ოქროს ფასი შემცირდა, მაგრამ მყიდველი აღარ გვყავს - როგორ აისახა ოქროს ბირჟაზე ფასის ცვლილება

ოქროს ფასი შემცირდა, მაგრამ მყიდველი აღარ გვყავს - როგორ აისახა ოქროს ბირჟაზე ფასის ცვლილება

access_time2020-11-15 15:00:35

რამდენიმე თვიანი გაძვირების შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ოქრომ გაიაფება დაიწყო. თუ რამდენიმე თვის წინ ერთი უნცია ოქრო 2 100 დოლარამდე ღირდა, დღეს მისი ღირებულება 1 850 დოლარამდე შემცირდა.

 

აღნიშნული ტენდენცა არ ასახულა ქართულ ბაზარზე. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „ოქროს ბირჟაზე“ მოვაჭრეებმა განუცხადეს, ფასი კვლავ მაღალია და მსოფლიოში კლების ტენდენცია ჩვენთან არ აისახება. ისინი მიზეზად ლარის კურსი მკვეთრ გაუფასურებას ასახელებენ.

 

მოვაჭრეების თქმით, წლის დასაწყისიდან ერთი გრამი ოქროს ფასი დაახლოებით 25-დან 35 ლარამდე გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, თუ წლის დასაწყისში 583 სინჯის გრამი ოქრო 80-85 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 108-110 ლარია. 999 სინჯის ერთი გრამის ღირებულებამ კი 195-200 ლარს მიაღწია, მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში მაქსიმუმ 160 ლარი ღირდა.

 


„ფასს დიდი მნიშვნელობა არც აქვს, რადგან კლიენტი მაინც აღარ გვყავს. წლის დასაწყისიდან, ოქროზე ფასი იზრდებოდა და ახლა, 110 ლარზე ნაკლებად 583 სინჯის ოქროს შეძენა ბაზარზე შეუძლებელია. როგორიც არ უნდა იყოს ფასი საერთაშორისო ბაზარზე, თუ მკვეთრი ცვლილება არ მოხდა, ლარი ისე უფასურდება, რომ ვერ აისახება ეს ჩვენთან“,-ამბობს ია მამრიკიშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან.

 

„ფასი ბოლო თვეებია არ შეცვლილა. პანდემიის დასაწყისში გაიზარდა მკვეთრად და ამის შემდეგ სტაბილურად მაღალია. გარდა იმისა, რომ მყიდველები ისედაც ცოტა იყვნენ, რაც დახურვა მოგვიწია ჩვენთან კორონავირუსის გავრცელების გამო, მოსახლეობას აშკარად ისევ ეშინია მოსვლის და დასათვალიერებლადაც ნაკლებად დადიან“,-ამბობს ოქროთი მოვაჭრე, დათო ტაბატაძე.

 

„საბაზრო ღირებულებამ კატასტროფულად მოიმატა. 190 ლარიდან ზემოთაა ბაჯაღლოს ფასი. პრინციპში სხვა არც არაფერი იყიდება, ქორწილები კი იშვიათადაა, მაგრამ ჯვარს თუ ვინმე იწერს ბეჭდები მაინც აუცილებლად სჭირდებათ და ქორწინების ბეჭედს თუ იყიდის ვინმე. ყველა სხვა სინჯიც გაძვირებულია, მაგრამ ძალიან იშვიათად რომ სხვა იყიდონ“,– აცხადებენ ოქროს ბირჟაზე.

 

Bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up