ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში, “ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შესაძლოა ვერ შექმნის.
პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის – იმ პარლამენტის წევრთა ერთობლიობის წარმომადგენლობა, რომლებიც არ არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება და მის მუშაობაში მონაწილეობას შეძლებს ყველა დაინტერესებული სუბიექტი, მათ შორის საპარლამენტო პარტიები, დამოუკიდებელი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები.
imedinews.ge