„ოპოზიციის შემოთავაზებული დღის წესრიგის გამო, ეკონომიკის გასაჯანსაღებლად ჩვენი სამუშაო ჩრდილში ექცევა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. დეპუტატის განმარტებით, ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯები, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო ნაკლები ინტერესის საგანია.
მე მგონია, რომ ამას ხაზი ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაესვა და ჩემი კოლეგებიც არაერთხელ მწუხარებით აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც შემოგვთავაზა ამ შემთხვევაში ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა შემოგვთავაზა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ამას მედიის მხრიდანაც უფრო მეტი ყურადღება ეთმობა, ამის გამო თითქოს ჩრდილში ექცევა ის სამუშაო, რომელსაც რეალურად მთავრობა სწევს, ჩვენი ხელისუფლება იმ მიმართულებით რასაც ჰქვია იგივე ეკონომიკის გაჯანსაღება და ა.შ.
სამწუხაროდ, ეს ნაკლები ინტერესის საგანია დღევანდელ პირობებში. ეს არ ნიშნავს საზოგადოების მხრიდან, ვგულისხმობ, მედიის მხრიდან, ვგულისხმობ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. თუმცა, ხელისუფლებისთვის ეს არის მთავარი პრიორიტეტი და არა, მაგალითად ის მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც, სამწუხაროდ, უფრო მეტი საუბარია. ყოველი ეთერი დაეთმოს ლარის კურსს, ეკონომიკის ცალკეული დარგებზე მსჯელობას, როგორი ინდიკატორები შევქმნათ მაგალითად ეპიდემიური სიტუაციის რეგულირების თვალსაზრისით — განაცხადა სარჯველაძემ" პალიტრანიუსის" ეთერში.