ოპოზიციის ბოიკოტი -  პარლამენტში შესვლაზე ყველამ უარი თქვა

ოპოზიციის ბოიკოტი - პარლამენტში შესვლაზე ყველამ უარი თქვა

access_time2020-11-02 18:45:02

ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი, ლეიბორისტული პარტია, პატრიოტთა ალიანსი - ყველა პარტიამ, რომელთაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მიხედვით მანდატი მოიპოვეს პარალემენტში შესვლაზე დღეს უარი განაცხადეს.

 

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში შესვლასა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს, – ამის შესახებ კონსულტაციების შემდეგ გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.


მისი თქმით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები არ იყო თავისუფალი, სამართლიანი და არ ასახავს ხალხის ნებას.


„ვიმსჯელეთ და მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება. „ევროპული საქართველო“ უარს აბობს, შევიდეს პარლამენტში, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც ჩვენ არ ვაღიარებთ,უარს ვამბობთ, მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურში“, – განაცხადა ბაქრაძემ.

 

მოგვიანებით, სპეციალურ ბრიფინგზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობენ და პარლამენტში არ შევლენ.

 

მთავარი ოპოზიციური ძალა ამბობს, რომ ქვეყანაში არ ჩატარებულა არჩევნები და ის ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა.

ჩვენნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშიასსხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების მსგავსად გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ შევალთ იქ, რასაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან ანუ პარლამენტში, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ეძახის პარლამენტს. ეს არ არის პარლამენტი და ვერ იქნება პარლამენტი, შესაბამისად არავის იქ არაფერი არ გვესაქმება - ამბობს ნიკა მელია

 

პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს „ლელოც“ -  ამის შესახებ, პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.

 

ჩვენ არ ვაპირებთ არალეგიტიმურად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმიზაციას. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რომლის შედეგებიც, მართლაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და ძალიან გვიხარია, რომ ოპოზიციური სპექტრი მთლიანად იზიარებს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას, საპროტესტო აქციებს, იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში დამთავრდეს გაყალბებული არჩევნების ჩატარება, — განაცხადა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.


 

ბოიკოტს უერთდება გირჩი, რომელიც  პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. ისინი მეორე ტურშიც მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

 

ოპოზიციას და ჩვენ გვაქვს სამუშაო, სალაპარაკო გვაქვს ბევრი. მათ შორის, ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით უნდა მიღებულიყო უფრო მეტი საუბრის შედეგად. მაგრამ რაც არის, ეს არის, — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

ბრიფინგზე სტრატეგია აღმაშენებლი ც შეუერთდა ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებას და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა.

 

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში მანდატებზე უარს ამბობენ.

 

მანდატებზე უარის თქმა აუცილებლად სწორია, როდესაც დაშვებულია ამგვარი ბოროტებები არჩევნების დროს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს იქნება საყოველთაო და ყველა ოპოზიცია იტყვის მანდატებზე. [

 

ჩვენ უარს ვამბობთ ყოველგვარ მანდატზე იმ პარლამენტში, რომელიც შედგა ჩვენი ხალხის ცოდვით და უკანონობით, მაგრამ ეს უნდა იყოს საყოველთაო, — ამბობს ნათელაშვილი.

 

ახალი მოწვევის პარლამენტის საქმიანობაში ჩართვას არც „პატრიოტთა ალიანსი“ აპირებს..

„არ ვაპირებთ ამ მოწვევის პარლამეტში შესვლას, რადგან არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, არჩევნებში არ გამოხატულა საქართველოს მოსახლეობის ნება. ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბებულია, ჩვენ მოვაწყობთ ფართომასშტაბიან აქციებს. მოვითხოვთ ამ არჩევნების შედეგების ბათილობას და განმეორებით არჩევნებს“, - ამის შესახებ პარტიის წევრმა გოჩა თევდორაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.


ახალი საარჩევნო სისტემით, პარლამენტში პროპორციული სიისთვის 120 მანდატია გათვალისწინებული. ცესკოს ახლანდელი მონაცემებით, ეს მანდატები პარტიების მოპოვებული ხმების მიხედვით ასე უნდა გადანაწილებულიყო:

 

ქართული ოცნება — 48,15% — 61 მანდატი;

ნაციონალური მოძრაობა და ძალა ერთობაშია — 27,14% — 35 მანდატი;

ევროპული საქართველო — 3,78% — 5 მანდატი;

ლელო — 3,15% — 4 მანდატი;

სტრატეგია აღმაშენებელი — 3,15% — 4 მანდატი;

პატრიოტთა ალიანსი — 3,15% — 4 მანდატი;

გირჩი — 2, 89% — 4 მანდატი;

მოქალაქეები — 1,33% — 2 მანდატი;

ლეიბორისტული პარტია — 1% — 1 მანდატი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up