა მოპოვებას  (მარტვილის მუნიციპალიტეტი)   „შპს საქართველოს სამთო საქმიანობის კომპანია“ ახორციელებს.  ლიცენზიანტს  ვადა  2033 წლამდე აქვს.  ფართობი:  160 28 ჰექტარი.

 

 ნინო ნატროშვილი





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up