ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

access_time2019-11-12 19:16:27

საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.

 

საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა დარბაზში კეთდებოდა სპექტაკლი უწოდა. მათი თქმით, ქართული ოცნების წევრები დილიდან ცდილობენ ოპოზიციის პროვოცირებას, რათა სხდომა ჩაიშალოს.

 

“ამ ინიციატივას, რომელიც უმრავლესობამ 93 დეპუტატის სახელით დაარეგისტრირა, ხელს აწერს დიმიტრი ხუნდაძე. ამავე დროს, ამ კანონპროექტის ავტორებში მითითებულია 2 ადამიანი, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. რაღაც ძალიან კომიკურად ხომ არ ჩანს ეს ყველაფერი? რომ ამ საერთო სახალხო განხილვების, ინიციატივის, პარტიის თავმჯდომარის საჯარო განცხადების შემდეგ, ეხლა განხილვის წინ უმრავლესობის სხდომის მოწვევის მომიზეზება ხდება, რომ უწოდონ ნაჩქარევი, მოუმზადებელი და რაღაც კითხვებზე პასუხის გასაცემად დრო არ არის თურმე საკმარისი. მინდა მოგიწოდოთ გონიერებისკენ, თავი დავანებოთ აქ სპექტაკლის მოწყობას, რომელიც ძალიან უნიჭოდ არის შესრულებული”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

„ახლა ვაკვირდებით უნიჭო მცდელობას, რომ ეს განხილვა გადაიდოს გაურკვეველი დროით. რა თქმა უნდა, ხუნდაძის მიერ გაკეთებული განცხადება ბიძინა ივანიშვილის დავალებაა. არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ ხუნდაძე ოდესმე დამოუკიდებლად აკეთებს რაიმე განცხადებას. ეს არის სპექტაკლი და როლები გადანაწილებული აქვთ. დილიდან ჩანს, რომ არანორმალურად აგრესიულები არიან. ცდილობდნენ ოპოზიციის პროვოცირებას, რომ სხდომის ჩაშლა ამა თუ იმ ინციდენტისთვის დაებრალებინათ. 20 ივნისის შემდეგ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ხელშეკრულება დადებულია, რომელიც გულისხმობს პროპორციულ არჩევნებს. დაარღვევს ივანიშვილი ამ შეთანხმებას? ბუნებრივია, შედეგად მიიღებს ძალიან დიდ გულისწყრომას და დემოკრატიული ტალღა ივანიშვილის ხელისუფლებას აუცილებლად წალეკავს. პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა იქნება დამატებითი მღელვარების საფუძველი და დარწმუნებული ვარ, იმაზე მრავალრიცხოვან დემონსტრაციებს იხილავს ივანიშვილი რუსთაველის გამზირზე, ვიდრე მას კოშმარულ სიზმარში წარმოუდგენია,“ - განაცხადა მელიამ.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მცხეთის მაჟორიტარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, თუ უმრავლესობის სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე  გადასვლასთან დაკავშირებით საკუთარ კითვხებზე პასუხებს ვერ მიიღებს და ვინმე შეეცდება მასზე ზეწოლის განხორციელებას, არ გამორიცხავს, საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვოს.


 

 

„ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი. სხდომაზე შევეცდები, დავაყენო ის კითხვები და ის რისკები გავაცნო არა მხოლოდ პარლამენტარებს, არამედ საზოგადოებასაც, რა რისკების წინაშეც შესაძლოა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებით დადგეს ქვეყანა. ამ კითხვებზე მოვითხოვ პასუხს, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ კითხვებზე ვერ იქნება ამომწურავი პასუხი, რომელიც გავლენას იქონიებს  ჩემს გადაწყვეტილებაზე. არ დავუჭერ მხარს და თუ ვინმე შეეცდება, გადამარწმუნოს, ან მაიძულოს, ეს გადაწყვეტილება მივიღო, არ დამენანება და ამისთვის შემიძლია, დავტოვო მანდატი“ ,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება თბილისის მერიც. კახი კალაძემ განაცხადა, რომ  საარჩევნო სისტემა აუცილებლად შეიცვლება. მისი თქმით,კანონპროექტი მნიშვნელოვანია და ამ საკითხზე გუნდში თანხვედრაა.

 

“კანონპროექტი მნიშვნელოვანია, ამაზე გუნდში არის თანხვედრა, თუმცა ის დეპუტატები რომლის განცხადებებსაც ჩვენ ვისმენთ, სიახლე მე მგონი, არავისთვის არ არის. ისინი ყოველთვის იყვნენ წინააღმდეგები. მათ აქვთ თავიანთი დასაბუთება და არგუმენტები, თუ რატომ არ უნდათ შეიცვალოს არსებული სისტემა, თუმცა არსებულ სისტემა შეიცვლება, ამაზე განცხადება გაკეთებულია,“ – აცხადებს კახა კალაძე.

