ოპტიმისტური გათვლებით, 2022 წელს ველოდებით მგზავრთნაკადის 65%-მდე დაბრუნებას – ლევან კარანაძე

ოპტიმისტური გათვლებით, 2022 წელს ველოდებით მგზავრთნაკადის 65%-მდე დაბრუნებას – ლევან კარანაძე

access_time2022-01-18 18:00:00

2021 წლის მგზავრთნაკადის მაჩვენებლებით გადავაჭარბეთ 2015 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას და ჩამოვრჩებით 2016 წლის მაჩვენებლებს, – აცხადებს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი.



ლევან კარანაძე AviaNews-თან ინტერვიუში ამბობს, რომ 2019 წელი საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო და როდესაც საპირწონედ ასეთი მაღალი შედეგია, მოლოდინი იმისა, რომ ქვეყნის საავიაციო ბაზარი ხანმოკლე პერიოდში იგივე მაჩვენებლებს დაუბრუნდება ვერ იარსებებს.



სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ოპტიმისტური პროგნოზით, 2022 წელს მგზავრთნაკადის დაბრუნების მაჩვენებელი 65%-მდე იქნება, ხოლო პესიმისტური გათვლებით, იგივე 40-45%-ის დონეზე



“2021 წლის დაჯამებული მონაცემებით, ჩვენი აეროპორტები მოემსახურა 2 496 448 მგზავრს. შესაბამისად, საქართველომ თითქმის ნახევრად, 48%-ით შეძლო პანდემიამდე არსებული მგზავრთნაკადის დაბრუნება. აღნიშნული მაჩვენებლებით გადავაჭარბეთ 2015 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას და ჩამოვრჩებით 2016 წლის მაჩვენებლებს. ცნობისთვის, 2015 წელს გადაყვანილ იქნა 2 261 006 მგზავრი, ხოლო 2016 წელს 2 840 455 მგზავრი. უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელს, საქართველოში მგზავრთნაკადის უპრეცენდენტო ზრდა დაფიქსირდა, მოვემსახურეთ რა 5 მლნ 200 ათასზე მეტ მგზავრს, შესაბამისად, როდესაც საპირწონედ გვაქვს ასეთი მაღალი შედეგი, მოლოდინი იმისა, რომ ხანმოკლე პერიოდში დავუბრუნებით იგივე მაჩვენებლებს ვერ გვექნება. მიუხედავად ამისა, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პირველივე წელს შევძელით თავდაპირველ პროგნოზებზე უკეთესი შედეგების დაფიქსირება. დადებითია დინამიკა ფრენების რაოდენობის ზრდის თვალსაზრისითაც. ბოლო მონაცემები რომ ავიღოთ, 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, რეისები შესრულდა კვირაში 250-260 სიხშირით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, ფრენები სრულდებოდა კვირაში საშუალოდ 295-305 სიხშირით. შესაბამისად, სახეზეა ფრენების აღდგენის 85%-იანი მაჩვენებელი. ოპტიმისტური გათვლებით, 2022 წელს ველოდებით მგზავრთნაკადის 65%-მდე დაბრუნებას, ხოლო პესიმისტური გათვლებით, რაც შეიძლება გლობალურ დონეზე შეზღუდვების ახალ ტალღას ან სხვა, გაუთვალისწინებელ ფაქტორებს დავუკავშიროთ, შევინარჩუნებთ 40-45%-იანი აღდგენის მაჩვენებელს”, აცხადებს ლევან კარანაძე.



2020 წლის 12 თვეში ქვეყნის აეროპორტები სულ 833 846 მგზავრს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5 209 466 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად 2021 წლის მონაცემები 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 52,08%-იან კლებას აჩვენებს.




მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. თუმცა პანდემიის ფონზე მთელს მსოფლიოში არაპროგნოზირებადი ვითარებაა.



2021 წლის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1683696 მგზავრს მოემსახურა, რაც 185,31%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის 12 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 2020 წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 590123 მგზავრს, 2019 წელს კი 3692136 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2021 წელს 2019 წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 54,40%-იანი კლებაა. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 45,6%-ით დაუბრუნდა მგზავრთნაკადის იმ მაჩვენებელს რაც ქონდა 2019 წელს.



სამაგიეროდ 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის სერიოზული ზრდა ფიქსირდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2021 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 516017 მგზავრი გაატარა, რაც 903,69%-ით მეტია 2020 წლის, ხოლო 17,32%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე. 2020 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 51412 მგზავრს, ხოლო 2019 წელს 624151 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 83%-ით დაუბრუნდა მგზავრთნაკადის იმ მაჩვენებელს რაც ქონდა 2019 წელს.



ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 2021 წლის მონაცემებით 68%-იანი კლებაა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში 2020 წლის მონაცემებთან შედარებით მგზავრთნაკადის 53,65%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2019 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით კი 67,66%-იანი კლება. 2021 წელს აეროპორტი 282514 მგზავრს, 2020 წელს 183873 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 873616 მგზავრს.



რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2021 წელს 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 62,43%-იანი ზრდაა, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან მიმართებაში კი 40,39%-იანი კლება.



ამბროლაურის აეროპორტში 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 64,74%-იანი მატება, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი 1,73%-იანი ზრდა. ხოლო ნატახტარის აეროდრომში 2020 წლის მონაცემებთან შედარებით მგზავრთნაკადის 74,43%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 21,09%-იანი კლება.


avianews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up