ოპტიმისტური პროგნოზი მსოფლიოში მარცვლოვანი კულტურების მარაგებთან დაკავშირებით

ოპტიმისტური პროგნოზი მსოფლიოში მარცვლოვანი კულტურების მარაგებთან დაკავშირებით

access_time2016-04-08 17:14:09

FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი მარტში ოდნავ გაიზარდა, შაქრის ფასმა მოიმატა.


გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგნოზის მიხედვით, 2016 წელს მსოფლიოში 2 521 მილიონი ტონა მარცვლეულის წარმოება ივარაუდება, რაც 0.2 პროცენტით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით და მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია  მარცვლეულის წარმოების ისტორიაში.


FAO-ს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მაღალი მოსავლიანობა და შედარებით დაბალი მოთხოვნა ბაზარზე, წლის განმავლობაში მარცვლეულის სტაბილურ რაოდენობას უზრუნველყოფს.


სურსათზე ფასები იზრდება



სურსათის ფასის ინდექსი, მსოფლიოში საბითუმო ფასს ზომავს სამომხმარებლო კალათაში შემავალი ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე: ხორბალზე, მცენარეული ზეთზე, რძის პროდუქტებზე, ხორცსა და შაქარზე. 


ინდექსი მარტში 1.0 პროცენტით გაიზარდა თებერვალთან შედარებით, რაც დიდწილად შაქრისა და ზეთის ფასების მატებამ გასაზღვრა.


FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი მარტში 151 ქულით განისაზღვრა, ეს რეკორდული მაჩვენებელია 2016 წლისათვის, თუმცა 12 პროცენტით ნაკლებია  წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.


სამომხმარებლო კალათის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტზე - ხორბალზე ფასის ინდექსი მარტში მცირედ დაეცა, რაც ლოგიკური გაგრძელება იყო გასული 4 თვის მანძილზე ხორბლის ფასის კლების და 2016 წლისთვის მარცვლეულზე გაკეთებული ოპტიმისტური პროგნოზისა.


FAO-ს ინდექსი შაქარზე  17.1 პროცენტით გაიზარდა და 2014 წლის ნოემბრის შემდეგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მიზეზი წელს მოსავლის დეფიციტის მოლოდინია, მაგრამ ასევე უნდა აღინიშნოს, ბრაზილიაში დიდი რაოდენობის შაქრის გამოყენება ეთანოლის წარმოებისთვის.


გასულ თვეში FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსმაც  6.3 პროცენტით მოიმატა. ეს გამოწვეული იყო მალაიზიასა და ინდონეზიაში გვალვის გახანგრძლივებით, რადგან ეს ორი ქვეყანა პალმის ზეთის ძირითადი მწარმოებლები არიან. სოიოს ზეთის ფასი სტაბილური დარჩა, მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთზე კი ფასი შემცირდა. ფასის ინდექსის 8.2 პროცენტით კლება დაფიქსირდა რძის პროდუქტებზე და 2009 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია. FAO-ს ფასის ინდექსი ხორცზე უცვლელი დარჩა.



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-18 21:00:58
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი...

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა
access_time2020-09-18 19:30:26
ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგროსექტორით დაინტერესდა. გიორგი თაბუაშვილი10 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ქლიავის ბაღებიდან პირველი მოსავალი უკვე მიიღო.   როგორც გიორგი თაბუაშვილმა ბიზნესპარტნიორს განუცხადა, ქლიავის ბაღები კასპშია გაშენებული. მისი თქმით,  რაოდენობა მცირეა, თუმცა მომავალში ბევრად მეტის მოლოდინი აქვთ.   „მეოთხე წელს სტენლის ჯიშის ქლიავის პირველი მოსავალი მივიღეთ, რაც დაახლოებით 4 ტონა იყო. მომავალ წელს, ამ დროს უკვე ემპრესის...

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა
access_time2020-09-18 19:00:47
ევროპელებს ათწლეულების მანძილზე საზღვრების არსებობო თითქმის დაავიწყდათ - თუმცა, 2020-ში საკითხი ისევ რეალობად იქცა. ზოგი საზღვარი გაიხსნა, ზოგი არა, ზოგი ღიაა მხოლოდ გარკვეული ქვეყნებს მოქალაქეებისთვის, სხვებისთვის კი - ჯერაც დახურულია. სულ რამდენიმე კვირაში შენგენის ზონის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. „ევროპელებს დაავიწყდათ, რომ ცალკეულ სახელმწიფოებს საზღვრების დახურვის უფლებამოსილება აქვთ. შენგენის შეთანხმებაში შავით...

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-18 18:25:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ
access_time2020-09-18 17:42:25
კოვიდ პანდემიის გავლენის ფონზე ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვები შეამცირა. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ. ამასთან პრობლემას წარმოადგენს პირუტყვის საკვებიც. ანა მიქაძის თქმით, ამ პრობლემების ფონზე, უფრო საქონლის  ხორცად გაყიდვის ტენდენცია შეინიშნება.   „ადამიანებს ინტერესი ეკარგებათ, ვინაიდან კორონავირუსის გამო...


მსგავსი სიახლეები

up