ოპოზიციამ პარლამენტს შესაძლოა, სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართოს.„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე განმარტავს, რომ ოპოზიცია ასევე მსჯელობს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით.
„ამაზე იყო მსჯელობა. საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჩვენმა კოლეგებმა გამოთქვეს აზრი, რომ ხელახლა ხომ არ შევიტანოთ ეს საკითხი. ამაზე მსჯელობა არ დასრულებულა. კიდევ არის ერთი ვარიანტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ რატომ არ უქმდება მანდატები. მოგეხსენებათ, ანტიკონსტიტუციურია ის, რაც ხდება. ამაზე იყო მსჯელობა, საბოლო გადაწყვეტილება არ მიგვიღია“,- აცხადებს ჩიხლაძე.
Ipn.ge