ოპოზიცია აქციას 4 აპრილისთვის აანონსებს. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„4 აპრილს, 16:00 საათზე იქნება ფართომასშტაბიანი აქცია რუსთაველზე. მანამდე გვექნება ბევრი საპროტესტო ღონისძიება, პიკეტირებები, რეგიონებში გასვლა, სხვადასხვა ღონისძიება. ოპოზიცია 4 აპრილს განვაცხადებთ, როგორ ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან საარჩევნო კუთხით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები წყდება.
წყარო: პირველი არხი