 

 

შეგახსნებთ, რომ საპარლემნტო ოპოზიციის მიერ შემოტავაზებული კანონპროექტი ითვალისწინებდა 2020 წლისათვის პარლამენტის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, 3%-იანი ბარიერით და საარჩევნო ბლოკებით. შედეგები ასე გადანაწილდა: 32 მომხრე, 55 წინააღმდეგი. სხდომას 137 დეპუტატი ესწრებოდა.

 

ქართული ოცნების პროექტით,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ასევე სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, თუმცა 0%-იანი ბარიერით და საარჩევნოდ ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით.



commersant




ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია
access_time2019-12-06 16:15:05
WIZZ AIR მოუწოდებს სხვა ავიაკომპანიებს, შეწყვიტონ ფრენები ბიზნეს კლასისთვის განკუთვნილი ცარიელი ადგილებით Wizz Air, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრული და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მოუწიდებს  სხვა ავიაკომპანიებს, რომ შეწყვიტონ...

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება
access_time2019-12-06 16:30:18
საქართველოში, უახლოეს პერიოდში, ცნობილი ბრიტანული კომპანია „Evolve Trading and Investment“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. ამის თაობაზე ცნობილი „Evolve Investment“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა. „Evolve Trading and Investment“-ისა და ასევე პროექტების მართვის ბრიტანული კომპანია SAVM-SABA Group LP-ის ერთობლივი ინიციატივით, საქართველოს შავიზღვისპირეთში ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა განვითარდება. საუბარია ულტრათანამედროვე...

პრემიერის შეხვედრა მედიკოსებთან მხოლოდ დროის მოგებისთვის იყო

პრემიერის შეხვედრა მედიკოსებთან მხოლოდ დროის მოგებისთვის იყო
access_time2019-12-06 17:30:34
„2020 წლის ბიუჯეტი შემოსულია პარლამენტში და ყველაფერი კეთდება დროის მოგებისთვის, რათა არ შევიდეს ცვლილებები ამ ბიუჯეტში“,- ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პრემიერსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრას.პარლამენტარი აცხადებს, რომ მთავრობას შეხვედრა შეხვედრისთვის კარგად გამოსდის. მისი თქმით, საზოგადოებაში ცრუ მოლოდინია შექმნილი, რომ პრემიერსა და კლინიკებს შორის ძალიან კარგი შეხვედრა...

„ხალიკ ბანკი“: „ბიზნესდავების მოგვარება უფრო ოპერატიულად უნდა ხდებოდეს“

„ხალიკ ბანკი“: „ბიზნესდავების მოგვარება უფრო ოპერატიულად უნდა ხდებოდეს“
access_time2019-12-06 14:30:03
„ნებისმიერი მხარისთვის ფინანსურად მომგებიანია წყნარი, სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. ნებისმიერი რყევა იწვევს მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემცირებას, იმიტომ რომ მათ არ იციან, რა იქნება ხვალ. ეს კი ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას. მნიშვნელოვანია ასევე სასამართლო სისტემის ხარვეზებზე საუბარიც. ეს საკმაოდ მტკინვეული საკითხია, იგი ბევრად უფრო დახვეწილი და ოპერატიული უნდა იყოს, უფრო სწრაფად უნდა ხდებოდეს ბიზნესდავების მოგვარება, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს...

ზვიად ჭუმბურიძე - 31 დეკემბერს „ანაკლიის კონსორციუმსს“უფლებამოსილება თუ შეუჩერდება, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს გეგმა, რას აკეთებს პირველი იანვრიდან, ისე არ გამოვა

ზვიად ჭუმბურიძე - 31 დეკემბერს „ანაკლიის კონსორციუმსს“უფლებამოსილება თუ შეუჩერდება, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს გეგმა, რას აკეთებს პირველი იანვრიდან, ისე არ გამოვა
access_time2019-12-06 13:30:01
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის, ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, საქართველოსთვის საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია. „ქვეყანას, რომელსაც ამ შემთხვევაში დროებით ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, საომარ მდგომარეობაში იყო რუსეთთან და აქვს ასეთი რთული პოლიტიკური ვითარება ამ მეზობელთან, ვფიქრობ, აუცილებელია, ყველა შემთხვევაში საზღვაო...


მსგავსი სიახლეები

up