ოქროს მომპოვებელი კომპანია EMPIRE METALS საქართველოდან გადის

ოქროს მომპოვებელი კომპანია EMPIRE METALS საქართველოდან გადის

access_time2021-06-10 17:00:54

ოქროს მომპოვებელი კომპანია Empire Metals-ი საქართველოდან გადის. კომპანია 2018 წლიდან, საქართველოში გაუარესებულ გარემოზე აცხადებს და Georgian Copper and Gold-ში 50%-იან წილს ყიდის. მყიდველი ამავე კომპანიაში მისი პარტნიორი „კავკასიის სამთო ჯგუფია“ ( CMG ), რომელიც ამ გარიგებით Georgian Copper and Gold-ში წილს 100%-მდე შეივსებს.


ერთობლივ კომპანიაში 50%-იანი წილის 3.3 მლნ დოლარად გამოსყიდვაზე „კავკასიის სამთო ჯგუფსა“ და Empire Metals-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. გარიგების დახურვა 14 ივლისს იგეგმება.


Empire Metals-ს საქართველოდან გასვლა გასული წლის შემოდგომიდან სურს და წილის მყიდველიც იპოვა, კანადური Candelaria Mining-ი, მასთან 4.1 მლნ გირვანქის ოდენობით წინასწარი გარიგება გაფორმდა, ეს კომპანია მექსიკაში ოქროს ორ საბადოზე მუშაობს, თუმცა საბოლოოდ, როგორც ჩანს, წინასწარი შეთანხმება ჩაიშალა და Empire Metals-ის წილს მისივე პარტნიორი გამოისყიდის.



„CMG შეთავაზება კომპანიისთვის საუკეთესო ვარიანტია და ის საშუალებას მისცემს Empire Metals გადავიდეს საქართველოში არსებული არასახარბიელო ვითარებიდან და მიმართოს თავის რესურსები და ძალისხმევა კომპანიის ახალი სტრატეგიის შესასწავლად და განვითარებაზე, ძირითადად, ავსტრალიის ოქროს სექტორში“, - აცხადებს კომპანია.


Georgian Copper and Gold –ი საქართველოში სპილენძისა და ოქროს ძებნა/ მოპოვების 30 წლიან ლიცენზიას ფლობს. ბოლნისის რაიონის იმ ტერიტორიაზე, სადაც ოქროს და სპილენძის მოპოვების სამუშაოები ჯერჯერობით აქტიურ ფაზაში არ მიმდინარეობს. ამასთანავე, მსი სალიცენზიო არეალში შედის დამბლუდის მონაკვეთიც, სადაც ოქროს და სპილენძის მნიშვნელოვანი მარაგებია მიკვლეული.


Empire Metals საქართველოში ინვესტორად 2015 წელს შემოვიდა. კომპანია აცხადებს, რომ წარამატებული 2წლიანი მუშაობის შემდეგ, 2018 წლიდან ვითარება შეიცვალა და წლების მანძილზე მრავალ ფრონტზე დაბრკოლებების გადალახვის მცდელობის მიუხედავად, ინვესტორი დღეს ფიქრობს, რომ საქართველოში მათი ერთობლივი კომპანია მდგრადი აღარ არის.


business-partner.ge



თეგები:
EMPIRE METALS



500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up