კორპორაცია Microsoft-მა ოპერაციული სისტემა Windows 7-ის მხარდაჭერა შეწყვიტა. როგორც კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოპერაციული სისტემის გამოსვლიდან 10 წელიწადზე მეტი გავიდა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ კომპიუტერები Windows 7-ზე კვლავ იმუშავებს, თუმცა მათი ტექნიკური მხარდაჭერა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლება შეწყდა. გარდა ამისა, მოძველებული ოპერაციული სისტემის მომხმარებლები უსაფრთხოების სისტემის განახლებებს აღარ მიიღებენ, რაც მათ კომპიუტერებში ვირუსების შეღწევის რისკს ზრდის.
Microsoft-მა მომხმარებლებს Windows 10-ზე გადასვლა ურჩია, ვინაიდან 2009 წელს, Windows 7-ის შექმნის დროს, კიბერსაფრთხეების დონე გაცილებით დაბალი იყო და განახლებების გარეშე სისტემა თანამედროვე კიბერუსაფრთხოების გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება.
imedinews.ge