ოქროს ექსპორტი 35.7%-ით გაიზარდა

ოქროს ექსპორტი 35.7%-ით გაიზარდა

access_time2022-11-23 23:30:46

საქართველოდან ოქროს (დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით) ექსპორტი 35.7%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის 10 თვეში საქართველოდან 2.24 ტონა ოქროს ექსპორტი განხორციელდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1.65 ტონა.


საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ექსპორტზე 69,234.47 ათასი დოლარის ოქროს ექსპორტი განახორციელა, 2021 წლის 10 თვეში კი 53 286.07 ათასი დოლარის.


ქართული ოქროს ძირითადი საექსპორტო ბაზარი შვეიცარიაა, რადგანაც სწორედ შვეიცარიაზე მოდის მთლიანი ოქროს ექსპორტის 95%-ი. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან შვეიცარიაში 2.12 ტონა ოქროს ექსპორტი დაფიქსირდა. საექსპორტო ბაზრებს შორისაა გერმანია, თურქეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.



საანგარიშო პერიოდში გერმანიაში 2 631.78 ათასი დოლარის ღირებულების 0.07 ტონა ოქრო გავიდა, თურქეთში 1,156.40 ათასი დოლარის 0.03 ტონა ძვირფასი ლითონის ექსპორტი განხორციელდა. რაც შეეხება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, საქართველოდან 866.01 ათასი დოლარის 0.02 ტონა ოქროს ექსპორტი დაფიქსირდა.


ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით ოქროს იმპორტი 2013 წელს განხორციელდა. 2013 წელს საქართველომ ექსპორტზე 4.29 ტონა ოქრო გაიტანა.


რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის 10 თვეში საქართველოში 11.81 ათასი დოლარის ოქროს იმპორტი განხორციელდა, საიდანაც ყველაზე მეტი ოქრო რუსეთიდან შემოვიდა.




თეგები:
ოქრო



ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს
access_time2022-12-03 19:30:40
მარცვლეულის მსოფლიო ფასი ნოემბერში 1,3%-ით დაეცა. ამის მიზეზია შავი ზღვაზე „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის გაგრძელება.   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ ბრიფინგზე განაცხადა.   „მარცვლეულის ფასის ინდექსი 1,3%-ით დაეცა. ნოემბერში კლება განპირობებულია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის...

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა
access_time2022-12-03 20:00:58
სამომავლოდ, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა.   მისი თქმით, უახლოეს 10 წელიწადში შუა დერეფანი შესაძლოა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი გახდეს.   მისივე თქმით „მწვანე კონცეფცია“ ათ წელიწადში უფრო მეტად აქტუალური...

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ
access_time2022-12-03 19:00:47
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ყოველწლიურად 70 მილიონზე მეტ ადამიანს აინფიცირებს და დაახლოებით 400 000-ს კლავს. ვირუსი ღვიძლის ქრონიკულ ინფექციას იწვევს და უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება ღვიძლის ქსოვილის ნაწიბურების წარმოქმნა ან კიბოც კი გამოიწვიოს, წერს Inverse-ი.   ამჟამად HCV-ის შედეგად გამოწვეული ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ძვირია და პაციენტს ხელახალი...

2021 წელს თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა

2021 წელს თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა
access_time2022-12-03 15:30:31
  „თხილი ერთ-ერთი აგროკულტურაა, რომლის მასშტაბური წარმოების და ექსპორტის პოტენციალიც საქართველოს აქვს. 2021 წელს თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ექსპორტის უდიდესი წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. სახელმწიფო აქტიურად აგრძელებს ხარისხიანი ქართული თხილის წარმოების მხარდაჭერას არაერთი ღონისძიებით, მათ შორისაა თხილის წარმოების ხელშემწყობი ახალი პროგრამა, რომლის განხორციელების მიზანია, ქართული თხილი იყოს ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი,...

მკვლევრები ქმნიან რობოტებს, რომლებიც საკუთარი თავის შექმნას შეძლებენ

მკვლევრები ქმნიან რობოტებს, რომლებიც საკუთარი თავის შექმნას შეძლებენ
access_time2022-12-03 17:30:45
MIT-ის ბიტებისა და ატომების ცენტრის მკვლევრები ამბიციურ პროექტზე მუშაობენ - ქმნიან რობოტებს, რომლებიც საკუთარი თავის შექმნას შეძლებენ. ამის შესახებ techcrunch-ი წერს. მეცნიერები აღიარებენ, რომ ავტონომიური თვითმშენებლობის რობოტის შექმნამდე ჯერ კიდევ წლები სჭირდებათ, მაგრამ სამუშაომ ჯერ-ჯერობით დადებითი შედეგები...


მსგავსი სიახლეები

up