ოპერატორთა კლუბის შეჯიბრი 2021

ოპერატორთა კლუბის შეჯიბრი 2021

access_time2021-06-23 11:50:00

კომპანია „ელიტ მოტორსი“ და Volvo Construction Equipment-ი წარმოგიდგენთ ოპერატორთა კლუბის მე 4-ე შეჯიბრს საქართველოში!


დაამტკიცე შენი პროფესიონალიზმი, გახდი საუკეთესო და გაემგზავრე ევროპის ფინალზე!


კომპანია „ელიტ მოტორსი“ და Volvo Construction Equipment ოპერატორთა კლუბის საქართველოში რიგით მე-4 შეჯიბრს გამართავს. შეჯიბრის გამარჯვებული ევროპის ფინალზე გაემგზავრება.


„ელიტ მოტორსი“ იწვევს ყველა დაინტერესებულ პროფესიონალ მძიმე ტექნიკის ოპერატორს აღნიშნულ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.


ღონისძიება 10 ივლისს, 10 საათზე, გაიმართება, კომპანია „ელიტ მოტორსის“ სათაო ოფისის ტერიტორიაზე.


„ოპერატორთა კლუბი“-ს შეჯიბრი გამოირჩევა, სპეციალური დავალებებით, რომლებიც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში უნდა შეასრულონ მძიმე ტექნიკის ოპერატორებმა, Volvo-ს სამშენებლო სპეც. ტექნიკით.


ოპერატორთა კლუბი 1998 წელს, გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში დაარსდა. კლუბის გეოგრაფია წლების განმავლობაში გაფართოვდა და დღესდღეობით 19 ქვეყანაში ტარდება და 30000 მონაწილეს ითვლის.


საქართველოში ოპერატორთა კლუბი 2017 წელს დაარსდა და 29 აპრილს, მცხეთაში, ელიტ მოტორსის ტერიტორიაზე გაიმართა.



გამარჯვებული ოპერატორები მიემგზავრებიან ევროპაში სადაც დიდი ფინალი ტარდება!


2019 წელს ოპერატორთა კლუბის შეჯიბრი ქალაქ ბათუმში ჩატარდა და მონაწილეობა 90 მდე ოპერატორმა მიიღო. შეჯიბრში საუკეთესო შედეგი 10-მა ოპერატორმა აჩვენა, რომლებიც ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ. 1, 2 და მე3-ე ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდა.


1 ადგილი - ბესიკ კალანდაძე


2 ადგილი - ფრიდონ დუმბაძე


3 ადგილი - აჩიკო დოლიძე


პირველ და მეორე ადგილზე გასული ოპერატორები შვედეთში, ქალაქ ესკელსტუნაში VOLVO CONSTRUCTION EQUIPMENT-ის მომხმარებელთა ცენტრში გაემგზავრნენ, სადაც ოპერატორთა კლუბის ევროპის ფინალი ჩატარდა.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია „ოპერატორთა კლუბის“ ფეისბუქ გვერდის საშუალებით https://www.facebook.com/OCGeorgia ან დაუკავშირდნენ კომპანიას ნომერზე +995 577 20 25 20/ +995 577 20 25 99.


NS



თეგები:
შეჯიბრი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up